(news.ge)რეზო ჩხეიძე: „სააკაშვილსაც ისევე გადავიტანთ, როგორც შაჰ-აბასი გადავიტანეთ“

1-quTaisiქუთაისში პარლამენტის შენობის წინ, ამ წუთებში, პრეზიდენტის გადადგომის მომხრეები არიან შეკრებილები. ადგილზე იმყოფება პრეზიდენტის გადადგომის კამპანიის ერთ-ერთი ინიციატორი რეზო ჩხეიძე, რომლის განცხადებით, სააკაშვილმა უნდა დატოვოს საქართველო და სადმე შორს წავიდეს.

„ბატონი მიხეილი ამჟამად არ ვიცი სად დაძრწის. ალბათ სადმე კაფეში. მაგის ბუნებაში ესეც შედის. ხალხთან თამაში უყვარს. ეს ადამიანი უნდა გაიქცეს საქართველოდან სადმე შორს. იმდენი ფული ექნება, მაგის შვილიშვილის შვილებს ეყოფა. ჩვენ შაჰ-აბასებს, აღა-მაჰმად-ხანებს გავუძელით და მაგასაც გავუძლებთ. მე ის მაინტერესებს, ვის ჩააგონა მას ეს ბოროტება. ქართველი ხალხი გადაიტანს ამას, ისევე როგორც ბევრი მტერი გადაუტანია“, – ამბობს რეზო ჩხეიძე.

აქვე, აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილის ფიტული მოიტანეს, რომლის დაწვასაც აპირებენ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *