(გეონიუსი) თემურ შაშიაშვილი: საქართველოს უბედურებაა, რომ ოპოზიცია ჰქვია ქვეყნის დამაქცევარ ნაცმოძრაობას, მათ ბელადს კი პრეზიდენტი – თემურ შაშიაშვილი

_MG_0665„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მაღალ შეფასებას აძლევს ბიძინა ივანიშვილის წერილს „ევროპის სახალხო პარტიისადმი“. „ბოლო წერილში, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიას“ მისწერა, ივანიშვილი დადგა როგორც ქართველი, როგორც ვაჟკაცი და როგორც კაცი. სასიხარულოა ისიც, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, ხალხს ღირსება დაუბრუნონ, რომელიც სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ წაართვა. სააკაშვილს მოსწონდა ისეთი ხალხი, რომელიც მას სიმათლეს კი არ ეტყოდა, არამედ მისი მონა იქნებოდა“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ სააკაშვილი დასავლეთსა და რუსეთში ბევრისთვის მისაღებია იმიტომ, რომ სუსტი და მართვადია. „მისთვის მთავარია სკამი შეინარჩუნოოს და ყველაფერზე წავა…. ივანიშვილი სხვანაირად უდგება საქმეს. ის ძლიერია და შესაბამისად, ნაკლებად არის შესაძლებელი მისი მართვა. ამიტომაც ის ბევრისთვის იქნება მიუღებელი ქვეყნის გარეთ.

„იმედია ივანიშვილი დარჩება იმ პოზიციაზე, რომ კიდევ ბევრი ბრძოლის გადატანა მოუწევს ევროპასთან. ევროპელ პოლიტიკოსებს გასროლილი ტყვიასავით ეშინიათ, თუ რომელიმე წარმატებული ბიზნესმენი მოვა პოლიტიკაში და პოლიტიკაშიც წარმატებული გახდება. არც ერთი ასეთი ადამიანი არ გაახარეს.იმიტომ,რომ როგორც ჩვენთან, იქაც ძალიან ბევრ ფულს პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შოულობს. ევროპა სავსეა ისეთი პოლიტიკოსებით, რომლებიც პოლიტიკაში ფულის საშოვნელად მივიდნენ. ისინი ივანიშვილის მტრები არიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ მასზე ზეწოლა მოახდინონ, აცხადებს შაშიაშვილი. თუმცა ამავე დროს მისი აზრით, რაღაცეები, სამწუხაროდ, უკვე დათმო ივანიშვილმა.

„თავიდან ბატონი ბიძინა პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ გამორიცხავდა. არჩევნების შემდეგ იმპიჩმენტის თემა უკან წაიღო, მერე თქვა, რომ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა იწურებოდა 5 იანვარს. შემდეგ ესეც უკან წაიღო. უფრო სწორად, წააღებინეს. იმედია, მომავალში უფრო შეუვალი იქნება. “დღეს საქართველოს უბედურებაა რომ ოპოზიცია ჰქვია ქვეყნის დამაქცევარ ნაცმოძრაობას, მათ ბელადს პრეზიდენტი, ხოლო მათ იდეოლოგ ბენდუქიძეს ქველმოქმედი და მეცენატი“, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *