(“ჯი-ეიჩ-ენი” )თემურ შაშიაშვილი: „არც რუსეთის მორჩილებაა კარგი და არც _ ამერიკის”

IMG_0697თეთრების ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით „არც რუსეთის მორჩილებაა კარგი და არც _ ამერიკის. ან ორივესთან კარგად უნდა იყო, ან მათთან ნეიტრალური პოზიცია გეჭიროს. ერთთან კარგად იყო და მეორესთან ცუდად, ეს ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს..”
„რუსეთის ლანძღვით გარკვეული პოლიტიკური ძლები აძლევენ რუსეთს თავისუფალი მოქმედების საშუალებას საქართველოში, – მიაჩნია შაშიაშვილს, და მაგალითად მოჰყავს ჩერქეზთა გენოციდის აღიარება, -მხოლოდ გონებადაკარგულ პოლიტიკოსებს შეეძლოთ ჩერქეზების გენოციდის აღიარება. ეს რუსეთის მტრობა კი არა, საქართველოს მტრობაა. ვისაც ჰგონია, რომ რუსეთისგან ჩრდილოკავკასიელი ხალხების გამოყოფა მხოლოდ რუსეთისთვის იქნება უარყოფითი მოვლენა და ეს საქართველოზე დადებითად იმოქმედებს, ძალიან ცდება”

ამავე დროს „თეთრების” ლიდერი მიიჩნევს, რომ ნატოში გაწევრიანების შეგნებული მხარდამჭერები საქართველოში 10-15%-ს არ აღემატებიან.

მისი აზრით, საქართველოში ნატოს თემა ზედმეტად პოლიტიზირებულია და მას ყველა პარტია სათავისოდ იყენებს. „ვინც ნატოში შესვლას მხარს უჭერს, გაცნობიერებული არ აქვს, ნატო რა არის. ნატოში შესვლის მხარდამჭერები რეალურად თავიანთი ქმედებებით ნატოს წინააღმდეგნი არიან. ამის მაგალითი იყო «ნაციონალური მოძრაობა». ვინც იცის, ნატო რა არის და შეგნებულად უჭერს მხარს, ასეთი ადამიანები საქართველოში 10-15%-ია. თვლის „თეთრების” ლიდერი და მიაჩნია, რომ სწორედ ნატოს პოლიტიზირებამ გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვა და ეს ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა” – აცხადებს „თეთრების” ლიდერი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *