TRX7-NEWS (27.02.2013)„თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა შეაფასა, როგორც არა პრეზიდენტის, არამედ ქვეყნის მტრის გამოსვლა.
“სააკაშვილის დღევანდელი გამოსვლის შემდეგ,კიდევ მეტი დარწმუნებით ვამბობ:კატასტროფული სიჩქარით მივექანებით დიდი სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ.
თუ სააკაშვილს გაცნობიერებული აქვს და სწამს, რასაც ლაპარაკობს დღეს, მაშინ თეთრი ხალათი უნდა ჩავაცვათ და სპეციალურ დაწესებულებაში გავუშვათ. ხოლო თუ მას არ სწამს თვისივე ნათქვამის და ამას თავისი თავისა და პარტიის გადარჩენისთვის აკეთებს, უნდა იცოდეს, რომ არაფერი გამოუვა – ნაცმოძრაობა გასამართლდება, როგორც დამნაშავე ორგანიზაცია.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა, საერთოდ მისი ბოლო გამოსვლები, მისი ქმედებები ეს არის არა საქართველოს მოქალაქის, არა ქართული ცნობიერების კაცის,მით უფრო არა საქართველოს პრეზიდენტის, არამედ ქვეყნის მტრის გამოსვლა და ქმედებები. რუსთაველს მოვიშველიებ:
“მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.”
გაუგებარია, როგორ შეიძლება ენდო ასეთ მატყუარა, დემაგოგ, ჭორიკანას აზროვნების ადამიანს, და კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ იღებენ პასუხისმგებლობას ასეთი არასერიოზულ, გაუწონასწორებელ და ქვეყნისთვის საშიშ პოლიტიკოსზე ის ადამიანები ხელისუფლებაში, რომლებიც თვლიან, რომ სააკაშვილი ისევ პრეზიდენტია,” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სააკაშვილს 20 იანვარს გაუვიდა პრეზიდენტობის ვადა.



