(newsplus)შაშიაშვილი: 26 მაისს სააკაშვილს აღლუმის ჩაბარების უფლებას არ მივცემთ

Capture 1126 მაისს, მიხეილ სააკაშვილს აღლუმის ჩაბარების უფლებას არ მივცემთ და სააკაშვილის გასამართლების პროცესი სწორედ 26 მაისს დაიწყება!

აცხადებს სახალხო კრების მთავარი საბჭოს წევრი, მოძრაობა ,,თეთრების’‘ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას.

მისი თქმით, ნაცმოძრაობის 90%-სთვის სააკაშვილი უკვე მიუღებელია, რადგან იციან, რომ ეს ადამიანი მათ პოლიტიკურ მომავალს ღუპავს, მაგრამ სუსტები არიან და ამას ხმამაღლა ვერ ამბობენ.
“ჩვენი პირველი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. პარალელურად, ნაციონალების იმპიჩმენტს დავიწყებთ და სასამართლოში სარჩელსაც შევიტანთ. ქვეყნისთვის აუცილებელია, ვადამდელი არჩევნები სექტემბერში ან მაქსიმუმ, 2014 წლის მაისში გაიმართოს. თუ საქართველო ბიძინა ივანიშვილსაც უყვარს, ეს ნაბიჯი უნდა გადადგას, რადგან არსებული პარლამენტი სამარცხვინოა. იმ მილიონნახევარ ხელმოწერას, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ შევაგროვეთ, ახლა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნისკენ მივმართავთ. იმაზეც შევთანხმდით, რომ წელს, 26 მაისს, მიხეილ სააკაშვილს აღლუმის ჩაბარების უფლებას არ მივცემთ და სააკაშვილის გასამართლების პროცესი სწორედ 26 მაისს დაიწყება!”,- განაცხადა შაშიაშვილმა

სააგენტო “ნიუსპლუსი”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *