(ივერონი)თემურ შაშიაშვილი: გელათში ყველა თანამდებობების გარეშე უნდა მოვიდეთ

daviti

ამ წუთებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გელათში ელოდებიან. არსებული ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გელათს პრეზიდენტი დაახლოებით 12 საათისთვის ეწვევა.
ამ წუთებში კი, გელათის ტაძარში წირვას მეუფე კალისტრატე აღავლენს. ამას გარდა, ტაძარში წმინდა დავით მეფის საფლავის მოსალოცად მივიდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.
როგორც ჟურნალისტებს პარტია “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა განუცხადა, გელათის ტაძარში ყველ ადამიანი თანამდებობის გარეშე უნდა მივიდეს.

“40 წელია, რაც დავითობის დღესასწაულს გელათში ვხვდები. გელათში ყველა თანამდებობების გარეშე უნდა მოვიდეთ”, – განაცხადა შაშიაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით აღარ წარსდგა, შაშიაშვილი დადებითადYაფასებს და ამბობს, რომ უმრავლესობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ “თვითმარქვია კაცს პარლამენტში გამოსვლის საშუალება არ მისცა”.

შაშიაშვილის განცხადებით, გელათში პრეზიდენტის დასახვედრად ხალხი ისევ ძალით ამოჰყავთ.

“სააკაშვილის ინაუგურაციის შემდეგ გელათი სამწუხაროდ, პოლიტიკურ ცენტრად იქცა. მივესალმები ყველა იმ ადამიანის გადაწყვეტილებას, რომელიც დავით აღმაშენებლის საფლავს პოლიტიკის გარეშე ესტუმრება”, – განაცხადა შაშიაშვილმა.

გელათში ასევე იმყოფებიან პოლიტპატიმრებიც.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *