(newspress.ge) შაშიაშვილი პარლამენტის გადაწყვეტილებას მიესალმა

me2კოალიცია „ერთსულოვნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, უარი უთხრას სააკაშვილს სიტყვით გამოსვლაზე – „უაღრესად პოზიტიურ და ღირსეულ ნაბიჯად“ აფასებს.
მისი თქმით საპარლამენტო უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება ეხმიანება კოალიცია „ერთსულოვნების“ მოწოდებას, რაც მილიონზე მეტმა ადამიანმა ხელმოწერით დაადასტურა.

„ეს არის ღირსეული გადაწყვეტილება, რაც ეხმიანება ჩვენს მოწოდებას. ჩვენ ვამბობდით, რომ ღირსების მქონე პარლამენტმა არ უნდა მისცეს სიტყვა თვითმარქვია, ვადაგასულ პრეზიდენტს. სწორედ ამიტომ ვაწყობდით ქუთაისში „ღირსების აქციას“ – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.

მისივე თქმით, 8 თებერვალს დაგეგმილი აქცია მაინც შედგება.

„ჩვენ ხვალ ვიქნებით გელათში და დიდი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გელათში შევხვდებით. ყველა მსურველს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში“ – აცხადებს შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *