(geonews.ge)”პარლამენტის ეს ნაბიჯი უაღრესად პოზიტიური და ღირსეულია”- თემურ შაშიაშვილი

paralmentiკოალიცია „ერთსულოვნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტიის – „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი, ქუთაისიდან გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას – უარი ეთქვას სააკაშვილს სიტყვით გამოსვლაზე. თემურ შაშიაშვილის შეფასებით, პარლამენტის ეს ნაბიჯი უაღრესად პოზიტიური და ღირსეულია. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება ეხმიანება კოალიცია „ერთსულოვნების“ მოწოდებას, რაც მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ ხელმოწერით დაადასტურა. „ეს არის ღირსეული გადაწყვეტილება, რაც ეხმიანება ჩვენს მოწოდებას, ჩვენ ვამბობდით, რომ ღირსების მქონე პარლამენტმა არ უნდა მისცეს სიტყვა თვითმარქვია, ვადაგასულ პრეზიდენტს, სწორედ ამიტომ ვაწყობდით ქუთაისში „ღირსების აქციას“ განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა და ერთსულოვნების წევრმა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *