(ინტერპრესნიუსი)პარლამენტთან “ერთსულოვნება” საპროტესტო აქციას მართავს

paralmentiქუთაისში, პარლამენტის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთსულოვნება” საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ყოფნას აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საკონსტიტუციო ვადა გაუვიდა. ამასთან მოსახლეობის უმრავლესობა მას პრეზიდენტად აღარ თვლის, რაც დაადასტურეს ხელმოწერებით და ამიტომ პარლამენტმა ის უნდა გადააყენოს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თემურ შაშიაშვილმა განუცხადა, მათ დღეს მოიტანეს 200 ათასზე მეტი ხელმოწერა, რომელსაც გადასცემენ პარლამენტს და მოუწოდებენ, “გადააყენონ ვადაგასული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი”.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *