(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: სააკაშვილი დღევანდელმა ოპოზიციონერებმა მოიყვანეს ხელისუფლებაში

 

_MG_0665– ბატონო თემურ, როგორ შეაფასებდით საპროტესტი აქციების 24-ე დღისთვის შექმნილ ვითარებას. რამდენად რთული მდგომარეობაა ქვეყანაში?

– ქვეყანაში მდგომარეობა რთულია. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ამ ხალხმა განსაკუთრებით “უცნობმა” – გია გაჩეჩილაძემ თავისი თავისი საკნით და იმ ინფორმაციით, რაც იმ საკანში ითქმევა, შეუძლებელი შეძლო. ამის დაუნახაობა არ შეიძლება. არა მგონია, რომ ვინმემ ქვეყანაში ოდესმე შEძლოს ამ ხანგრძლივოთ ამ ფორმით წარემართა აქციები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მე, პირადად და ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა არ გამოდის ამ აქციებზე სიტყვით, იმას რაც ხალხის აზროვნებაში მოჰყვა ამ დღეებს, მე ამას ძალიან პოზიტიურად ვაფასებ.

– პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესი ჩიხში შევიდა. თქვენც ასე ფიქრობთ?

– ჩემის აზრით, ხელისუფლება დასრულებულია. ამ ფორმით, წარმოუდგენელია სააკაშვილმა ქვეყანა მართოს. უფრო მეტიც, მე გარკვეულ მეცნიერთა ჯგუფთან სხვა მიმართულებით ვმუშაობ. ჩვენ ვაანალიზებთ ცალკეულ დარგებში არსებულ მდგომარეობას. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ მდგომარეობა კატასტროფულია. რაც აკლია ამ მიტინგებს; რაც აკლია დღეს საქართველოს მოსახლეობას ინფორმაციის სახით, ეს არის რეალური მდგომარეობა როგორია. წინ რა გველოდება. ფაქტია, რომ რეალური მდგომარეობა კატასტრიფულია. წინ უფრო მძიმე ვითარება გველის. მარტო ერთ მაგალითს გეტყვით. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი 1 მლრდ დოლარით გაეზარდა ერთი წლის განმავლობაში. ეს თავისთავად არის კატასტროფული. ხელისუფლება ამას არ აღიარებს. მაგრამ სინამდვილეში 5,5 მლრდ დოლარით არის გაზრდილი საგარეო ვალი უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში. იყო 1,8 მლრდ დოლარი და გახდა 7,3 მლრდ დოლარი. ე.ი. ჩვენ ჩვენს შემდგომ თაობებს, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს უტოვებთ იმას, რისი უფლებაც ქვეყანას არ აქვს. ამიტომ, რაც დღეა ამ პროცესებს აკლია, არის პროცესების პოლიტიკური რადიკალიზაცია და მას აკლია ის, რასაც ჰქვია ინტელექტუალური დარიკალიზაცია. ჩვენ მეცნიერთა გუნდთან ძალია სერიოზულად ვმუშაობთ სწორედ იმაზე, თუ ამათუ იმ მიმართულებით რა მდგომარეობაა. დემოგრაფიული მდგომარეობა რომ შევისწავლეთ, ჩვენ თვითონ შეგვეშინდა. რომ ვნახეთ ეკონომიკაში რა მდგომარეობაა, უშიშარ ადამიანებსაც კი მძიმე განწყობა დაემართათ. რომ ვნახეთ სოციალურ სფეროში, რომ საქართველო ყველაზე დაბალი პენსიებით, დაბალი ხელფასების, დაბალი შემოსავლების და ამავე დროს, ყველაზე ძვირი ცხოვრების ქვეყანაა ამან ძალიან დაგვაფიქრა. ამერიკაშიც კი, სადაც ბენზინი საქართველოს გავლით მიდის, იქ ბენზინის ფასი საქართველოზე იაფია და 30 თეთრი ღირს. რომ ვნახეთ რისგან შედგება საქართველოს ბიუჯეტი, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან ამიღებული ფული; რომ ვნახეთ ის, რომ რაც ქვეყანაში კეთდება, ეს ყველაფერი ვალებით კეთდება ცხადი გახდა, რაოდენ მძიმე მდგომარეოაბშია ქვეყანა. ვნახეთ, რომ მსოფლიო ბანკის სესხები მიდის იმ სექტორში, სადაც სააკაშვილის კლანი მეფობს. იცით, რომ ბოლო პერიოდში ცემენტის ქარხნებში დადის სააკაშვილი. ცემენტის ქარხნები მუსაოვს საქართველოში იმის გამო, რომ უცხოეთიდან შემოსული ფულით რარაც რაღაცეები შენდება. რაც მთავარია ავტობანი შენდება მსოფლიო ბანკიდან აღებული ვალით. სადაც ბოლო პერიოდში სააკაშვილი იყო, ყველა არის ბეჟუაშვილის საწარმო. ყველა მის ახლობელს ვეუბნები: ჯერ ერთიმ დეპუტატს აკრძალული აქვს სამეწარმეო საქმიანობა ქვეყანაში, მეორეც, ბეჟუაშვილის გარდა სხვა მეწარმე აღარ იძებნება. ეროვნულ მეწარმე გოგი თოფაძეს ესბრძვიან, მაგრამ ყვავის პრეზიდენტის მეგობრის დავით ბეჟუაშვილის ბიზნესი. ბენზინის ბიზნესის ყველა ქართველი წარმომადგენელი, განადგურებულია, მხოლოდ ყვავის ვისოლი, რომელსაც პრეზიდენტის ძმა პატრონობს. აფთიაქები და წამლის ბიზნესი ყვევის, სადაც პრეზიდენტის ახლობლები არიან დაკავებული. შევისწავლეთ და ვნახეთ, რომ ქვეყნის მიერ აღებული სესხები სწორედ პრეზიდენტის საახლობლოს ბიზნეს-ინტერესებში იდება. მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს პარლამეტის წინ ტრიბუნაზე დგანან, ისინი აკეთებენ პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციას. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის ეს არის შეცდომა. დღეს საქართველოში საჭიროა არა პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია, არამედ ინტელექტუალური. ადამიანებს უნდა გავაგებინოთ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტად ყოფნის ყოველი დღე არის კატასტროფა ამ ქვეყნისთვის.

– ბატონო თემურ, დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ დიალოგის აუცილებლობაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. რაზე უნდა ისაუბროს დღეს ამ ორმა მხარემ?

– საერთოდ, ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს ერთ რამეზე. სამწუხაროა, რომ ოპოზოციაშიც გარკვეულმა ძალებმა მოახდინეს მონოპოლიზება. მე თუნდაც იმიტომ არ მივდივარ იმ ტრიბუნასთან, რომ დღეს ვინც იმ ტრიბუნასთანაა, სწორედ იმათ მოიყვანეს სააკაშვილი. ამათ შექმნეს სააკასვილი, მოიყვანეს და გაუძლეირეს პრეზიდენტის ტახტი. ეს გააკეთეს მაშინ, როდესაც მე და ბევრი ჩემსავით ამბობდა, რომ ეს არის შეცდომა; რომ სააკაშვილის გაპრეზიდენტება არის კატასტროფა. ვინც მაშინ ჩვენ გვეწინააღმდეგებოდა, ისინი მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს. ისინი დღეს იბრძვიან იმისათვის, რომ გათავისუფლდნენ თავისი შეცდომისაგანც და სააკაშვილისაგანაც. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. არ მინდა ხელი შევუშალო იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილი მოიყვანა, იმათ სააკაშვილის წასვლა გადაწყვიტონ. სააკაშვილი ჩემთვის არასდროს ყოფილა პრეზიდენტი. მე ვამბობდი, რომ ის არის არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნება. ამას ვამბობ 1997 წლიდან. ამას არ იზიარებდა ის ოპოზიცია, რომელიც დღეს ტრიბუნასთან დგას. რაც შეხეება დიალოგს ოპიზიცია უნდა დაფიქრსდეს ერთ რამეზე: რაც ოპოზიციამ დაიწყო, იმის საწინააღმდეგო შედეგი მივიღეთ. სააკაშვილი არის საუბრის მომხრე, მაგრამ ამას არავითარი პატივისცემა არა აქვს შეთანხმებისადმი. მე მივმართავ ყველა ადამიანს, ვინც საუბრობს დიალოგზე, ვის უნახავს დიალოგი, რომელიც თავდება შეთანხმებითY და იმ შეთანხმებას რომ არღვევს ადამიანის, მერე კიდევ უნდა მიხვიდე ჩოქვით და უნდა უთხრა, რომ იცი რა, კიდევ დამელაპარაკე, რომ კიდევ მომატყუილო. შეგახსენებთ, რომ პირველი აქციების დროს გადაწყდა პირველი არხი ყოფილიყო დამოუკიდებელი, დღეს რუსთავი 2 უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე საზოგადოებრივი არხი. მოყვა რაიმე შედეგი იმ შეთანხემაბს, რომელიც სააკაშვილთან დაიდო დიდის ამბით? სააკაშვილმა იცრუა, როცა თქვა წლიური ანგარიშით გამოსვლისას, მეორე არხს ვაძლევ ოპოზიციასO. სად არის ოპოზიციური მეორე არხი, ანუ მითხარით ერთი რამ, რაზეც დიალოგის დროს შეთანხმდნენ და სააკაშვილმა პატივი სცა. მითხარით ერთი რამ, რომელიც პოლიტიკური გაჭირვების დროს თქვა სააკაშვილმა და მერე შეასრულა. გახსოვთ, როცა თქვა დემოკრატიულ რევოლუციას ვაკეთებთ ქვეყანაშიო. მითხარით გაეროს ტრიბუნიდან ნათქვამი ამ სიტყვების შემდეგ სააკაშვილმა რა ნაბიჯები გადადგა დემოკრატიისკენ. პოლიციური სახელმწიფო იყო და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა პოლიციური რეჟიმი. ამიტომ ყველას მინდა ვუთხრა, დიალოგი არის საუბარი შეთანხმების პატივისცემა. სააკაშვილი არის საუბრის მომხრე, რომ ხალხიც მოატყუოს და ოპოზიციაც და ამით გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. ეს დიალოგი კი არ არის, ეს არის შეხვედრები სააკაშვილის გადარჩენისათვის. ოპოზიცია არ უნდა წავიდეს შეხვედრებზე სააკაშვილის გადარჩენისათვის.

– საპროტესტო ტალღის და პოლიტიკური კრზისის მიუხედავად ისე იკვეთება, თითქოს სააკაშვილი ჯერ კიდევ მყარად ზის პრეზიდენტის პოსტზე.

– თქვენ გგონიათ, რომ მაყარად ზის? სააკაშვილის სამზარეულოდან გამოსული ხმების მიხედვით, ის გაჟღენთილია წამალში, ნახევარ საათზე სიწყნარის მეტს ვერ იმსახურებს. ისეთ მდგომარეობაშია, რომ მაკიაჟის გარეშე გარეთ ვერ გამოდის. ქალები გამოდიან მაკიაჟის გარეშე, მაგრამ სააკაშვლი უკვე მაკიაჟის გარეშე ვერ გამოდის, ერთ დღეს თეთრი თმები აქვს და მეორე დღეს შავი. თუ თქვენ ამას თვლით ნორმალურა მდგომარეობად და მყარად ჯდომას, გადაბრუნებულა ეს ქვეყანა. ამ ცოტა ხნის წინ ერთ ერთ კონფეენციაზე ერთმა ინგლისელმა სააკაშვილზე ძალიან საინტერესო რამ მითხრა. საერთოდ როცა საზღვარგარეთ მივდივარ, სააკაშვილზე კი არა, ეროვნულ სიმდიდრეზე და ისტორიაზე ვსაუბრობ. ასეთ საკითხებზე ვსაუბრობდი და ვამბობდი, რომ ყველაზე დემოკრატიული ნაწარმოები ,,აბესალომ და ეთერი” სადაც დაიწერა, იმ ქვეყნიდან ვარ. სადაც წერია, რომ მეფეს თავის ქვეშევრდომმა ცოლი წაართვა და ეხვეწება მაჩვენეო. ერთერთმა დამახსოვრა და ამას წინათ ერთერთ შეხვედრაზე ტრიბუნასთან საუბრისას თქვა: მე მოვისმინე ჩვენს კოლეგა საშიაშვილს და ეჭვი მეპარება მის მიერ გამოთქმულ შეფასებაზე ქართველ ხალხთან დაკავშირებით. ის, რომ აჭარბებს ქართველი ხალხის შეფასებაში – ეს ერთია, მაგრამ ეჭვი მეპარება იმაში, რომ საქართველო ცივილიზაციის სათავეებთან იდგაო. აიღო სურათი და კონფერენციაზე მყოფთ აჩვენა გორში წაქცეული სააკაშვილი და ამბობს: ამას რომ ცერჩილი არ გააკეთებდა, ეს დღეს ინგლისში ყველამ იცის. ქალია, მაგრამ ამას მარგარეტ ტეთჩერიც რომ არ გააკეთებდა, ესაც ყველამ ძალიან კარგად ვიცითო. შაშიაშვილს უნდა ვუთხრათ, რომ არც ერთი ტომიც კი არ არსებობს, რომლის ბელადი დაწვა ან დაიჩოქა ომში და იმას საკადრისი არ მიუზღესო. ახლა ასეთ რამეს აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაშიც რომ არ აპატიებდნენ, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცითო. დღეს რომ თქვენ საუკეთესოდ რომ ცხოვრობდეთ, შვეიცარიაზე და შვეციაზე უკეთესი პირობები რომ გჰქონდეთ ცხოვრების, ეს რომ გაგიბედათ თქვენმა ბელადმა – სააკაშვილმა თქვენ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ქვეყანა არ ხართო. იქვე დაამატა: ჩერჩილმა ომი მოიგო და მერე არ ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად იმიტომ, რომ მას რუსეთის დახმარება დასჭირდა გერმანიის დამარცხებაში და ეს ჩვენ მას პირდაპირ ვუთხარითო, თუმცა ჩერჩილი მიხვდა და თქვა: მადლობა ინგლისელებს, რომ გადამაყენეს. მე უფრო მეტად დავფიქრდი იმაზე, რა შეცდომებიც მქონდაო. და ის რომ პრემიერად დაბრუნდა, ათჯერ უკეთესი პრემიე-მინისტრი იყოო. ამ კონფერენციიდან შეურაცხყოფილი და გალახული გამოვედი. კიდევ ერთი რამ მითხრა იმ ინგლისელმა: სააკაშბვილი გორში ჩავიდა, რათა მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა რა მაგარი ვარო. კაცი, რომელსაც ამის ჩვენება უნდოდა, ერთ პატარა გახმაურებაზე დაწვა მიწაზე და თქვენთან არ აჩვენებენ იმ სურათებს, როგორ კლდესავით დგას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშფოთებული უყურებს როგორ იქცევა საქართველოს პრეზიდენტიო. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა სააკაშვილის მომხრეებს: ჩვენ უკვე შეურაცხყოფილი ვართ სააკაშვილისაგან იმ ყველაფერით რაც მან გააკეთა. ამ დროს კიდევ სააკაშვილის კარგად ყოფნაზე ლაპარაკი, დაუშვებელია. პოლონეთში ჩავიდა სააკაშვილი და იქაც კი საკანი დაახვედრეს. მას მსოფლიოს არც ერთი ხელმძღვანელი არ ელაპარაკება. სააკაშვილს რომ ღირსების გრძნობა ჰქონდეს, ის თანამდებობიდან წავიდოდა.

