(ქართული სიტყვა) თემურ შაშიაშვილი:”ნაცმოძრაობა პარტია კი არა „სექტაა!”

DSC05319პოლიტიკური გაერთიანება „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, „ქართულ სიტყვასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ პარტია კი არა პოლიტიკური სექტა და ბანდაა. ამასთან, შაშიაშვილი დარწმუნებულია, რომ თუკი ახალი პარლამენტი, მიხეილ სააკაშვილს როგორც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს არ დააყენებს, ქვეყანაში შესაძლოა მოვლენები დრამატულად განვითარდეს.

– ბატონო თემურ, ქვეყნის მომავალს მუქ ფერებში ხატავთ და ირწმუნებით, რომ სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს. ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

– საერთოდ არჩევნების შემდეგ ასეა, გამარჯვებული ანაგარიშწორებაზე, დამარცხებული კი რევანშზე ფიქრობს. დღეს საქართველო ეიფორიაშია, რევანშის ჩანასახიც სახეზეა. მართალია გადატრიალებაზე განვაცხადე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება. მიხედავად ამისა სიფრთხილე გვმართებს, რადგან სააკაშვილი ოპოზიციაში კი არა ჩასაფრებაშია. ჩასაფრებული პოლიტიკური ძალა კი ნებისმიერ შემთხვევაში დამანგრეველია. ვისაც ივანიშვილის პროგრამა კარგად აქვს გააზრებული, დამეთანხმება, რომ ეს დიდი ქართული პროგრამაა და არ მინახავს, რომ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ასეთი პროგრამით რომელიმე ხელისუფლება მოსულიყო, თუმცა ჩასაფრებული „ოპოზიციის“ პირობებში, რომელიც ჯერჯერობით მთელ რიგ სტრუქტურებს აკონტროლებს, შესრულება არ უწერია.

– ამას რატომ ამბობთ?

– იმიტომ, რომ სააკაშვილი, რომელმაც „ფულისუფლების“ ქვეყანა შექმნა და კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო, ადამიანების მოსყიდვას აპირებს და სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს! მართალია, მას ეს არ გამოუვა, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დარჩენილი ერთი წელი დემოკრატიული ქვეყნების ინვესტიციების მოზიდვისათვის დაკარგულია… სხვათა შორის, სააკაშვილი მხოლოდ ყოფილი მინისტრებისათვის, მათი მოადგილეებისათვის, პარალმენტარებისათვის, მოქმედი გუბერნატორების, მერების და გამგებლებისათვის დიპლომატიური პასპორტების ვადების გაგრძელებას არ დასჯერდა და უსაქმურ ადამიანებს ხელფასები გაუზარდა. ეს ადამიანი ადვილად არ აპირებს წასვლას, რადგან უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და იცის, რომ პასუხი მოეთხოვება. ბოლო წლებია, საქართველო სახელმწიფო კი არა , ჰოლდინგია, რომლის პოლიტიკასაც ამერიკა , ეკონომიკას კი რუსეთი განაგებს.

– ბატონო თემურ, მართალია გადატრიალებას არ გამორიცხავთ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მთელს ძალოვან უწყებებს „ოცნება“ აკონტროლებს.

– – გადატრიალებისათვის სულ არ არის საჭირო ჯარი და პოლიცია. სააკაშვილი თავის ყოველ გამოსვლაში ლაპარაკობს, რომ მასა და ივანიშვილს ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, თუმცა „ნაცმოძრაობამ“ თავისი პროგრამა არც მეტი, არც ნაკლები კოალიციის პროგრამაზე ააგო და უბრალოდ ციფრები შეცვალა. მოკლედ, სააკაშვილი თავის სექტასთან ერთად, ივანიშვილის მთავრობას დანაპირების შესრულებაში ყველანაირი ბერკეტით ხელს შეუშლის, ექვსი თვის მერე იტყვის, აი, ხომ გავდექი გვერდზე, მაგრამ დანაპირები ვერ შეასრულაო, სააკაშვილის იდეოლოგები უკვე ცდილობენ, ახალი მთავრობის მიმართ ხალხი ნეგატიურად განაწყონ…

1997 წლიდან მოყოლებული, ხომ არ იცით, რამდენჯერ მითხრა სააკაშვილმა ერთად ჩამოვაყალიბოთ პარტიაო, მაგრამ მაგას როგორ გავეკარებოდი? – ვიცოდი, ვინ იყო, ბოლოს და ბოლოს ჩემს ცოლთან სწავლობდა, „შატალოზე“ რომ არ წავა და მერე ბავშვების ადგილსამყოფელს დირქტორს ეტყვის, ასეთი ადამიანისაგან რას უნდა ელოდე? ცნობისათვის: ყველა ბიჭი, ვინც მასთან სწავლობდა და ბავშვობაში მისთვის შეურაცხყოფა მიუყენებია, , დღეს ციხეში ჰყავს გამომწყვდეული. სააკაშვილის პრეზიდენტობა კატასტროფაა და ახლა უყურადღებოდ რომ დავტოვოთ, უფრო საშიში გახდება!

სააკაშვილს „ოცნებისთვის“ რომ ეთქვა, ვაღიარებ, ხალხმა ხმა თქვენ დაგიჭირათ, კარგი პროგრამა გაქვთ და თქვენს გვერდით მიგულეთო, მის გულწრფელობას დავიჯერებდი, , მაგრამ „იმედისადა „რუსთავი -2“ ის კიდევ უფრო დასაკუთრება დაიწყო,, ამას დაემატა ტელეკომპანია „საქართველო“ , რომელიც ბოკერიას ცოლის განკარგულებაში იქნება. ბოკერიას ცოლს გვერდით ბენდუქოძე იდგას. ეს საშიში ხალხია… სააკაშვილმა ასევე უარი თქვა თავისი ფულისხარჯვის კონტროლზე, ანუ გამოდის, რომ ფულის ხარჯვის მაკონტროლებელი ისევ სააკაშვილი უნდა იყოს.

-რა უნდა მოიმოქმედოს ახალარჩეულმა პარალმენტმა და მთავრობამ, რომ არასასიამოვნო შედეგები თავიდან ავიცილოთ?

– აუცილებელია პროცესებში საერთაშირისო ექსპერტების ჩართვა. სააკაშვილი მთელს მსოფლიოს გასაგონად გაიძახის, ქვეყანა ავაყვავეო, მაგრამჩვენი ექსპერტები და სპეციალისტები საპირისპიროს აცხადებენ. ამიტომ, საერთაშორისო ექსპერტებმა უნდა გაანალიზონ, თუ ვინაა მართალი… ამასთან ყველა დამნაშავე უნდა გასამართლდეს. არ გასამართლდნენ კომუნისტური პარტია, „მოქალაქეთა კავშირი, აღორძინება დახედავთმ სადამდე მივედით. უდიდესი შეცდომა იქნება, რომ ის, რაც ამათ ჩაიდინეს, შევარჩინოთ. ეს ანგარიშსწორება არაა. სააკაშვილის იმპიჩმენტისათვის გაფლანგული და შეჭმული მილიარდებიც საკმარისია. „თეთრების“ ანალიტიკურმა ჯგუფმა პრეზიდენტის ახირებულ პროექტებზე დახარჯული თანხები დათვალა და გაირკვა, რომ 12 მილიარდამდეა არამიზნობრივად დახარჯული. იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ რა დღეში ჩააგდო ადამიანები – ქვეყნიდან მილიონნახევარი ადამიანი გასულია და რა გინდა პრეზიდენტად, თუკი ამდენი ადამიანი სარჩოსა და თავშესაფარს ეძებს?! ბიუჯეტის არამიზნობრივი დახარჯვა დანაშაული არაა? შეაფასონ საერთაშორისო ექსპერტებმა და განსაზღვრონ, საჭირო იყო თუ არა პარლამენტის ახალ შენობაზე 300 მილიონი დახარჯულიყო მაშინ, როცა ქვეყანაში ხალხი შიმშილით კვდება?! 200 მილიონი მიზნობრივად რომ დახარჯულიყო, მთელი ქუთაისი დასაქმდებოდა. ასი მილიონით კი, ნორმალური ხელისუფალი ქუთაისს საუნივერსიტეტო ქალაქად გადააქცევდა – იქ ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაიტანდა.

მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილში ვერ ნახავთ ქვეყნის პირველ პირს, რომელსაც 6-7 რეზიდენცია აქვს. მოვიდნენ უფულოები მმარველობაში და ნახეთ, რაც ქნეს – მხოლოდ პრეზიდენტი კი არა, მთელი მთავრობა აჯდა ბიუჯეტს, მაგალითად, ლადო ვარძელაშვილმა ცოლი რომ შეირთო, შვებულებაში წავიდა და პრემია 3500 ლარი მისცეს. რკინიგზის ხელმძღვანელი კი თვეში 50 ათასს იღებს და ამას ჰქვია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტის დედა, მამა და ძმა ჩართული არიან უამრავ ბიზნესში. ცივილიზებულ ქვეყანაში ამას ვინმე აიტანს და არ მოსთხოვს პასუხს?

დიდი იმედი მაქვს, რომ ივანიშვილი შექმნის ნიჭის ძალაუფლების ქვეყანას.

– პრეზიდენტის იმპიჩმენტს და, მით უმეტეს მის გასამართლებას მწვავედ არ შეხვდება საერთაშორისო საზოგადოება?

– საერთაშორისო საზოგადოება მარტო მაკეინი და ლიბერმანი არაა. მაკეინს ხალხი ამერიკაში არ უსმენს, ხალხმა საკუთარ თავზე იწვნია სააკაშვილის დემოკრატია და ნუ გვასწავლიან, ვინაა შუქურა. მაკეინის ქვეყანაში აპატიებდნენ ამდენ დანაშაულს და თავზეხელაღებულობას პრეზიდენტს? ამერიკაში ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნებიდან იმიტომ მოხსნეს, რომ ბიუჯეტის ხარჯზე სატელეფონო საუბრები განახორციელა. სააკაშვილი კი ბოლშევიკი პორპაგანდისტივით დაქროდა, წინასაარჩევნოდ პრეზიდენტის სკამი, პრაქტიკულად, დატოვა და სოფელ-სოფელ აგიტატორობა დაიწყო. ბიუჯეტიდან მილიონები დახარჯა და ამაზე უნდა ტეხდეს საქართველოს მოყვარული ადამიანები ერთ ამბავს.

სხვათაშორის, ამერიკა უნდა დაინტერესდეს, თუ რატომ არიან ყველაზე მდიდრები საქართველოში თავდაცვის ყოფილი მინისტრები – ოქრუაშვილი, ბარამიძე, კეზერაშვილი და სხვები? ყველაზე დიდი ფული ხომ ამ სფეროში ჩადო ამერიკამ და სწორედ მის ინტერესში უნდა შედიოდეს ექსპერტების გამოგზავნა საქართველოში და მოძიება, თუ სად მიდიოდა ამერიკის მიერ გადმოცემული მილიონები. მაკეინი და ლიბერმანი სააკაშვილზე ფიქრობენ და არა – საქართველოზე, პირდაპირ ვამბობ, ორმ აქ ფინანსური ინტერესებია. ერტ რამეს მოგიყვებით: 1993 წელს ამერიკაში ვიმყოფებოდი, გასაკვირია, მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ „ევრაზიის ფონდიდან“ შემომთავაზეს თანმშრომლობა, ანუ მითხრეს, რომ მომცემდნენ იმდენ ფულს, რამდენიც მიდოდა, გავატარებდი მათ ინტერესებს საქართველოში,მაგრამ „ქესად“ 30% ითხოვეს, ასე რომ ეს ესნატპორებიც არ ირჯებიან ტყუილად.სხვათაშორის, რუსეთიდანაც იყო შემოთავაზებები, რომ გამხდიდნენ ქვეყნის პირველ პირად , თუ წავიდოდი კომპრომისებზე.

– ეს როდისღა იყო?

– 1993 წელს. რუსებმა მითხრეს, რამდენიც გინდათ იძახეთ, რომ საქართველოდამოუკიდბელია, ოღონდ საგარეო პოლიტიკა, სამხედრო ინტერესები და საბაჟოსისტემა ერთიანი გვექნებაო. ამაზე რა თქმა უნდა არ დავეთანხმე, რადგან შემოთავაზება საბჭოთა კავშირის მმართველობას არ სჯობდა. მე სკამი კი არა, ქვეყაან მიყვარს. ამიტომ არ შევასრულე ამ ქვეყნების ბრძანებები. სააკაშვილი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებსა და „რესპუბლიკელების“ გამარჯვებას ელოდება. ამერიკა კი, – ივანიშვილის ნაბიჯებს. არ მგონია, ბიძინა ივანიშვილს სიამოვნებდეს ბოკერიასთან შეხვედრა, მაგრამ იძულებულია, რადგან მას სერიოზულად პატრონობენ ამერიკაში. სხვათა შორის, ბოკერია სწორედ ამერიკის ელჩის ვიზიტის შემდეგ მივიდა ბიზნესცენტრში, ბოკერია ის ადამაინია, რომელსაც პირდაპირ დაადო ხელი სულხან მოლაშვილმა, რომ მონაწილეობდა მის წამებაში. თუ ლიბერმანს საქართველო უყვარს, დაინტერესდეს მოლაშვილის ბრალდებით. მხარს არ უნდა უჭერდეს მწამებლებს, მაგრამ მას ბოკერია და სააკაშვილი უყვარს და არა -საქართველო. ამერიკელების გარკვეული ჯგუფი ამერიკის მიმართ კეთილგანწყობას აკარგვინებს ქართველ ხალხს.

– ბატონო თემურ, რას ელით ბიძინა ივანიშვილისგან?

– ჩემთვის და, ალბათ , საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იქნება ბატონი ბიძინას მიმართვა მთავრობის ფორმირების შემდეგ. პროგრამიდან გამომდინარე, საზოგადოებაში დიდი მოლოდინია, ამიტომ პირველივე გამოსვლაში ხაზი უნდა გაესვას ტარიფების, საწვავის, წამლების გაიაფებას და ამით ხალხის კეთილგანწყობას შეინარჩუნებს. ივანიშვილისაგან , მისგან ასევე ველი ისეთ სამართლიანობას, როგორიც მაშინ იყო, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ თავისი გუნდის წევრების მიმართ მომთხოვნი და დაუნდობელი იქნება და არაა გამორიცხული, ზოგიერთი მინისტრი, თუ ვერ შეძლო საქმისათვის თავის გართმევა, მალევე გამოცვალოს. ვიცი, რომ ივანიშვილი მიზანდასახული და ჭკვიანი ადამიანია და სახუმარო საქმე არაა, ერთ წელიწადში დაამარცხო ისეთი სასტიკი სისტემა, როგორც სააკაშვილმა შექმნა? ყველაფერი ეს იმედს მაძლევს, რომ ბოლომდე მიიყვანს ბრძოლას, არავის გავლენის ქევშ არ მოექცევა და საქმე ჩემს პროგნოზამდე არ მივა, თუმცა ვალდებული ვიყავი, ამ საფრთხეზე ხმამაღლა მესაუბრა, რადგან მოდუნება დაუშვებელია.

– დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პრაქტიკულად ორი პარტია დარჩა. თქვენს ადგილს სად ხედავთ, ბატონო თემურ?

– „სახალხო კრება“ აპირებსსაზოგადოებრივი პარლამენტსი ფუნქცია შეასრულოს. გული ძალიან მწყდება, რომ ნინო ბურჯანაძე სახალხო კრებასთანაა გაიგივებული და ამის გამო ჩვენს მოღვაწეობას ბევრი სკეპრიკურად უყურებს!.. ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში და „ნაცმოძრაობას“ თავის წამოწევის საშუალებას არ მივცემთ. ამასთან ვიქნებით ივანიშვილის მხარდამჭერები პარლამენტს გარეთ, მაგრამ, თუ გარკვეული ნაბიჯები მიუღებელი იქნება ჩვენთვის, ჩვენს აზრს კორექტულად გამოვთქვამთ. პარალმენტში განხილულ საკითხებს საზოგადოებრივ პარლამენტშიც განვიხილავთ. მოკლედ , ნამდვილად არ ვაპირებთ მოდუნებას. როცა პრემიერ-მინისტრი მთვრობის დაკომპლექტებას დაასრულებს, საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან ალბათ ღია შეხვედრებს გამართავს…

ესაუბრა მაკა დეკანოსიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *