(მედიანიუსი)კოალიცია ,,ერთსულოვნება” მიხეილ სააკაშვილს სირცხვილის კორიდორს მოუწყობს

primetimeკოალიცია ,,ერთსულოვნება” 8 თებერვალს ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სირცხვილის კორიდორს მოუწყობს.

ამის შესახებ გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ერთსულოვნების” წევრებმა თემურ შაშიაშვილმა, მიხეილ ანდღულაძემ და რეზო ჩხეიძემ განაცხადეს.

,,8 თებერვალს, 12:00 საათზე ქუთაისში 1 მილიონ 200 ათასი ხელმომწერის სახელით, მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მისვლას გავაპროტესტებთ და პარლამენტის პიკეტირებას მოვახდენთ. მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან სირცხვილის კორიდორს მოვუწყობთ. აქციას მშვიდობიანი ხასიათი ექნება და სააკაშვილს პარლამენტში საკადრისად შევაცილებთ”-აღნიშნა ,,ერთსულოვნების” წევრმა მიხეილ ანდღულაძემ.

მისი თქმით, ის ყველა იმ პარლამენტარს, რომელიც სააკაშვილს პრეზიდენტად აღარ მიიჩნევს, მიმართავს, რომ მას განუცხადონ, იმის შესახებ, რომ კონსტიტუციის თანახმად, 20 იანვრიდან ის საქართველოს პრეზიდენტი აღარაა.

,,მთელი საქართველო მომართულია იმისათვის, რომ ქუთაისში ჩამოვიდეს. თუმცა ჩვენი ხარჯებით ამის საშუალება არ გავქვს, ამიტომ ვისაც სურს 8 თებერვალს, ქუთაისის აქციაზე დასწრება ვარდების მოედანზე დილის 08:00 საათზე ავტობუსი იდგება, რომელიც ხალხს ქუთაისში 10 ლარად წაიყვანს და შემდეგ უკან ჩამოიყვანს. ქუთაისის პროტესტი იქნება ის ისტორიული მოვლენა, როცა ქართველი ხალხი წინ აღუდგება მტარვალს. ამის დასტურად, ყველა ქალაქსა თუ სოფელში 12:00 საათზე ავტომობილების სიგნალებიც უნდა ავაყვიროთ”-აცხადებს ანდღულაძე.

,,ერთსულოვნების” წევრის თემურ შაშიაშვილის თქმით, კი ქართველმა ხალხმა 8 თებერვალს უარი უნდა თქვას დიქტატურაზე და დიქტატორზე.

,,იმ დღეს მთავარი ტრიბუნა იქნება არა ის, სადაც მიხეილ სააკაშვილი გამოვა, არამედ გარეთ. ჩვენი ამოცანაა მოვაცილოთ ,,ქართულ ოცნებას” ეს მტერი და ქართველმა ხალხმა ამოისუნთქოს”-აღნიშნა შაშიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს პარლამენტში გამოსვლა 8 თებერვალსაა დაგეგმილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *