(ახალი თაობა)თემურ შაშიაშვილი: საქართველო ხარბ პრეზიდენტს არ უნდა შევწიროთ
საჯაროსთან გამართული ცემა ტყეპის შემდეგ ოცნებბა და ნაცმოძი ერთმანეთს დაუტკბნენ. მიხეილ სააკაშვილი მეოცნებეებს დიალოგისკენ მოუწოდებს. პარტია თეთრებისლიდერს, თემურ შაშიაშვილს სააკაშვილის შეთავაზება სახიფათოდ მიაჩნია. მისი თქმით მზაკვარი სააკაშვილი პროვოკაციაზე ჯერ კიდევ მაშინ წავიდა, როცა პარლამენტში გამოსასვლელად 8 თებერვალი შეარჩია.
– მთავარი პროვოკაცია მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო კონსტიტუციით განსაზღვრულ დღეს-6 თებერვალს პარლამენტში გამოსვლაზე უარის თქმის და წმიდა მეფის,დავით აღმაშენებლის დღეს,8 თებერვალს გამოსვლის მოთხოვნის თაობაზე…ეს ერთდროულად პროვოკაციაც იყო,ავანტიურაც და თავხედობაც.ეს დღე მეფეს ეკუთვნის… აცახდებს შაშიაშვილი.
მისი განცხადებით ,დღეს საქართველოში დიდი პოლიტიკური კონფლიქტია. და ამ ფონზე შეიზლება ქვეყანა ცუდ დღეში აღმოჩნდეს.
– ქვეყანაში სერიოზული კონფლიქტია ერთის მხრივ,სოციალურ დემაგოგ და მეორეს მხრივ,რეალურ პოლიტიკოსებს შორის…ძნელია სააკაშვილის მასშტაბის სოციალური დემაგოგი იპოვო ქვეყნის გარეთაც კი,მაშინ,როცა ქვეყანაში ძნელია კონკრეტულ საქმეზე ორიენტირებული მეორე პოლიტიკოსი იპოვო,რომელიც ახლოს იქნება ამ მიმართულებით ბიძინა ივანიშვილთან…..კიდევ ერთი, ეს არის კონფლიქტი ემოციურ მმართველსა და იმ მმართველს შორის,რომელიც გონებაზეა ორიენტირებული…სააკაშვილს გონებით მართვა არ შეუძლია,ივანიშვილს-ემოციით….საქართველოს მომავალი გონებასთანაა დაკავშირებული….რაც მთავარია,საქართველოში უნდა დამთავრდეს პოლიტიკოსთა პარპაში….მომავალი აქვს არა პარტიულ მმართველობას,არამედ იმ ხელისუფლებას,რომელიც იქნება ერთობა ხალხის,ზნეობრივი ავტორიტეტების,პროფესიონალების და პოლიტიკოსების ერთობა.ამის გაკეთება არც დიდ და არც პატარა ერთმმართველს,თუ დიქტატორს არ შეუძლია,მხოლოდ დემოკრატ ხელისუფალს შეუძლია…თუ არ დამთავრდა სააკაშვილის პრეზიდენტობა,საქართველოს წინ დიდი არეულობა ელოდება.ნუ შევწირავთ საქართველოს მომავალს ძალაუფლების მოყვარულ ხარბ და თვითმარქვია კაცს, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.



