(ინტერპრესნიუსი) დასკვნის მიხედვით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია

979dd7e72571c990a0a6c3190f9d42cf

თემურ შაშიაშვილი:” ჩემი შეფასება იქნება ძალიან მოკლე და პრინციპული – ამით ყველაფერია ნათქვამი და ამ საქმეს წერტილი დაესვა. დანარჩენი უკვე ქართველი ხალხის და საქართველოს გადასაწყვეტია!”

დასკვნის მიხედვით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია. “ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეოგრამა მონტაჟის წესით არის მიღებული, აქედან გამომდინარე, ვიდეოგრამა ორიგინალ ჩანაწერს წარმოადგენს, თუ ასლს, ექსპერტების მიერ პასუხის გაცემა შეუძლებელია”, – ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.

ამასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

“გამოძიებისათვის წარდგენილ ვიდეომასალაზე, (რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და შემთხვევის ადგილის ამსახველ გარემოებებს შეეხებოდა) ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 80 გვერდიანიესპერტიზის დასკვნას თან ახლავს მოცულობითი დანართები ფოტოცხრილებისა და კვლევის ლინგვისტური ნაწილის სახით. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მთავარი პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს განასაჯაროოს მიღებული ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი. გამოძიება დამატებით განასაჯაროებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს მათი მიღებისთანავე. მითითებულ სამსახურებში ექსპერტიზები დანიშნულია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას თან ერთვის პროკურატურის დასკვნა

პროკურატურის დასკვნა

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *