(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: “სააკაშვილი ქვეყანას დიდ უბედურებას მოუტანს!”

 


n4რატომ არის სააკაშვილის ინტერესებში ქვეყანაში დაპირისპირების გაღრმავება და რატომ უნდა გამოჩინოს მეტი ყურადღება „ქართულმა ოცნებამ“ სამართლიანობის აღდგენის პროცესში სააკაშვილის მაღალჩინოსნების კორუფციული დანაშაულების გამოკვეთით? – ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს „თეთრების“ ლიდერ თემურ შაშიაშვილთან.

– ბატონო თემურ, საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურად ქვეყანაში დაძაბული ფონი შეიქმნა. სადამდე ელით ვითარების გამწვავებას?

– დავიწყებ იმით, რომ კატასტროფული სიჩქარით მივექანებით სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ. ვინც იცის სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის ბუნება და გაანალიზებული აქვს, რა 9 წელი ადევთ მათ ბეჭებზე, ხვდებიან, რომ დღეს მათ მიმართ ყოველგვარი დათმობა კატასტროფულია ქვეყნისთვის. ამიტომ ვამბობ დიდი სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე ვდგავართ მეთქი. ამისი შედეგი იქნება ნაციონალური მოძრაობისდასასრული, მაგრამ სააკაშვილი შეიძლება დარჩეს მოგებული – ის ქვეყნიდან გაიქცევა, როგორც მოქმედი პრეზიდენტი. აი, ეს არის ერთი დიდი საშიშროება, რომელიც კონსტიტუციასთან არის დაკავშირებული. ვიდრე სააკაშვილი პრეზიდენტის რანგშია, ამ ქვეყანას მშვიდობა არ იქნება და ვიდრე სააკაშვილის მიმართ არის ლოიალური დამოკიდებულება, ის პოლიტიკური ძალა, ვინც ამას აკეთებს ქვეყანას ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს. საზოგადოებაში ძალიან დიდი ზიზღია მისდამი დამოკიდებულებაში. ნაცმოძრაობაში არიან გარკვეული პიროვნებები, რომელთა გამოჩენას საზოგადოებაში ძალიან დიდი დაპირისპირება შეიძლება მოყვეს. ეს სააკაშვილს აწყობს, რათა მთელს მსოფლიოს აჩვენოს, როგორ დასდევენ. ეს არ არის დევნა, ეს არის 9 წლის მანძილზე დაგროვილი ზიზღის მოქმედებაში მოყვანის სტიმული ნაციონალების მხრიდან. ოჯახის წევრები არ აპატიებენ ერთმანეთს ისეთ საუბარს, როგორც სააკაშვილი ზუგდიდში ლაპარაკობდა მთავრობაზე. 5 თვეა, ხელფასები არ გაცემულა და ამბობს, 2 თვეა არ გაცემულაო, იმიტომ, რომ 5 თვე რომ თქვას, მასაც ეხება. სიტყვები „პროფესიონალი მატყუარა“, რომელიც სააკაშვილთან მიმართებაში დამკვიდრდა, სრულად ვერ ასახავს ამ პიროვნებას. გებელსსაც კი შეშურდებოდა ისეთი ზეპროფესიონალი მატყუარაა სააკაშვილი, უბრალო მატყუარა კი არა, saakashდემაგოგია და თან არა უბრალო დემაგოგი, არამედ სოციალური დემაგოგი. ნახეთ,როგორ თქვა – არ აშენებენ, კარგი, მაგრამ ხელფასები მაინც დაარიგონო . ვის სჭირდება ის, რაც ააშენეს?! 80% არავის სჭირდება. ხალხს ეუბნებიან ბათუმში თქვენი ბიუჯეტი მცირდებაო. 400-500 მლნ დაიხარჯა შადრევნების, ანბანის კოშკის და წარმოუდგენელი რაღაცეების აშენებაში, რომლის მომსახურებაც ძალიან ძვირი ჯდება. ასეთი ფუფუნების უფლებას პარიზი და ბერლინი ვერ აძლევენ საკუთარ თავს. მე ვახსენე ორი ტერმინი – მატყუარა და დემაგოგი. კაცობრიობის ისტორია ებრძვის სწორედ მატყუარა და დემაგოგს. ნებისმიერი ფილოსოფოსი ამბობს, რომ კაცობრიობისათვის საშიშია და მიუღებელი მატყუარა, სააკაშვილი არის სოციალური დემაგოგი. სოციალური დემაგოგიით დააბრმავა მან საქართველო. ძალიან სერიოზული ექსპერტები ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით ამბობენ, რომ 21 საუკუნეში ტერორიზმის ახალი სახეობა ჩამოყალიბდა – დემაგოგი და დემაგოგია, უფრო დიდი საფრთხე მსოფლიოსათვის დღეს არ არსებობს. სააკაშვილი ეს არის. ჩვენ, სამწუხაროდ, მას ამ ჭრილში არ ვაფასებთ. ჩვენ ქვეყნის სათავეში გვყავს კაცი, რომელიც აღარ არის პრეიზდენტი და თვის თავს მაინც ასე უწოდებს. ბიძინა ივანიშვილმა მას „პროფესიონალი მატყუარა“ უწოდა. უცხოეთში უკვე ყველა ამას ლაპარაკობს. თუმცა, მაინც გვეუბნებიან, ვიცით, მაგრამ ნოემბრამდე ვაცალოთო.

– რატომ იჩენს ხელისუფლება ლმობიერებას ნაციონალების მიმართ და რამდენად არის ამის მიზეზი ის, რომ უცხოელები აფიქსირებენ, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი იკლო?

– საქართველოს ჰყავს ბევრი მტერი, რომელიც სააკაშვილს დემოკრატად თვლის. ვინც სააკაშვილს დემოკრატად თვლის, მიმაცნია, რომ ქართველებმა ის მეგობრად არ უნდა მივიჩნიოთ. რაც დღეს ხდება, იმ დიდი შიშის შედეგია, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო. ამ მდგომარეობიდან რომ გამოვიდა, მოუთმენლობა დაემართა ხალხს. მოუთმენლობა იქცა ავადმყოფობად. იმიტომ,რომ 9 წლის მოთმინებამ მოუთმენლობის ავადმყოფობა დაგვმართა. კიდევ ერთხელ გპასუხობთ, ვინც სააკაშვილს თვლის დემოკრატად, ის არათუ საქართველოს მეგობარია, არამედ ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტერია. რუსეთს აწყობს საქართველოში ასეთი პიროვნება, რადგან ის ხედავს, რომ ისეთი მტრობა არავის გაუკეთებია საქართველოს სახელმწიფოსათვის, როგორიც სააკაშვილმა გააკეთა. რუსეთის ტელევიზიებმა სააკაშვილი შექმნეს, როგორც რეფორმატორი, არნახული პოლიციის შემქმნელი, საქართველოში სოციალური პრობლემების მომგვარებელი. და ა.შ. რამდენიმე სააკაშვილის მომხრე რუს ექსპერტთან მქონდა ამასწინად საუბარი და მათ მითხრეს თქვენთან კარგი მდგომარეობააო. ვუთხარი, თქვენთან მეტად იაფია კვების პროდუქტები. ენერგეტიკული პროდუქტები – გაზი, დენი, კომუნალური გადასახადები, ან ყველაფერი, რაშიც ადამიანი ფულს ჯიბიდან იღებს. ამბობენ, რომ რუსეთში არსებული მდგომარეობა არ მოსწონთ, მაგრამ ჯანდაცვა არის უფასო, განათლება არის უფასო, პენსიონრებისათვის ყველა სახის საქალაქო ტრანსპორტი არის უფასო. პენსიონერების კომუნალური გადასახადები პრაქტიკულად განულებულია. გავოცდი. გამოვიდა, რომ ჩვენთან სამჯერ ძვირი ღირს ცხოვრება. ყველაფრის გათვალისწინებით, ვიდრე რუსეთში პენსია 600 დოლარია, ანუ 1000 ლარი. მეშახტის ხელფასი იქ 5 000 დოლარა. ნახეთ ტყიბულში რა ხდება, ხომ შეიძლება პუტინმა რეალობა აჩვენოს თავის მოქალაქეებს, რა ხდება საქართველოში და სააკაშვილის ტყუილი პიარი რუსეთის ტელევიზიებში ამით გააბათილოს. მაგრამ რატომ არ აკეთებს ამას იმ კაცის მიმართ, რომელიც ასეთი უშვერი სიტყვებით იხსენიებს მას? იმიტომ, რომ მისი მმართველობა აწყობს. დღეს მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ სააკაშვილი წარმოუდგენელი მატყუარა და სოციალური დემაგოგია. ამერიკას აწყობს სააკაშვილი, რადგან მისი პროექტია და არ უნდა აღიაროს, რომ ეს პროექტო ჩავარდა. რუსეთს კი აწყობს, სააკაშვილი, რადგან ის საქართველოს ანგრევს. ანუ ორივე ეს ქვეყანა საქართველოს მტერია. გამოფხიზლდით, ქართველებო! ამერიკაც და რუსეთიც სააკაშვილს იმიტომ იყენებენ,რომ საქართველომ დაიჩოქოს და წაიქცეს. დადგა დრო, როცა საქართველომ უცხოეთს აღარ უნდა მოუსმინოს, და ჩვენი ქვეყანა თავად უნდა ვმართოთ. აღარ მინდა ამერიკის ელჩების კარნახი, არც რუსეთიის ასეთი ჩასაფრება. ამას წინათ ვიღაცამ მითხრა, ამერიკამ სთხოვა ივანიშვილს ჩიორა თაქთაქიშვილისა და სხვების დაცვა. ასე იცის ამერიკამ, აირჩევს სასურველ ხუთეულს და იმას იცავს. ახლა აღარ ფიქრობენ მიშა მაჭავარიანზე, გიგი წერეთელზე და სხვებზე. ეს უკვე მათთვის განვლილი ეტაპია. ვიმეორებ, მე იმას ქვეყნის მეგობარს არ ვუწოდებ, ვინც სააკაშვილს დემოკრატად თვლის და ფიქრობს, რომ ის პრეზიდენტად კიდევ 10 თვე უნდა იყოს.

– ხელისუფლების ლმობიერება ნაციონალების მიმართ პროკურატურის ქმედებებით გამოიხატება?

– მთავარი პროკურორი არის ძალიან საინტერესო პიროვნება. მაგრამ მისი პრობლემა არის ის, რომ ის არის ადვოკატი და საქმე, რომელიც მივა სასამართლოში, ყველა იქნება ნაღდი,სწორი და ის თავიდან იქნება მართალი. საქართველოში პირველად მოხდა, რომ ადვოკატი მოვიდა პროკურორად. კბილაშვილი შინაგანი რწმენით არის ადვოკატი. ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია. ეს ართი,მეორე, რაც შეეხება პროკურატურას: სააკაშვილის ხელისუფლებას წარმოუდგენელი დანაშაულები აქვს ჩადენილი, მაგრამ ბევრი რამ აქვთ დაკანონებული.რატომი თხოვს ახლაც სააკაშვილი ეკონომიკურ ამნისტიას? იმიტომ,რომ რაც აქვს, იმის დაკანონება უნდა. სააკაშვილის დედას რამდენიმე ათეული ობიექტიაქვს 1 ლარად შესყიდული. ამისთვის პასუხს ვერ მოთხოვ, რადგან ეს შეიძლება კანონით. საქართველოში დაშვებულია კანონით ის, რაც უცხოეთში გამორიცხულია. გერმანიაში პრეზიდენტი გადააყენეს, რადგან თავის ნათესავს მიეხმარა – შეღავათიანი სესხი ააღებინა. სააკაშვილმა კი დედამისს ასი ობიექტი მისცა 1 ლარად და ეს კაცი გვეუბნება პრეზიდენტი ვარო. აი,რასთან გვაქვს საქმე, ჩვენ თავის დროზე ღირსების ულტიმატუმით მივმართეთ პრეზიდენტს. ვაპირებ, მთავარ პროკურორთან შევიდე და სარჩელით მივმართო. იცით, რომ ჩვენ პრეზიდენტს ღირსების ულტიმატუმით მივმართეთ და ვუთხარით, არის საკითხები, რომლებიც კონსტიტუციის გარეთ გაყენებთ და, პრაქტიკულად, აღარ ხართ საქართველოს პრეზიდენტიო. ჩვენ 4 წლის წინ ვწერდით, რომ ექსპერტებს შეესწავლათ ფასები, რადგანაც ზედაპირულადაც ჩანდა, რომ ფასები ქვეყანაში ხელოვნურად იყო გაზრდილი. პასუხის ღირსადაც არ გაგვხადა. კორუფციის წინააღმდეგ რომ იბრძვიან, ეს მასალები გამოადგებათ. ჩვენ ვწერდით, გახსენით ყველა ფონდი, რომლებიც 2003 წლიდან შეიქმნა. უნდა გაირკვეს რა ფულები შევიდა და სად წავიფა. ძალიან ბევრ ფონდთან დაკავშირებული იყო მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი. ვითხოვდით, საჯარო გამხდარიყო რაიონების მიხედვით იმ ობიექტების ნუსხა, რომელთა რემონტზეც 50 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. არ უნდა პროკუარტურას დიდი ლოდინი: სულ 5 ბაღი გაკეთდა თბილისში და შეისწავლოს, რა ფულები დაჯდა და რამდენი მოიხსნა. დღეს რომ გამოქვეყნდეს, რომელი ქუჩების გარემონტება, ფასადების შეღებვა, დედაენის და ალექსანდრეს ბაღის რეკონსტრუქცია რა დაჯდადა ა.შ. გეუბნებით, ხალხი თავად გაასამართლებს სააკაშვილის ხელისუფლებას. მსგავსი კორუმპირებული პიროვნება, როგორც თბილისის მერია, არ არსებობს. ამბობენ, რომ მისმა მეუღლემ უცხოეთში რაღაც მოიპარა და ეს ფაქტი იცის ბევრმა. რა დაჯდა მერის მეუღლის მშობიარობა საზღვარგარეთ? პროკურატურის გასაგონად ვლაპარაკობ, ყველა ობიექტზე, რომელიც კეთდებოდა, დახარჯული თანხების 50% პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა.

– დაბოლოს, 8 თებერვლის მოვლენებს როგორ შეაფასებდით?

– სააკაშვილის ინტერესებში არის მხოლოდ დაპირისპირება. მას არ აწყობს რაიმე პოზიტიური, რაც შეიძლება ივანიშვილის მთავრობამ გააკეთოს. ამ სამი თვის განმავლობაში მთვრობამ იმდენი რამ გააკეთა, მარტო 100 მლნ. ლარი კახეთში დახმარება გაიცა. სოფლის ბარათები რიგდება ხვნა-თესვისთვის. მოსახლეობისთვის ეს დიდი დახმარებაა. რაც უფრო მეტ პოზიტიურ ნაბიჯს გადადგამს მთავრობა ეკონომიკურად, მით უფრო უპირისპირდება სააკაშვილი პოლიტიკურად. რატომ? იმიოტმ, რომ ორი სხვადასხვა იდეოლოგიის პიროვნება დაეჯახა ერთმანეთს. ერთი არის გონებაზე ორიენტირებული, მეორე – ემოციაზე. ივანიშვილს უნდა, რომ გონება დააბრუნოს პოლიტიკასა და მართვაში. სააკაშვილისთვის ეს არის კატასტროფა. ამიტომ სააკაშვილს უნდა საქართველო ისევ ემოციით მართოს. რას იგებს სააკაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არ აპიარებს იმას, რასაც აკეთებს. ეს არ უნდა თუ ეს არ აწყობს. არ ვიცი, ეტყობა ერიდება, რომ ხალხს უთხრას, რას აკეთებს. სააკაშვილი კი იმაზე ლაპარაკობს, რაც არ გაუკეთებია და იგებს. სოფლებში 500-600 ლარიანი ბარათების დარიგება დაიწყო და ტელევიზიები დუმს. აქცენტი კი 8 თებერვალზეა. არ ვიცი, ნანა კაკაბაძე რას მიედ-მოედება. თუ კაკაბაძეს მართლა ჰქონდა მიწერილი წინა ხელისუფლებისთვის, რომ ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთს, ათამდე კაცი შეეშვათ პრეზიდენტთან შეხვედრაზე, ეს ნორმალური და სწორი პოზიციაა. ეს ათი კაცი რომ შეეშვათ, ხომ არაფერი მოხდებოდა? ნახეთ, სააკაშვილი როგორ წარმოაჩენს: თქვენ განსხვავებული აზრის მოსმენა არ გინდათო. არადა თვითონ არ უნდოდა განსხვავებული აზრი მოესმინა და იმ ადამიანების შეშვება, რომლებიც მისმა ხელისუფკებამ აწამა. განსხვავებული აზრის არმოსმენას სააკაშვილი აქეთ აბრალებს ივანიშვილს. ნახეთ, სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ იყო, რასაც 26 მაისს ლაპარაკობდა, იმავეს იმეორებს ოპოზიციაში. ტერმინოლოგია არ შეუცვლია. ისევ აგენტები, ისევ კრიმინალები, მტრები. ერთი რამ მინდა გითხრათ, კიდევ დიდი ღირსება გააჩნია ხალხს ამას რომ ითმენს. სააკაშვილის ინტერესებშია მხოლოდ დაპირისპირება.

 

ესაუბრა შორენა კოწოწაშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *