( ახალი თაობა)ძალიან მალე ბიძინა ივანიშვილი რადიკალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს
– რატომ ვერ ახერხებს ახალი ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენას,
– სად გაქრა ამერიკიდან გამოგზავნილი მილიარდები,
– რით ემუქრება სააკაშვილი ამერიკელებს
– რატომ არ უნდა ჰქონდეს მინისტრს პენსიონერზე 60-ჯერ მეტი შემოსავალი
– რას უნდა ველოდოთ ბიძინა ივანიშვილისაგან
ამ თემებზე „ახალ თაობას“ პარტია თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრა.
– არჩევნების წინ „ქართული ოცნება „ გვპირდებოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში სამართლიანობას აღადგენდა. თავიდან თითქოს რაღაც დაიწყეს, მაგრამ დღესისათვის ეს პროცესი შეჩერდა. ეს ყველაფერი თავსმოხვეულ“კოჰაბიტაციას“ ხომ არ უკავშირდება?
– პოლიტიკური შანტაჟი მწვერვალზეა ასული. ახალ ხელისუფლებას ნატოს და ევროკავშირის სამიტებით აშანტაჟებენ. ამტკიცებენ, რომ თუ ნაციონლებს დასჯით, ნატო და ევროკავშირი ახლოს არ გაგიკარებთო. ამ ყველაფრის უკან კი სააკაშვილი დგას. სწორედ მისი მხრიდან ხორციელდება შანტაჟი. სამართლიანობის აღდგენა ცოტათი შეაფერხა საკონსტიტუციო ცვლილებებმა, რომელიც ამ ცოტა ხნის უკან მიიღო პარლამენტმა.
– ეს ცვლილებები ასეთი აუცილებელი იყო, რომ ოცნებამ მისი ხათრით სამართლიანობის აღდგენაზე უარი თქვა?
– ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა მიიღო, ქვეყნისათვის აუცილებელი და საჭირო იყო. სამწუხაროა, რომ ივანიშვილმა არ გაიაზრა ჩვენი სულისკვეთება. ჩვენ შევაგროვეთ ლამის მილიონამდე ხელმოწერა და ვთქვით, რომ სააკაშვილი არის ვადაგასული. მას საპრეზიდენტო ვადა 2013 წლის 20 იანვარს ამოეწურა. ამაზე არც მეოცნებეები დავობენ. ამის მიუხედავად, მათ ვერ გაბედეს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება.
– რატომ ვერ გაბედეს?
– იმიტომ, რომ სააკაშვილის მხრიდან ადგილი აქვს ორგანიზებულ შანტაჟს.
– ვის აშანტაჟებს, ივანიშვილის მთავრობას?
– დასავლეთს. დაშანტაჟებული დასავლეთი კი იძულებულია ახალ ხელისუფლებას მოთხოვოს ის, რაც ვადაგასული პრეზიდენტის ინტერესებშია. ივანიშვილი იძულებულია დასავლეთის ინტერესებს ანგარიში გაუწიოს. დასავლეთში ივანიშვილი არ მოსწონთ. იმიტომ, რომ ის ძლიერი პიროვნებაა და ნაკლებად არის გარედან მართული. სააკაშვილი გარედანაც იმართებოდა და ამასღან ერთი დიდი დემაგოგია. ამ საქმეში მას მსოფლიოში ბადალი არ ჰყავს. ამის გამო ის ძალიან საშიშია.
– და ამიტომაც ეშინიათ მისი „ქართულ ოცნებაში“?
– ბიძინა ივანიშვილს მისი პიროვნულად ნამდვილად არ ეშინია. მაგრამ ვადაგასულმა პრეზიდენტმა შესაძლოა ქვეყანას შეუქმნას პრობლემა. სწორედ ამიტომაა, რომ სხვადასხვა ქვეყნების ელჩები ყველა წვრილმანში ერევიან.
– რა საკითხებში ერევიან, ბატონო თემურ?
– ამ ეტაპზე არ მინდა ამ წვრილმანებზე საუბარი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ასეთ საქმეებში ელჩების ჩარევა არის სამარცხვინო. როგორც ჩვენთვის, ასევე მათთვის. ეს მათაც არ მოსწონთ, მაგრამ ერევიან, იმიტომ, რომ სააკაშვილი მათთვის ძალიან საშიშია.
– რითია სააკაშვილი მათთვის საშიში?
– იმის გამო, რომ მან დიდი საიდუმლო იცის 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ. საშიშია იმიტომ, რომ შეუძლია ისაუბროს იმ ფულზე, რომელიც მოდიოდა საქართველოში ისრაელის შემდეგ ამერიკას ამდენი ფული არსად ჩაუდია, რამდენიც საქართველოში ჩადო.
– მერე სად არის ეს ფული?
– საქმეც ეგაა. ქვეყანას ეს ფული არ ეტყობა. მთელს მსოფლიოში მთავარ მიზანს ადამიანი წარმოადგენს, სააკაშვილისა და მისი ხელისუფლებისათის კი ასფალტი და გზა იყო მიზანი. გზის მშენებლობაში ათეთრებდა ის დასავლეთიდან შემოსულ ფულს. ამისთვის მას სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის. ეგ კი მორალზე გვესაუბრება. ძალიან მაინტერესებს, რატომ არ იღებს ჩვენი მოსახლეობა ხმას და რატომ არ კითხულობენ. სად და რაში დაიხარჯა ხალხისთვის განკუთვნილი ფული. სად არის ეს მილიარდები , არ გაინტერესებთ? 13,4 მილიარდი საგარეო ვალი აქვს დღეს ქვეყანას. ამისი გარკვევა არც ამერიკელებს აინტერესებთ და რომც აინტერესებდეთ, ამაზე ცხინვალის ომის გამო ვერ ამოიღებენ ხმას.
– თქვენ თქვით, რომ სააკაშვილი აგვისტოს ომით აშანტაჟებს დასავლეთს, რა საიდუმლოა ამისთანა და რა შუაშია ამ ომთან დასავლეთი?
– ცხინვალის ომი დასავლეთის და განსაკუთრებით ამერიკის თავზე დამოკლეს მახილივით ჰკიდია. ამ ომზე სიმართლე რომ ითქვას, ეს რუსეთისთვის დიდი საჩუქარი იქნება. ამ ომზე სიმართლე იცის სააკაშვილმა. ეს სიმართლე არ უნდა ითქვას.
– რატომ არ უნდა ითქვას სიმართლე?
– იმიტომ რომ, ამით ძალიან ბევრი ქვეყანა ჩავარდება ცუდ დღეში. სიმართლის თქმა მხოლოდ რუსეთს აწყობს, დანარჩენი მსოფლიო კი დუმილს ამჯობინებს. ამიტომაც ყველაფერს აკეთებენ , რათა სააკაშვილმა დუმილი არ დაარღვიოს. როგორც გითხარით, საქართველოში ამ წლებში მილიარდები შემოვიდა. ამ ფულის 30% უკან წავიდა. ეს ფული დასავლეთში მყოფმა პოლიტიკოსენმა აიღეს. მათი ვინაობა შესანიშნავად იცის სააკაშვილმა. ამ ინფორმაციის გამჟღავნება ამ პოლიტიკოსებს არ აწყობთ. ვადაგასული პრეზიდენტი კი ამ ინფორმაციას შანტაჟისთვისიყენებს.
– მათი დუმილი გასაგებია, მაგრამ ხალხი რატომ არ იღებს ხმას? საზოგადოებას არ უნდა აინტერესებდეს, სად წავიდა ქვეყნისთვის განკუთვნილი მილიარდები?
– აუცილებლად დაისმება ეს კითხვები. სამქალაქო სექტორი უახლეს მომავალში ამერიკის საელჩოს მიმართავს.ჩვენ ვკითხავთ ამერიკელებს, რატომ არ აინტერესებთ მათ საქართველოში გამოგზავნილი მილიარდების ბედი.
– გამოიღებს ეს მიმართვა შედეგს?
– წესით უნდა გამოიღოს. ჩვენ მიმართვას ამერიკის ხალხს გავუგზავნით. საქართველოში ხომ რიგითი ამერიკელების ფული იგზავნებოდა. საქართველოში უკვალოდ არის გამქრალი ასეული მილიონები, ამაზე საქართველოში მყოფი ელჩები რატომღაც ხმას არ იღებენ. ხმას არ იღებს ამერიკის ელჩიც, რომელიც ლამის ყველა წვრილმანში ერევა. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ამერიკაში, ხელისუფლებას, რომ ასეულობით მილიონი სადმე გაექრო. მე მაინტერესებს, რატომ უნდა მოვითმინოთ ჩვენ, რასაც ამერიკის მოსახლეობა არ მოითმენს? ჩვენ ამის მოთმენას არ ვაპირებთ და ეს მალე გამოჩნდება. ძალიან მალე აქტიურობას დაიწყებს საზოგადოებრივი პარლამენტი! ამდენის მოთმენა აღარ შეიძლება. ქვეყანას მომავალი არ აქვს, როცა ხელისუფლებაში არის ან თვითგემა, ან თვით დაჯერება. სააკაშვილს თვითგვემა რა ჰქონია. სუპერდაჯერება ჰქონდა.
– თვითდაჯერებას არც ახალ ხელისუფლებაში უნდა უჩიოდნენ.
– სამწუხაროა, რომ ახალ ხელსიუფლებაშიც არის თვითდაჯერება. ცუდია, რომ ისინიც ამ გზით წავიდნენ. თვლიან, რომ რაც გააკეთეს, ამაზე მეტის გაკეთება არ შეიძლებოდა. ამ რამდენიმე თვეში მართლაც წარმოუდგენლად ბევრი რამ გაკეთდა. ადრეც მითქვამს და ვიმეორებ, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისათვის არის შანსი, ოღონდ, მხოლოდ ერთ შემთხვევაში.
– რა შემთხვევაში?
– როცა ოპოზიცია და ხალხი გაერთიანებული ვართ, თუ ვინმე ჩასაფრებულია, ეს შანსი იკარგება. სააკაშვილი კი სწორედ ჩასაფრებულია. ამის გამო ვერ ასრულებს „ქართული ოცნება“ იმ პროგრამას, რომელიც მას არჩევნებზე ჰქონდა. თამამად ვიტყვი, რომ ასეთი კვალიფიციური და პატიოსანი მთავრობა ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია. ბევრზე ძალიან მწყდება გული,მაგრამ მთავრობის პროფესიონალიზმზე არაფერს ვიტყვი.
– ვისზე , ან რაზე გწყდებათ გული?
– ადამიანურ ურთიერთობებზე. ამ ხელისუფლებაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებთანაც ვმეგობრობდი. ახლა ჩემს სატელეფონო ზარებსაც კი არ პასუხობენ. ეს ძალიან მწყინს. მაგრამ ამის გამო ახალი მთვრობის ლანძღვას არ დავიწყებ, მით უმეტეს ვხედავ, ძალიან ვეცრ საქმეს აკეთებსნ.
– უკვე ორჯერ თქვით, რომ ბევრი რამე გაკეთდა, საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მათ არაფერი გაუკეთებიათ.
– ამ 6 თვის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ წარმოუდგენლად ბევრი რამ გააკეთა, ამდენი ბევრი წარმატებული ქვეყნის მთვრობებსაც კი გაუჭირდებოდათ. ამის მიუხედავად ვამბობ, რომ ივანიშვილის მთხვრობას სამჯერ მეტის გაკეთება შეეძლო. ამისთვის მარტო პრემიერის ავტორიტეტი იყო საკმარისი. ის უდიდესი ნდობით სარგებლობს. განსაკუთრებით ის ხალხი ენდობა, ვისაც ფული აქვს. ეს პოტენციალი ჯერ გამოყენებული არ არის. განსაკუთრებით მომწონს, რომ ამ ხელისუფლებამ სოფელზე დაიწყო ზრუნვა. სააკაშვილის შანტაჟი რომ არა, კიდევ ბევრი იქნებოდა გაკეთებული. მეტის გაკეთებას რისკიანი გადაწყვეტილება შჭირდება.
– ივანიშვილი კი რატომღაც ერიდება ამ რისკიან გადაწყვეტილებას/
– მე მგონია, რომ ივანიშვილი ძალიან რისკიანი კაცია.
– აბა, რატომ არ რისკავს?
– ის, ალბათ ელოდებოდა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ცოტა ხნის წინ პარლამენტმა დაამტკიცა. აგრეთვე რამდენიმე კანონის მიღებას, ამის შემდეგ ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რომ მის პარტიაშიც გაუკვირდებათ.
– რა გადაწყვეტილებები იქნება?
– ისეთი გადაწყვეტილებები იქნება, რომ ზოგიერთი მისი თანაპარტიელი აღარც მთავრობაში ოქნება და აღარც პარტიაში.
– გინდათ თქვათ, რომ თავისიანებს დაერევა?
– ის მიიღებს მეტად საჭირო და რისკიან გადაწყვეტლებებს. ვიღაცეებს ალბათ გაუშვებს თავისი გუნდიდან. ვიღაცეები ამას ნამდვილად იმსახურებენ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ძალიან ბევრი გაყოყოჩდა. იმდენსაც ვერ ხვდებიან, რომ პრემიერის გუნდში ყოფნა არის პასუხისმგებლობა და არა გაყოყოჩების საფუძველი. ეს გაყოყოჩებულიხალხი ივანიშვილს პრობლემებს შეუქმნის. ამასთან, მთავარია, ხალხის ყურამდე ყველაფერი მივიდეს სწორად. ახალი მთავრობის წევრების ხელფასების გარშემო დიდი ამბავია ატეხილი. ზოგი ამტკიცებს, რომ ხელფასები გაიზარდეს. სინამდვილეში ხელფასები შემცირდა. სააკაშვილის დროს ისე იყო ყველაფერი ერთმანეთში არეული,რ ომ ვერ გაიგებდი, რა იყო ხელფასი და რა იყო პრემია. ეს ყველაფერი რომ გაირკვა, ძალიან კარგია. მთავრობაში ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს პრემიერ-მინისტრს. საკითხი უნდა დადგეს ასე, პრემიერს პენსიონერზე 20-ჯერ მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს. მე არ მესმის, რატომ უნდა ჰქონდეს პრემიერს პენსიონერზე 60-ჯერ მეტი ხელფასი. ეს ხომ იმ ქვეყანაში ხდება, სადაც ბიუჯეტი მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული ფულით ივსება. საქართველოში სამუშაო ადგილები იქცა ჯართად. არც კი ვიცოდი, საქართველოში ამდენი მეტალურგიული ქარხანა თუ იყო.
– რამდენი მეტალურგიული ქარხანაა?
თვლაც კი ამერია. ფოთში ყოფილა თურმე, თავის დროზე რუსთავში ააშენა სტალინმა მეტალურგიული ქარხანა და სულ მაგაზე ლანძღავდნენ, ახლა კი სადაც გაიხედავ, ყველგან მეტალურგიული ქარხანაა. ზესტაფონში 5-6 დაუმატებიათ, ქუთაისში – 3. ეს ქარხნები აქვთ ინდოელებს.
– თავიანთ ქვეყნებში ვერ გადაამუშვებენ?
– იქ კანონით აკრძალულია. ჩვენთან კი ნებადართულია. სააკაშვილი რომ გაიძახის, ოკუპაციაო, მარტო რუსებმა მოახდინეს საქართველოს ოკუპაცია. გადით რუსთაველზე და აღმაშენებელზე. ქართულ ლაპარაკსვერ გაიგონებთ. სულ უცხოელებს აქვთ იქაურობა მიტაცებული.თანაც ესენი ბიზნეზსმენები კი არ არიან, ამ ხალხს იმის ფულიც კი არ აქვთ, რომ რესტორანში ივახშმონ. ქუჩაში ჭამენ ხაჭაპურს. თავიანთ ქვეყნებში სამუშაო ადგილებს ვერ უქმნიან. ამიტომაც მისცეს ფული და საქართველოში გამოუშვეს. აი, ამ ზომამდე მიიყვანა საქართველო სააკაშვილმა, რომელიც დღეს მთელს დასავლეთს აშანტაჟებს
ესაუბრა შორენა მარსაგიშვილი