– როგორ ფიქრობთ, რატომ არ მიდის?

– რომ არ მიდის, მე ესაც მესმის. Aრ მიდის კი არა, ვერ მიდის. რომ წავიდეს სააკაშვილი, მაშინვე გახდება ცნობილი, რა მოხდა ჟვანიასთან დაკავშირებით, რა მოხდა გირგვლიანთან, გამცემლიძესთან, რობაქიძესთან ვაზაგაშვილთან და სხვებთან დაკავშირებით. სააკაშვილი რომ წავიდეს, მთელი ქვეყანა გაიგებს რამდენი ფული შემოვიდა მსოფლიო ბანკიდან და სად წავიდა ეს ფულები. მთელი საქართველო და მსოფლიო დაინახავს რა კორუფციაა სააკაშვილის ბანაკში. მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ ე ს არის მკვლელი პრეზიდენტი. მსოფლიო გაიგებს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შს მინისტრ მერაბიშვილის მონაა. მერაბიშვილს მარტო ოპოზიციის მოსმენები კი არ აქვს ჩაწერილი. სურათები სააკაშვილისთვისაც აქვს გადაღებული და ეს სურათები დაწყობილი აქვს გარეთ. თუ რარაც მოხდება, გამოიყენებს. სააკაშვილი წასვლით უფრო მეტად კოტრდება იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო გაიგებს ვინ იყო რეალურად ის, ვისაც ბუში დემოკრატიის შუქურას უწოდებდა, ეს არ აწყობს ძალიან ბევრს დასავლეთში და არ აწყობს ბუშის გარემოცვის წარმომადგენლებს, რომლებიც დარჩნენ ხელისუფლებაში.

– ვის აწყობს დღეს სააკაშვილის ყოფნა ხელისუფლებაში?

– დაჩოქილი და დაქცეული საქართველოს პრეზიდენტი აწყობს დღეს რუსეთის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს.

– პრეზიდენტმა კი ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპოზიცია დღეს მას რუსი ოლოგარქების ფულებით ებრძვის.

– ყველაზე დიდი ფული რუსეთიდან არის სააკაშვილის. სააკაშვლი არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, დადასტურებულად ერთი მილიონი დოლარი რომ მისცა რუსეთის ვიცე პრემიერმა 1999 წელს. ივანოვის მხარდაჭერით გაპრეზიდენტებული კაცია სააკაშვილი. დღესაც საქართველოს ბიუჯეტს ავსებს რუსული კომპანიები, რუსულ ფულზე დგას მიხეილ სააკაშვილი. გულდაწყვეტით მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში მყოფი ქართველებილ რომელთაც ოჯახები საქართველოში ყავთ, მუქარის ფონზე ისევ სააკაშვილის ყულაბაში რიცხავენ ფულს და რეალურ დემოკრატიას არ ეხმარებიან. არაერთ ქართველს უთქვამს ეს ჩემთვის ევროპაში, რა ვქნათ ოჯახები გვყავს და მათ უმძიმეს მდგომარეობაში აყენებენო. ძუსტად ვერ გეტყუვით ოპოზიციაში ვინ რითი იკვებება, მაგრამ სოროსის ფული იყო დემოკრატიული ფული? სოროსისგან ხელფასს იღებდა სააკაშვილი. ეს ისეთი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერეს საქართველოს სიტორიაში, რომ ამის წაშლა წარმოუდგენელია. უზნეობის ასეთი მაგალითები ჩაწერა საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ

– უნდა გასამართლდეს თუ არა სააკაშვილის ხელისუფლება? პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შეიძლება სააკაშვილთან პოლიტიკურ გარანტიებზე საუბარი.

– კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, არათუ სააკაშვლის ხელისუფლება, მოქკავშირი უნდა გასამართლდეს, რომლის გაგრძელებაა ნაცმოძრაობა. თუ ეს არ გაკეთდება, ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლება არ იქნება. საქართველო ცხოვრობს მოღალატე პოლიტიკოსთა იდეოლოგიით. სააკაშვილთან ერთად ხელისუფლებაში მოსულებმა და დამკვიდრებულებმა, მისივე ღალატით მოიპოვეს სამი რამ: პოლიტიკური დივიდენდები, გავლენა და ფული. სწორედ მათზე დაყრდნობით დღეს აპირებენ დარჩენას პოლიტიკაში და ხელისუფლებაში. დააკვირდით ეს მოაღლატეები ხალხის ხარჯზე დღესაც კარგად ცხოვრობენ და მათ ეფარისევლებიან. ხალხის გაღარიბებით კი სულ უფრო მდიდრდებიან. ამას ჰქვია პოლიტიკური პროსტიტუცია. ამ უმსგავსობას წერტილი უნდა დაესვას.
– ლიდერის პრობლემა ხო მარ არის ამ აქციებზე? ამაზე უცხოური პრესაც კი წერს.
– საქართველოს დღემდე ღუპავდნენ ლიდერები იმიტომ, რომ ზღვარგადასული ხდებოდა მათი ქმედებები 96% და მეტი პროცენტით რომ ირჩევდნენ. არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ ეძებს ლიდრეს. დემოკრატიული ქვეყნები ძლიერები არიან არა პრეზიდენტებით და ლიდერებით, არამედ კონსტიტუციებით. ამიტომ გვაკრიტიკებენ ჩვენ უცხოეთში. ლიდერებით სავსეა ეს ქვეყანა, მაგრამ მათ ტელევიზიები არ აჩვენებენ. სააკაშვილმა რასაც მიაღწია, სახელმწიფო და ოპოზიციურ ტელევიზიებში მიაღწია, რომ ის ხალხი გამოდის ტელეეთერში, ვისიც სააკაშვილს არ ეშინია. სააკაშვილმა შეძლო, რომ მისი ოპოზიცაა ის ხალხი, რომელსაც პრაქტიკულად არავითარი გამოცდილება არა აქვს. მან იცის, რომ ეს ხალხი ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, მეორე დღესვე დამარცხდება.

– რამდენად სერიოზული რღვევის პროცესია დაწყებული ხელისუფლებაში და მართლა აქტიურად გააქვთ ქვეყნიდან სააკაშვილის ჩინოვნიკებს დაგროვილი ქონება?

– ასეთი რამ რომ ხდება დღეს, ამაში ორი აზრი არ არის. ამ გუნდში რომ ერთიანობა არ არის, ესაც ფაქტია. სააკაშვილის გუნდში დღეს არის სისოცხლის წართმევის შიში. დღეს ძალიან ბევრი პიროვნება და ამიტომ არის საქართველო საშიში ქვეყანა უცხოელთა შეფასებით, რომ ძალიან ბევრი დატოვებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, რომ მათ არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ მათ სიცოცხლეს წაართმევენ. აი ეს არის დღეს მთავარი პრობლემა. დღეს ის ხალხი უფრო მძიმედ აფასებს სააკაშვილს, რომლებიც თითქოსდა სააკაშვილის გუნდში უნდა მოიაზრებოდეს, ვიდრე მე, მაგრამ ამას ხმამაღლა ვერავინ იტყვის, მათ სიცოცხლეს წაართმევენ. პარლამენტის წევრთა 80%-ს არ ვაკადრებდი იმას, რომ მეთქვა ისინი იზიარებენ სააკაშვილის იდეოლოგიას. იმდენად კარგად ვუყურებ მათ, რომ არამგონია ვერ ხედავდნენ რა ლაჩარი და ქვეყნის დამანგრეველია საქართველოს სათავეში. მინისტრებშიც კი ვხედავ ამას. იცით, რომ ჩემი და ნოღაიდელის ურთიერთობა მძიმე იყო, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ის ძალიან სერიოზულად აანალიზებს მდგომარეობას. პირისპირ საუბრისას მე ვუყურებდი ადამიანს თვალებში, რომლის ყოველი დღე სააკაშვილთან მუშაობისა მისთვის უბედურება იყო. დღეს ოპოზიციონერები, რომლების ტრიბუნასტამ არიან, სკამებისთვის რომ არ იბრძოდნენ და ტრიბუნაზე მხოლოდ სიტყვის თქმის დროს ადიოდნენ და დანარჩენ დროს ხალხთან იდგნენ, გაცილებით უფრო ადრე დამთავრდებოდა ეს საქმე და გაცილებით მეტი განწყობა იქნებოდა. გეუბნებით, დღეს ვისაც პოლიტიკოსი ჰქვია ქვეყანაში, ყველამ ერთ დღეს რომ თქვას, ჩვენ მოვიყვანეთ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე, დავღალეთ ხალხი ჩვენი რიტორიკით. ერთხელ მაინც შევთანხმდეთ, რომ ჩვენ აღარ მოვალთ ხელისუფლებაში გარკვეული პერიოდი და შევთანხმდეთ იმაზე, რომ მოვიყვანოთ პროფესიონალები. დამიჯერეთ ამ შემთხვევაში 100-ჯერ მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში და სააკაშვილიც დამთავრდება. ტრაგედია ის არის, რომ ქუჩაში გამოდიან იმიტომ, რომ პრეზიდენტობა უნდათ. არა ყველას, მაგრამ ძირითად ნაწილს. ვინ გამოდის ქუჩაში პრეზიდენტობისათვის, მე მათთან საქმე არა მაქვს იმიტომ, რომ ისინი სააკაშვილზე უარესი იქნებიან. ქუჩის პრეზიდენტის დრო უნდა დამთავრდეს საქართველოში.

– აქციების ორგანიზატორ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან გამიჯვნა უნდა მოხდეს?

– რა თქმა უნდა. ძალიან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს ახლა ეროვნულ ძალთა ალიანსის შექმნისთვის. და მათ სერიოზული განცხადებები ექნებათ. სამწუხაროდ მათ დღეს ფული არ აქვთ. როგორც გავიგე, ხელისუფლებიდან წამოსულ და დღეს ოპოზიციაში მყოფ ზოგიერთ ლიდერს 3-4 ათასი დოლარი აქვს ხელფასი. ეს ოპოზიციონერები ხომ იმ კაცისგან იღებენ ამ ფულს, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას წაგლიჯა ეს ფული. ეშმაკს შევეკვრები სააკაშვილის წინააღმდეგ – ვინც ამ ლოზუნგით გამოდის, ის თვითონ ეშმაკია. ეშმაკთან შეკვრა ნიშნავს, რომ თვითონ ეშმაკია. 9 აპრილს მიტინგები არ უნდა დაწყებულიყო, ეს სხვა დღეა. და ვინც წამოიწყო ეს მიტინგები, მას არავითარი მორალური უფლება არ ჰქონდა. საქართველოს მოსახლეობამ ეს ძალიან კარგად იცის. ხალხმა კარგად იცის, ვინ ხარჯავს ამ ფულს და საიდან აქვს მას ეს ფული. ეს ადამიანები რომ ამბიბდნენ, მე ამ ფულს ვხარჯავ იმიტომ, რომ მე ვინანიებ სააკაშვილი რომ მოვიყვანე პრეზიდენტად. მაგრამ მე აღარ მოვალ ხელისუფლებაში და აღარ ვიყრი კენჭსო, ხალხი ამ ადამიანებს დაუჯერებს. ეს ხალხი ებრძვის სააკაშვილს, იმიტომ რომ თვითონ გახდნენ სააკაშვილები.

– როგორც ითქვა, ამ აქციებზე დაფინანსება ნინო ბურჯანაძის მხრიდან ხდება.

– მე ამ ოჯახზე აღარ ვსაუბრობ. მოკლედ ვიტყვი ვინც ბურჯანაძის პარტიაშია და ვინც მას მხარს უჭერს, ის საქართველოზე არ ფიქრობს, ის ფიქრობს თავისი ფულის გადარჩენაზე, ხელფასზე, მანქანაზე და პირად კეთილდღეობაზე. ის საქართველოზე არ ფიქრობს. ღმერთმა ქნას ვცდებოდე. ამ ოჯახს დღემდე სხვანაირად არ უცხოვრია. დადგება დრო და მოვა ხელისუფლება ქვეყანაში, რომელიც ყველა პოლიტიკური გუნდის დანაშაულზე ისაუბრებს. იმ ადამიანის დანდობა, რომელმაც სამიტინგო ადგილად აქცია ეკლესია, ნიშნავს, რომ შენ ებრძვი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას.

– დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რატომ მაინცდამაინც ნინო ბურჯანაძის მიმართ აგორდა შავი პიარი?

– სააკაშვილს აწყობს მის მთავარ კონკურენტად გამოიკვეთოს ბურჯანაძე, იმიტომ რომ მან იცის, რომ როგორც შევარდნაძეს აწყობდა მთავარ კონკურენტად ასლან აბაშიძის გამოკვეთა, რადგან იცოდა, რომ მას ყოველთვის მოუგებდა. დღეს სააკაშვილს აწყობს კონკურენტად ბურჯანაძის გამოკვეთა.

– მაინც რითი მოუგებს ბურჯანაძეს სააკაშვილი?

– ორივე რომ კენჭს იყრიდნენ და იარაღით დამადგნენ თავზე: ან სააკაშვილს უნდა მისცე ხმა, ან ბურჯანაძესო, მე სააკაშვილს ავირჩევდი. სააკაშვილი არის ყალბი გმირი, ისევე როგორც ბურჯანაძე. მე ბურჯანაძეზე საუბარი არ მჭირდება, ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე და ბურჯანაძე ვინ არის, კარგად ვიცი. აშკარაა, რომ ძალიან სერიოზული შიდა ბრძოლა მიდის ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ. გაჩეჩილაძეები ბევრ რამეში გულწრფელები არიან. ლევანი მართლაც შინაგანად ეროვნული კაცია. ასეთი კაცი უცხოეთში არ აწყობთ. ესაც მნიშვნელოვანია. მაგრამ ქართველებს უნდა გვეყოს ძალა და გონიერება, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს კაცი, რომელიც გარედან არ იმართება. ისე რომ არ იფიქროთ, რომ მე ყველას წინააღმდეგი ვარ, გეტყვით, რომ ძალიან ბევრი მომწონს, პატივს ვცემ, მაგრამ გული მწყდება იმაზე, რომ ეროვნულ ძალებს იგნორირება გაუკეთეს. ვის მოსწონს და ვის არა თამრიკო ჩხეიძე და მამუკა გიორგაძე და სხვები, ამ ხალხმა ძალიან ბევრი გააკეთეს 90-იანი წლების ბოლოს და უნიკალური რამ მოხდა, მთელი საქართველო შეირკა ერთ ეროვნულ გუნდად. ამ ხალხს დღეს იგნორირება გაუკეთეს იმათ, ვინც დღეს ტრიბუნასთან არიან და ფული აქვთ. ვიმეორებ, გაცილებით ზნეობრივია ეროვნულ ძალთა ალიანსის ჩამოყალიბება იმ ადამიანებისა რომლებსაც საქართველო არასდროს გაუყიდიათ და რომლებიც არასდროს გარედან არ იმართებოდნენ.

შორენა კოწოწაშვილი
მაისი 4, 2009

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *