თემურ შაშიაშვილი: თუ ყველა არ დაისჯება,ეს ნიშნავს შეშინებულ ივანიშვილს…დღეს შიშის კი არა გაბედულ ქმედებათა დროა!

me2 – რას იტყვით იმაზე,რასაც ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი არეულობის შემდეგ უფლებადამცველების მელორ ვაჩნაძისა და მიშა მესხის დაკავება ჰქვია,ხოლო მეორე მხარე ანუ ნაციონალები მთავარი შემოქმედები ამ არეულობის არც კი დაკითხეს.ამ კითხვაზე თქვენი პასუხი მაინტერესებს ძალიან.

თემურ შაშიაშვილი: სამარცხვინოა…მით უფრო რომ არავინ ეჭვობს რომ არა მარტო იმ დღეს და არა მარტო ბიბლიოთეკასთან ,ცხოვრების წესით პოვოკატორები არიან-უგულავა,გუნავა,დარჩიაშვილი,ბოკერია,ხაბაზი, თაქთაქიშვილი-“ნაცელთა” უმრავლესობა საერთოდ…ეს პარტია კი არა პოლიტიკური სექტაა და, როგორც ყოველი სექტის,ამ პარტიის იდეოლოგიის საყრდენი –პრპოვოკაცია,ავანტიურა,თავხედობაა. მიუხედავად ამისა ,ძალადობა დასაგმობია,მით უფრო ქალზე..

.ფაქტია ისიც,სააკაშვილის გათვლა იყო ავანტიურა-,ქარდავას გამოჩენა დიდ პროტესტს გამოიწვევდა, შეიძლებოდა ჩაექოლაც და ეს იქნებოდა სააკაშვილის ხსნაც… მაშინ გენახათ სააკაშვილის დემაგოგია…ეს არის “ნაცელთა”ხელწერა.გაიხსენეთ,26 მაისს პოლიციელი მოკლა ესკორტის მეოთხე მანქანამ.ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება.გაწირეს პოლიციელი,რომ დანარჩენებს ჩვენი დარბევის მეტი მოტივაცია ჰქონებოდათ.

.თუ ყველა არ დაისჯება,ეს ნიშნავს შეშინებულ ივანიშვილს..დღეს შიშის კი არა გაბედულ ქმედებათა დროა!

Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *