(news.ge) თემურ შაშიაშვილი: “შაშიაშვილი: “ნაციონალები უფრო საშიშები არიან”

temuri1პარტია “თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის თქმით, ყველამ უნდა მოითხოვოს ნაცმოძრაობისაგან ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება.

“მიმაჩნია რომ “ნაციონალური მოძრაობა” ახლა უფრო საშიშია, ვიდრე მაშინ როდესაც ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ. მათი ოპოზიციაში გადასვლა პოლიტიკური ჟონგლიორობისა და იდეოლოგიური ტაკიმასხარობის უნიკალური მაგალითია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია პოლიტიკურ ისტორიაში. პრეზიდენტს შეუძლია თავი ჩათვალოს ოპოზიციად, ეს მისი არჩევანია. მაგრამ სააკაშვილის ოპოზიციონერად აღიარება იქნება საქართველოს ხალხის სირცხვილი და ქვეყნისთვის დიდი საფრთხის შემცველი პრეცედენტი,”- განაცხადა თემურ შაშიაშვილმა და დასძინა რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ შეიძლება ოპოზიციაში გადავიდეს, ვინაიდან შაშიაშვილის თქმით, პრეზიდენტი თავისი ბუნებით იქნება არა ქართველ ხალხზე მზრუნველი, არამედ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ ჩასაფრებული, პროცესების სწორად განვითარების წინააღმდეგი.

შაშიაშვილის თქმით, კი ჩასაფრებული პოლიტიკური ძალა იქნება ქვეყნისთვის დამანგრეველი.
“ნაცმოძრაობა არ შეიძლება ოპოზიციაში გადავიდეს, რადგან საზოგადოებისგან ეჭვმიტანილია ახალგაზრდების სერიულ წამებისა და მკვლელობის დაგეგმვაში და ასევე იმის გამო რომ მათი ქვეყნის პოლიტიკურ არეალში დარჩენა გამოიწვევს სახელმწიფოს შესვლას კონსტიტუციურ ჩიხში” – განაცხადა შაშიაშვილმა.
თემურ შაშიაშვილმა საპარლამენტო არჩევნებიც შეაფასა და განაცხდა რომ 15 -20% არის რეალურად გაყალებული.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *