(მედიანიუსი)თემურ შაშიაშვილი: სააკაშვილი თამაშობს პრეზიდენტობას და ამის უფლება არ უნდა მიეცეს.

paralmentiარასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “ერთსულოვნება”, რომელმაც პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვა, დღეს თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის სიტყვით მიმართვისას აქციის გამართვას არ აპირებს.

იმ შემთხვევაში, თუ დღეს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგებოდა, აღნიშნული კოალიციის წევრები, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსები მისთვის “სირცხვილის კორიდორის” მოწყობას აპირებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი პარლამენტში სიტყვით აღარ გამოვა, კოალიციის გეგმებიც შეიცვალა.

“ჩვენ ახლა ქუთაისში ვართ, გელათში და ვიქცევით ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა. მივესალმებით პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლება არ მიეცა. ეს ადამიანი კონსტიტუციის მიხედვით 20 იანვრის შემდეგ პრეზიდენტი აღარ არის და ნამდვილად შეურაცხმყოფელი იქნებოდა, რომ იგი დავით აღმაშენებელის ხსენების დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსულიყო. ახლა მიდის ბიბლიოთეკაში, არადა როგორც ცნობილია, მას წიგნების კითხვა არ უყვარს. თამაშობს პრეზიდენტობას და ამის უფლება არ უნდა მიეცეს. ჩვენ მასთან საქმე აღარ გვაქვს და დევნას არ დავუწყებთ”, – განუცხადა “მედიანიუსს” სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის ერთ-ერთმა ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა.

მისი მტკიცებით, სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას 1,5 მილიონი ადამიანი აწერს ხელს. დღეს ზემოხსენებული კოალიციის წევრები პარლამენტს განცხადებით მიმართავენ და პრეზიდენტის გადაყენების პროცესის დაწყებას მოითხოვენ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *