მეცოდება სააკაშვილი, ის ხალხი ებრძვის, ვინც იგი შექმნა

temuri 2ქართულ ოპოზიციურ სპექტრში ისევ აერულობაა. პროგნოზების გაკეთებაც კი ჭირს, ვინ ვისთან, რა ვადით და როგორ გადანაწილდება. `წინ საქართველოს~ ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში არეულობა მათი `გარედანმართულობის~ ბრალია.`ვერსიასთან~ საუბრისას, შაშიაშვილი აცხადებს, რომ დღეს ოპოზიცია ამერიკული, რუსული და სავარაუდოდ ირანულ-თურქული ძალებისგანაც იმართება. იმერეთის ყოფილი გუბერნატორი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ახალი, ეროვნული ძალის ჩამოყალიბება, რომლის მთავარი გზავნილი იქნება _ `ხელისუფლება გარედან მართვის გარეშე. შაშიაშვილი ოპოზიციური ბრძოლის არასწორ მიმართულებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ქუჩაში გამოსვლის მოთხოვნის ნაცვლად, ოპოზიცია უნდა ქმნიდეს კანონს ოპოზიციის შესახებ.

_ ბატონო თემურ, პარლმენტში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა როგორ მოგეწონათ?

_ მის ანგარიშებზე კომენტარებს არ ვაკეთებ. 1997 წლიდან ვამბობ, რომ სააკაშვილი გაუწონაწორებელი და ქვეყნისვის საშიშია. დღეს კი, სააკაშვილი მეცოდება, რადგან სწორედ ის ხალხი ებრძვის, ვინც იგი შექმნა. ისინი მას იმაზე მეტად ლანძღავენ, ვიდრე მე ვლანძღავდი. ყველაფერი ტყუილი იყო _ გერმანიაში, ბულგარეთში, რუმინეთში საშინელი კორუფცია… ყველაზე ცუდი მან უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს გაუკეთა, როცა თქვა საქართველოდან ორგანიზებული დანაშაული განვდევნეთ, და მათი 80% უკრაინასა და რუსეთში ქართველებზე მოდისო. ამ გამოსვლის შემდეგEხომ შეიძლებოდა რუსეთიდან ქართველები გამოეყარათ?

_ ბევრი ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლიდან ყველაზე `საინტერესო~ რეზიდენციების გაყიდვის ინიციატივაა?

_ რეზიდენციების გადაცემა ბერიადან დაიწყო. სააკაშვილიც იგივე გზას დაადგა. ამერიკას რომ მიეკედლნენ, იქიდან საგადასახადო სისტემა, ბიზნესისადმი დამოკიდებულება წამოგვეღო. პრაქტიკულად, სააკაშვილი არშემდგარი პუტინია. დააკვირდით, ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკოსების ჯგუფი, რომლებიც პრეზიდნეტს როგორც უნდათ აკრიტიკებენ, ოღონდ პრეზიდენტის შეცვლაზე არ იყოს საუბარი. ამის ნათელი მაგალითი იყო პარლამენტის სხდომა. ბევრი ადამიანი გამოვიდა, ვითომ პრინციპულად, მაგრამ ეს სერიოზული შეთანხმებაა. ისინი შეთანხმდნენ დღეს გამოვიდნენ რეცოლუციის წინააღმდეგ. თითქოს დღეს გაიგეს, რომ რევოლუცია ცუდია.

_ ისე, წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ, მეგონა უფრო აქტიური იქნებოდით?

_ მე ახლაც აქტიური ვარ. უბრალოდ, ტელევიზიებში არ ვჩანვარ. გაზეთების სტუმარი კი ხშირად გახლავართ. ტელევიზიებში მხოლოდ ისინი ჩანან, ვინც სააკაშვილს აწყობს. ბრძოლას ისევ ვაგრძელებ და ვხედავ ერთ რამეს _ ქვეყნის გადარჩენის გასაღები იმ ხელისუფლებაშია, რომელიც გარედან არ იმართება. ამერიკაც თავის ინტერესებზე ფიქრობს და რუსეთიც. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართვეელოში პოლიტიკოსების 99% ამერიკულ ან რუსულ განწყობასაა ფეხქვეშ გაგებული. ვერც ამერიკა-რუსეთში ხვდებიან, რომ მათ ავტორიტეტს, სწორედ მათ მიერ დასმული პოლიტიკოსები ანადგურებენ. ნატო-ს მომრეა თუ რუსეთის, ყველა მაინც რუსეთს ემალება. ნიცშეს ზარატუსტრასი არ იყოს, შორეულის სიყვარული უფრო ადვილია. სინამდვილეში, ყველა, ვინც ამერიკასთან ან რუსეთთნაა კავშირში, ანტიქართულ საქმეს აკეთებს. ხელისუფლებაში მოსულები, მაშინაც კი, როცა რუსეთს ლანძღავენ, მას ფეხქვეშ ეგებიან. ასეა სააკაშვილიც.

_ სააკაშვილის რუსეთის ფეხქვეშ გაგება რით გამოიხატება?

_ მას დღეს ემისრები ჰყავს გაგზავნილი რუსეთში და ეხვეწება, ოღონდ ჩემს გადაგდებაზე ნუ იფიქრებთ, ოღონდ 2 აპრილს ობამასთან შეხვედრისას ნუ გამწირავთ და გინდა რკინიგზა წაგიღიათ, გინდა ენგურჰესიო. გვატყუებენ, ენგურჰესი რომ არ გადაგვეცა, საქართველო ჩაბნელებული იქნებოდაო. ტყუილია, არ ჩაბნელდებოდა, მაგრამ რომც ჩაბნელდეს, ეროვნულობის გულისთვის ამაზე ნაკლები მსხვერპლი გაგვიღია ქართველებს? თუმცა, ამათ ყველაფერი, რაც ეროვნულობაზე დგას, მოსპეს. ეკლესიას წარმოუდგენელი მასშტაბებით ებრძვიან. ისევე როგორც მწერლების, მსახიობების, მხატვრების… შემოქმედებით კავშირებს, რომლებიც გაანადგურეს. ერთი სფეროს ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირეს. მეცნიერება ჯიბეში ჩაიდეს. ნუ ეწყინება მეცნიერებათა აკადემიას, ჩემთვის საყვარელ თამაზ გამყრელიძეს, რომელმაც პრაქტიუკულად გაანულა მეცნიერებათა აკადეემიის როლი. ერთმანეთს დაუპირისპირეს სტუდენტები და უნივერსიტეტი სტუდენტთა კი არა, ხელისუფლევის მსახურად აქციეს. ამას დაუმატეთ ისიც, რომ ბუნებრივი რესურსები გაგვიყიდეს და დამოუკიდებელია დღეს საქართველო? საქართველო ასეთი დამოკიდებული და არათავისუფალი მგონი არასდროს ყოფილა. ჩვენი წინაპრები ხატს ფეხს არ ადგამდნენ და ამისთვის თავს სწირავდნენ და სააკაშვილი ამბობს, სიბნელე რომ არ ყოფილიყო სტრატეგიული ობიექტი რუსებს იმიტომ მივეცითო. ასე რომ, მტრები გარეთ კი არ უნდა ვეძებოთ, შიგნით გვყავს, გარედან მართვადი ხელისუფლების სახით.

_ ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ოპოზიციაშიც ბევრი მტერი აღმოჩნდება.

_ რა თქმა უნდა. დღეს, ოპოზიციის 90% ამერიკულია, 7-8% რუსული და მხოლოდ 2-3%-ია სუფთა ქართული. ნამდვილი ქართული ძალა კი ნიშნავს ელაპარაკო ამერიკასაც, რუსეთსაც და სხვებსაც, ოღონდ დაიცვა ქართული ინტერესები. ამას ეფუძნება `წინ საქართველოს~ პრინციპი _ ურთიერთობა ყველასთან, მეგობრობა მეგობართან, უფროსობა არავისაგან, მსახურება საქართველოს! მაგრამ, მხოლოდ იმასთან უნდა ვიმეგობროთ, ვინც ჩვენი მეგობარია. ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენთვის ისეთი ამერიკა შექმნა, როგორიც არ არსებობს.

_ ანუ, ჩვენი მეგობარი ამერიკა არ არსებობს?

_ ამერიკა, იმითაა ძლიერი, რომ საკუთარ ინტერესებს იცავს. იქაურმა ქართველმა მითხრა, რომ ამერიკა გაცილებით სხვა, ჭრელი რთულია.

_ ახლა არ მითხრათ, რომ ისეთი რუსეთიც არ არსებობს, როგორსაც ვხედავთ.

_ აი, ეგეთი რუსეთის სახე კი, ამერიკამ შექმნა. რუსეთი არც პუტინია, არც მედვედევი. რუსეთში უამრავი ადამიანი ვნახე, ვინც ამ ურთიერთობების გამო ტიროდა. ისინი ხვდებიან, რომ ჩვენს ხელისუფლებებს არ აწყობთ სახალხო დიპლომატიის წარმართვა. ამის დასტური იყო პატრიარქი რომ არ გაუშვეს მოსკოვში. არადა, ლომონოსოვის უნივერსიტეტში ემზადებოდნენ, საპატიო პროფესორისა და დოქტორის წოდება უნდა მიენიჭებინათ. ეპისტოლეს არ პატიობენ პატრიარქს. მხოლოდ გარეგნულად აქვთ მშვიდი და კარგი განწყობა. იცით რატომ? _ სქემას ვამზადებ, ვინ მოდის საქართველოს ხელისუფლებაში და ასეთი სურათი მივიღე: საქართევლოს ხელისუფელბაში რომ მოხვიდე, უნდა იყო კოსმოპოლიტი. მაგალითად, როგორიცაა მერაბიშვილი, რომელიც ამბობს, ჩემი წინაპრები კათოლიკები იყვნენ, მე კი უღმრთო კაცი ვარო. ასევე უნდა იყო რომელიმე სექტის წარმომადგენელი თუ არა მხარდამჭერი მაინც. მხოლოდ საქართველოშია სექტები წახალისებული, მინისტრის ძმაა ერთ-ერთი მხარდამჭერი. მნიშვნელობა კი არ აქვს ეს გვარამიას ძმაა თუ სხვისი, ფაქტია შემზარავი. გარდა ამისა, უნდა იყო ცისფერი ან ჰომოსექსუალიზმს პატივს სცემდე და გვარი ან სარწმუნოება უნდა გქონდეს შეცვლილი. ჩემი პატარა ბიჭი 10 წლის რომ გახდა, ქრისტეს საფლავი მოვილოცეთ და ისრაელში მითხრეს, რას დაისვით სომხები თავზეო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისრაელის ელჩიც და საქართველოს 7 მინისტრი, რომლებსაც დედა ებრაელი ჰყავთ, საზღვარს გასცდებოდნენ თუა არა, ებრაელობდნენ. დღეს კი თანამდებობის ბევრი პირი გვყავს, წარმომავლობით სომეხი.

_ გილაურისა და ბეჟაშვილის სომხური წარმომავლობის შესახებ უკვე განაცხადეთ, კიდევ ვის გულისხმობთ?

_ პიროვნებების დასახელებას როცა ვიწყებ, ჩემზე თავდასხმები იწყება. თან არცაა საჭირო. სომხებს ან ებრაელებს კი არ ვერჩი, მათთან ვმეგობრობ, მაგრამ მათთან სხვა ეროვნების ადამიანს თანამდებობაზე ვერ ნახავ. ისე, მეგობრობასაც გააჩნია. თურქებს საქართველოში ანკარაში აკრძალული `ფათოღლი ფქვილი~ შემოაქვთ. გვწამლავენ და ესაა მეგობრობაა? იქ ჩასულ ქართველებს მონებივით ექცევიან. ნასუფრალს აჭმევენ მხოლოდ. გულწრფელად მითხარით, რუსეთში მცხოვრები ქართველისგან ასეთი მოპყრობა გსმენიათ? არადა, რუსეთს ლანძარვენ, მაგრამ ესეც პოლიტიკური თამაშია. დღეს პუტინს ხელისუფლებაში სააკაშვილი აწყობს. გაგიმხელთ, რუსეთს უნდოდა, ვინმეს დასჯით ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის ეჩვენებინა, თუ არ გამომყვები შენც იგივე გელისო. მსოფლიოსთვის უნდოდა ეთქვა, ერთპოლუსიანი მსოფლიო არ იარსებებს და თუ გამიბედეს, თქვენ არ გეკითხებათ ომს როდის შევაჩერებო. სპეციალურად შექმნილი ევროკომისიის დასკვნაში ეწერება, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. თანაც ოლიმპიადის დღეს, რომელიც მშვიდობიანად ითვლება და ამ დღეს ომს წყვეტენ. ეს საქართველოს ისტორიის სირცხვილია. პუტინის ავტორიტეტი გავანადგურეო, არადა პუტინი დავოსის კონფერენციაზე მოხსენებით გამოდის და რუსეთს ასე მშვიდად აქამდე არ ელაპარაკებოდნენ. ამ ომმა, კაცობრიობას მოუტანა უბედურება და საფრთხე.

_ რას გულისხმბთ?

_ გაგიმხელთ, სომხეთში გავიგე, რომ რუსეთის თაოსნობით რამდენიმე ქვეყანამ ნატოს საპირწონე ჯარი შექმნა. სომხეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ კი არ აიარაღებენ, კავკასიისა და საქართველოს ამერიკანიზაციას ეწინააღმდეგებიან. დღეს კავკასიაში წარმოუდგენელი რაოდენობის იარაღია. კავკასია ნაღმზე ზის და ამაში დამნაშავე სააკაშვილიცაა. ყველაზე საშინელებაა _ ომმა რუსეთი მიახვედრა, რომ ის ჯარი არ ჰყავს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, ან ავღანეთში იბრძოდა. ჯარის რეორგანიზაცია დაიწყეს და ისიც გააანალიზეს, რომ ამერიკას მუდმივი ომები იმისთვის ჭირდება, ჯარი მუდმივად მწყობრში ყავდეს. რუსეთი მიხვდა, რომ მას აწყობს მუდმივი ომი სადღაც და ამის ყველას ეშინია. ევროპის ასამბლეის ბიუროს წევრად რომ ამირჩიეს, ევროპელების თავისმოსაწონად, რუსეთი გავლანძღე და ლაციოს პრეზიდენტმა მითხრა, თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლით არ დაიღალეთო? იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი ხვდებიან რუსეთის ფასს და ძალას და ჩვენი პრეზიდენტი კი პუტინს `ლილიპუტინს~ ეძახის და `მედვედები მოდიანო~ _ დასცინის მედვედევს.

_ თქვენ კი, ეჭვი მაქვს, სააკაშვილი მალე რუსეთის აგენტს გიწოდებთ.

_ სულაც არ მეშინია! ვამბობ, რომ რუსეთის ლანძღვა ანტიქართულია. მითუმეტეს, ყველაფერი გაცილებით რთულადაა _ მძიმე თეორიაა დწერილი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. 6-7 მართლმადიდებელი ქვეყანა ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებაში მოვედით. არ ვიცი, ამ კათცმოყვარე რელიგიას ასე რატომ ებრძვიან ბზეჟინსკის თეორიით.

_ ვეღარ გავიგე, სააკაშვლი ხან რუსეთის თამაშს თამაშობს, ხან ამერიკის?

_ ვერ გეტვით. სააკაშვილი რომ კგბ-ს ჯარებში მსახურობდა ვიცი. გასაიდუმლოებულია სააკაშვილის პირადი საქმე, სადაც უშიშროების კვალი ჩანს. გავა დრო და გაირკვევა, რომ ჟვანიას სიკვდილის გარდა, ეს ადამიანები უამრავ უბედურებასთან არიან კავშირში. ფაქტია, სააკაშილის ოჯახში არის ქალბატონი, რომელიც აშკარად ამერიკის ინტერესია. ქართულიც და მეგრულიც საქართველოში ჩამოსვლამდე ისწავლა. კარგად მომზადებული იყო. დააკვირდით, რუსეთთან ორი სახელმწიფოა დაპირისპირებული და ორივეს პრეზიდენტს ამერიკიდან მოყვანილი მეუღლე ყავს. სააკაშვილი საკუთარ თავზე ფიქრობს და ასრულებს მათ ბრძანებებს, ვისაც ემსახურება. ზოგი ქმედებით დასტურდება, რომ ის ამერიკის მსახურია, ბევრი ქმედებით კი სარგებელი რუსეთმა მიიღო. ისე კი, რუსეთის აგენტებს მე იმ ადამიანებს ვეძახი, ვინც რუსეთს არ ელაპარაკება და თავის ქვეყენაში ყველაფერის გაკეთების უფლებას აძლევს. ამიტომაც ვებრძვი მე სააკაშვილთან ერთად მთელ სისტემას.

_ სისტემასთან ბრძოლას როგორ აპირებთ, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გაქვთ? ვისთან ითანამშრომლებთ?

_ უკრაინაში ერთი ქართველი, რომელიც აქტიურ პოლოტიკაში არ არის, გაკვირვებული იყო, ხელმოსაწერად სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნის ტექტსი გადმომიგზავნესო. გარედან მართულებისთვის მთავარია ხელი უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა მოაწერონ. ჩვენთვის კი დოკუმენტი არც გადმოუგზავნიათ. მათ ეროვნული სულის ადამიანები გვერდით არ აწყობთ. რაზე უნდა ვილაპარაკო, რუსეთში თურმე არიან ქართველები, რომლებსაც ეკლესიაში სააკაშვლის სურათები შეაქვთ და მათYსააკაშვილი ღისრების ორდენებით აჯილდოებს. ოპოზიციას ჰგონია, პრეზიდენტის გადადგომაა მთავარი. აქამდე ამბობდნენ, საპრეზიდნეტო ქვეყანა არ გვინდაო, ახლა ყველა საპრეზიდნეტო არჩევნებს ითხოვს. ვერ გაუგიათ რა სურთ. მე კი ვიცი, რომ ვებრძვი იმ ავადმყოფ სისტემას, რომელმაც მოიყვანა ეს ადამიანი. ავადმყოფი სისტემა ავადმყოფ ადამიანს ეძებს. სააკაშვილი თუ წავიდა, მაგრამ ბოკერია, რამიშვილი, უგულავა, ლომაია… დარჩა, რა აზრი აქვს? ჩემთვის ისიც მიუღებელია ებრძოდე სააკაშვილს და კულურულად შეხვედრები გქონდეს მერაბიშვილთან, ბოკერიასთან. 1994 წელს მქონდა შემოთავაზება ამ სისტემის წევრი გავმხდარიყავი, მაგრამ მირჩიეს ეკლესიას და ტრადიციებს თავი დაანებეო და უარი ვთქვი. კარგად ვიცი, რა ხდება _ დღესაც ხელისუფლების გაყოფა სურთ და არ უნდათ, ვინმე ხელისუფლების გარედან მოვიდეს.

_ ამ ფონზე ბრძოლა არ გაგიჭირდებათ, მითუმეტეს, რომ ოპოზიცია ძალიან დაქსაქსულია?

_ ეს იმიტომ, რომ ერთ ჯგუფს ამერიკა მართავს, მეორეს რუსეთი. არ იფიქროთ, რომ ირანიდან და თურქეთიდანაც არ ფინანსდებოდეს ოპოზიციაში ვინმე. საწყენია, რომ ვერ გაიგებ ვინ საიდან იმართება. ქართული ინტერესების გარდა, ყველას ინტერესს ემსახურებიან. უკადრებელს კადრულობენ. პოლიტიკოსები ერთმანეთს ტელევიზიით ან გაზეთებით ელაპარაკებიან. დიდი ხანია დებატებს ვითხოვ, ამერიკული ორიენტაციის გამყრელიძე და რუსული ორიენტაციის ნათელაშვლი დებატებზეც მოვიწვიე, მაგრამ უარი თქვეს. ერთ დღეს პარტიის ლიდერი იმის გვერდით დგას, ვიზედაც წინა დღეს მიმტკიცებდა, მაგასთან ვერ ვითანამშრომლებო. აშკარაა, ეს ყველაფერი გარედან კეთდება. მეგონა, ალასანია ოპოზიციაში გამთლიანების ელემენტებს შეიტანა, მაგრამ ვხედავ ამერიკისკენ ორიენტირებულ კურსს ირჩევს. ვნახოთ, ჯერ მას არ შევხვედრილვარ, ისე კი, მისდამი კეთილად ვარ განწყობილი. ისე, ამ პოლიტოლოგებს რა ვუთხრა, თორემ, უნდა შექმნან ვირტულაური სურათი, როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი ამ ეტაპზე. სხვათაშორის, გელათის აკადემიის პრეზიდენტ მიხეილ ქურდიანს აკეთებდა ამის მოდელირებას. სხვა ადამიანი გვჭირდება და სხვაგვარი სისტემა. არა ისინი, ვინც ახლა `ქამრების შემოჭერაზე~ ლაპარაკობს და უზარმაზარი დაცვით დადის. 8-ში ვნახე, გელათში პარლამენტის თავმჯდომარე შემოვარდა. დაცვის ბიჭები მეუფესთან ზურგით იდგნენ. ვინ არის ბაქრაძე? მასზე ხელს რომ აწევ, ღირსებას მიანიჭებ. დავით აღმაშენებლის ფრესკას ვუყურებდი, სიმდაბლით ამაღლებული ადამიანისა. ჩვენთან კი, სიმაღლით დამდაბლებულან, თანამდებობები უჭირავთ და არარაობები არიან. ამიტომ, მიმაჩნია, რომ აუცილებლად ქართული განწყობის პოლიტიკური ძალა უნდა ჩამოყალიბდეს.

_ და ვინ ჩამოაყალიბებს ამ ძალას?

_ თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში მე და ჩემი თანამებრძოლები განცხადებებს გავაკეთებთ. ჩვენი მიზანი იქნება _ საქართველო გარედან მართვადი ხელისუფლების გარეშე. თუ ქართველი ხალხი მხარს დაგვიჭრეს, 2 წლის შემდეგ ნდობის რეფერენდუმს ჩავატარებთ და თუ დანაპირებები შესრულებული არ გვექნება, მიტინგებისა და რეფერენდუმების გარეშე წავალთ.
ჩვენი პროგრამა ყველა სფეროში გაწერილია. ბოლო დროს, უკრაინაში, რუსეთსა და ევროპაში გაკვეთილებს ვღებულობ, ეკონომიკაში, ფილოსოფიაში, პოლიტიკაში… მიკვირს ამ პოლიტიკოსების, არც არაფერს კითხულობენ, არც გაკვეთილებს იღებენ, გონიათ რომ ყველაფერი იციან და საუკეთესონი არიან. გვერდით ისეთ ერთგულ, უშიშ და ისტორიულ პიროვნებას არ იყენებენ, როგორიც მაგალითად ირაკლი წერეთელია. მარტო ქუჩაში გამოსვლაზე ლაპარაკობენ. რომ გამოვიდეთ და არჩევნებიც ჩატარდეს, მერე რა? ამიტომ, კარგად დავფიქრდები, ვისთან ვისაუბრო. მინდა ისეთ ადამიანებთან ერთად გავიმარჯვო, რომლებთან გამარჯვებაც დამარცხებას არ უდრის. ახლა ჩვენ ასამბლეას უნდა ვქმნიდეთ და ოპოზიციის შესახებ კანონს ვწერდეთ. უნდა მივაღწიოთ, რომ ოპოზიციური ხმების გარეშე ხელისუფლებამ კანონი ვერ მიიღოს. ყველაფერზე უნდა შევჯერდეთ, ჩამოვწეროთ და ყველამ მოვაწეროთ ხელი. ვინც გაიმარჯვებს, ვალდებული იქნება, შეასრულოს. ასე ბალანსს დავიცავთ და ვერავინ გაყოყოჩდება.

_ არა მგონია ასამბლეის შექმნა მოხერხდეს. გაზაფხულზე აქციები რომ დაიწყოს, ოპოზიციას არ შეუერთდებით?

_ ტრივიალური გამოთქმაა, მაგრამ ვიქნები ხალხთან. ისე, ქუჩის პრეზიდენტი, პოლიტიკოსი, პარლამენტი უნდა დამთავრდეს. დიდი ხანია, საქართევლოში მოდიან ისინი, ვინც ქუჩაში კარგად ყვირის. ქუჩა მაშინ ამართლებს, თუ იქ გონება, შეთანხმებული პოლიტიკა გამოდის. და არა სიძულვილი სიძულვილის წინააღმდეგ. სააკაშვილი თანამდებობის მოსალოდნელი დაკარგვის შიშით გაბოროტებული პრეზიდენტია. გაბოროტებულია ოპოზიციაც და ამ ფონზე, შეიძლება უარესი ტრაგედია, უფრო დიდი ბოროტება მივიღოთ. მითუმეტეს, რომ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური თეორიები აბსოლურტურად სხვაგვარია. ამერიკელებმა დადეს დასკვნები, რომ 2025 წელს მსოფლიოში პირველი ჩინეთი იქნება, მეორე ქვეყანა კი ინდოეთი. რუსეთ-ჩინეთის მოსალოდნელი შეერთებაა დღეს ყველას თავსატეხი და საფრთხე. მათთან გამაოგნებელ კომპრომისებზეც წავლენ და სად სცალია მსოფლიოს საქართვველოთვის? ამიტომ, საკუთარ თავს უნდა მივხედოთ და გავითვალისწიმოთ, რომ საქართველო ევროპა-ამერიკა-რუსეთს შორის ბალანსის ქვეყნად უნდა იქცეს.

გაზეთი ”ახალი ვერსია” 2009 წლის თებერვალი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *