(iveroni.com.ge)თემურ შაშიაშვილი: ოპოზიციაში გადასული სააკაშვილი უფრო საშიში გახდა

SUC50324ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ქვეყნისთვის უფრო საშიში გახდა, ვიდრე ის ხელისუფლებაში ყოფნისას იყო.

ამის შესახებ მოძრაობა “თეთრების” თავმჯდომარემ თემურ შაშიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ხელისუფლების ფარული ხელშეწყობით მოსახლეობისთვის ხდება მოლოდინის შექმნა, თითქოს კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “რძის მდინარეები დაიწყებს დენას”.

“სინამდვილეში ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ რადგან 5-6 თვის შემდეგ ხალხი “რძის მდინარეებს” ვერ დაინახავს, მას უკვე კონსტიტუციური ბერკეტების ამოქმედების შესაძლებლობა მიეცემა, რაც მთავრობის გადაყენებას, პარლამენტის გადაყენებასა და საკუთარი კადრების დაბრუნებას გულისხმობს”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა “ნაციონალური მოძრაობა”, ოპოზიციური ძალა კი არა, “ჩასაფრებული ძალაა, რომელიც ძალიან საშიშია და ნებისმიერი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა.
“ქვეყანაში რევანშიზმი მზადდება. სააკაშვილის პრეზიდენტად დატოვება დაუშვებელია. ამიტომ ვითხოვთ, ქვეყანაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდეს და საკუთარი ანალიზი დადოს. ჩვენ ვითხოვთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასაც”, – განაცხადა შაშიაშვილმა.

“თეთრები” ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ. შაშიაშვილის განმარტებით, რეალურად “ნაციონალურ მოძრაობას” ამომრჩეველთა ხმების 20%-ზე მეტი არ უნდა მიეღო.

“ჩვენ, “თეთრები”, რომლებიც ამ გამარჯვებაში ქართველ ხალხთან ერთად ვიყავით, დღესაც დარწმუნებულები ვართ, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური სივრციდან ნეონაცისტური პარტიის საბოლოო ჩამოცილება შეუძლია”, – აცხადებენ “თეთრები”.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *