(ghn)თემურ შაშიაშვილი: ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო მოხელეს პენსიონერზე 20-ჯერ მეტი ხელფასი არ აქვს

509ამ 6 თვის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ წარმოუდგენლად ბევრი რამ გააკეთა, ამის მიუხედავად ვამბობ, რომ ივანიშვილის მთავრობას სამჯერ მეტის გაკეთება შეეძლო. ამისთვის მარტო პრემიერის ავტორიტეტი იყო საკმარისი განსაკუთრებით მომწონს, რომ ამ ხელისუფლებამ სოფელზე დაიწყო ზრუნვა. სააკაშვილის შანტაჟი რომ არა, უფრო მეტი იქნებოდა გაკეთებული. – აცხადებს თემურ შაშიაშვილი. თუმცა აქვე ის გამოთქვამს ახალი მთვრობისადმი კრიტიკულ მოსაზრებებსაც.
„ ადამიანი დღეს საქართველოში ბიზნესში ვერ შოულობს იმდენ ფულს, რამდენსაც სახელმწიფო სამსახურში იღებს ხელფასის სახით და ეს ჩაითვალა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად!.. ადამიანს აღარ უნდა ბიზნესში წასვლა, მთავარია შეძვრეს სახელმწიფო სამსახურში, რადგან იქ უფრო მეტი გარანტიებია, ვიდრე სხაგან. ეს არის კატასტროფა. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო მოხელეს პენსიონერზე 20-ჯერ მეტი ხელფასი არ აქვს. სახელმწიფო მოხელეს, როცა ამხელა ხელფასს უნიშნავ, რადგან უფრო ნაკლები შეიძლება არ ეყოს, წარმოიდგინეთ პენსიონერმა არსებული პენსია როგორ უნდა იმყოფინოს?

დღეს ქვეყანას ჰყავს მდიდარი ხელისუფლება და სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის 90%. სწორედ ეს არის ანომალია.”

„თეთრების” ლიდერი საუბრობს ამ ბოლო დროს მოსახლეობაში იმედგაცრუების ტენდენციებზე.
„ ის ადამიანები, ვინც რეალურად „ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოიყვანა, ხმა მისცა და ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალა, ახლა ქუჩაში გაღატაკებულები არიან. ახალმა ხელსიუფლებამ დასაქმება დაიწყო ოჯახებიდან,. ასაქმებენ ძმაკაცს, დაქალს, მეგობარს და არ ზრუნავენ იმ ძმაკაცს, დაქალს, მეგობარს, და არ ზრუნავენ იმ ადამიანებზე, ვინც ქვეყანას სჭირდება. ასე იყო მოქკავშირის”, აღორძინების”, ნაცმოძრაობის” დროს და ახლაც ასე ხდება. მე ბიძინა ივანიშვილისაგან მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვ -, კონკურენტული გარემოს შექმნას. ყველას უნდა მიეცეს საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება. პირველ ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს იყო ბრძოლა არსებობისათვის. დღეს ბატონ ბიძინას ვთხოვ, რომ დამთავრდეს ბრძოლა არსებობისათვის და ყველა ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინოს.” – აცხადებს შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *