(FactNews) მხილების მუზეუმის” თემატურ მიმართულებები

2დღეს “თეთრების” ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა საზოგადოებას ახალი პროექტის დაწყების შესახებ ამცნო. “მხილების მუზეუმის” ფარგლებში, როგორც შაშიაშვილმა განაცხადა, “თეთრები” ითანამშრომლებენ ყველა დაინტერესებულ პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის საშუალებასთან, პიროვნებასთან.

“ფაქტნიუსი” “მხილების მუზეუმის” თემატურ მიმართულებებს გთავაზობთ:

1… რა დაანგრიეს საქართველოში
(წარმოდგენილი იქნება დანგრეული და შეურაცხოფილი ტაძრების, ეკლესიების, ძეგლების, შენობების, ქარხნების, ფაბრიკების, სავაჭრო ცენტრების ფოტოსურათები)

2. რა დაკარგა საქართველომ … ვინ ფლობს მიწას, წყალს, ტყეებს, წიაღისეულს, ჰაერს…
(წარმოდგენილი იქნება დაკარგული ტერიტორიები ქალაქების, რაიონების, სოფლების ჩამოთვლით… ის, თუ რას ფლობენ საქართველოში არაბები, ჩინელები, რუსები, ირანელები, თურქები,…)

3. რა წაართვეს ხალხს და ქვეყანას
(წარმოდგენილი იქნება დახურული ტელევიზიების, გაზეთების, პრესის სახლის, ბიზნესმენებისათვის წართმეული ქონების, ჯართადქცეული სამუშაო ადგილების… ფოტოსურათები)

4.  სახელისუფლებო მკვლელობები ……
(წარმოდგენილი იქნება ხელისუფლების მონაწილეობით განხორციელებული მკვლელობების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა)

5.  განათლებისა და მეცნიერების კრიზისი საქართველოში…
(ფოტოინფორმაცია უმაღლესი და საშვალო სკოლების შესახებ…
განათლების და მეცნიერების დაფინანსების ანალიზი…
სახელმძღვანელოები… სასწავლო პროგრამები… პრიფესორ-მასწავლებლები…
განადგურებული ლაბორატორიები… გაყიდული კორპუსები…)

6.  როგორ ცხოვრობენ საქართველოში მეცნიერები, კულტურის მოღვაწეები, მასწავლებლები, ექიმები, ცნობილი სპორტსმენები, საერთოდ გამოჩენილი ადამიანები და საერთოდ გადამხდელები…
(წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ვიდეო და ფოტომასალა)

7.  რა დაანგრიეს საქართველოში
(წარმოდგენილი იქნება დანგრეული და შეურაცხოფილი ტაძრების, ეკლესიების, ძეგლების, შენობების, ქარხნების, ფაბრიკების, სავაჭრო ცენტრების ფოტოსურათები)

8. რა ხდება მოხუცთა და მიუსაფართა სახლებში _ ვინ ცხოვრობს, როგორ ცხოვრობენ…
(წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ვიდეო და ფოტომასალა)

9. რა ხდება ე.წ. “ნაცების~ გაჭირვებულთა სასადილოებში _ ვინ დადის და როგორ კვებავენ
(წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ვიდეო და ფოტომასალა)

10.  დასავლეთის პრესის მნიშვნელოვანი პუბლიკაციები

11. ქართული პრესის მამხილებელი პუბლიკაციები

12.  ოპოზიციის ლიდერთა ქონებრივი დეკლარაციები

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *