(news.ge)”ერთსულოვნება” პარლამენტთან მაინც შეიკრიბება

1181d7e3bdcab43ea61df1523f295feaკოალიცია “ერთსულოვნების” წევრები, ამ წუთებში, გელათში იმყოფებიან, საიდანაც პარლამენტთან გადაინაცვლებენ, ბრიფინგს გამართავენ.

“თუ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი აქ ყოფნის პერიოდში მოვა, არ ვაპირებთ არც შეძახილებს, არც არაფრის თქმას. 12:00-ზე პარლამენტთან ვიქნებით. იმის გამო, რომ არ მოდის პრეზიდენტი პარლამენტში, სიმბოლურად, თითო მანქანით ჩამოდიან თითქმის ყველა რეგიონიდან. შევიკრიბებით, 13:00-ზე ან 14:00-ზე ვიტვყით სათქმელს. მილიონნახევრამდე ადამიანმა, რომელმაც ხელი მოაწერა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას, პასუხისმგებლობა მოიხსნა. ვინც არ აწერს ხელს, ის იღებს პასუხისმგებლობას სააკაშვილის პრეზიდენტობაზე”, – განაცხადა “ერთსულოვნების” წარმომადგენელმა, პარტია “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა news.ge-სთან საუბრისას.

“ერთსულოვნება” პარლამენტს დადგენილების პროექტს დღეს საჯაროდ გადასცემენ, რომელიც შაშიაშვილის განცხადებით, კონსტიტუციაზე დაყრდნობით, კონსტიტუციონალისტებთან ერთად შეიმუშავეს.

“80 თუ 89 დეპუტატი სჭირდება ამ დადგენილების მიღებას. დადგენილება ხუთპუნქტიანია. სერიოზული სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ დადგენილების მიღების შემდეგ, სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი. დადგენილება ერთი თვის წინ უკვე გადავუგზავნეთ პარლამენტსაც და ბიძინა ივანიშვილთან გავატანეთ ზაქარია ქუცნაშვილს. ოფიციალურად, პარლამენტში როცა შედის დოკუმენტი, პასუხი 10-15 დღეში უნდა იყოს”, – ამბობს შაშიაშვილი news.ge-სთან საუბრისას.

დადგენილებას, შაშიაშვილის თქმით, ხელს მერაბ ბერძენიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ჩხეიძე, 80-მდე არასამთავრობოს წარმომადგენელი აწერს.

“ბიძინა ივანიშვილი არ საუბრობს ამ დოკუმენტზე. ბიძინამ ბრძანა, არის საკამათო საკითხები, მაგრამ დასავლეთი ვერ გაგვიგებსო. მთავარია ქართველმა ხალხმა გაგვიგოს”, – აღნიშნა შაშიაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი დღეს, ქუთაისში, გელათის მონასტერში გეგმავს ჩასვლას. 18:00 საათზე კი, პრეზიდენტი ხალხს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობიდა მიმართავს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *