ფეისბუკის კამათები.

facebookვადამდელი არჩევნები

პირველი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა. პარალელურად, ნაციონალების იმიჩმენტს დავიწყებთ და სასამართლოში სარჩელსაც შევიტანთ. ქვეყნისათვის აუცილებელია, ვადამდელი არჩევნები სექტემბერში, ან მაქსიმუმ, 2014 წლის მაისში გაიმართოს, თუ საქართველო ბიძინა ივანიშვილსაც უყვარს, ეს ნაბიჯი უნდა გადადგას

Besiki Adamia წელს სჯობია,რაღაც ფორმაა მოსაგონი,თორემ ისეთი ხალხი შედის პარლამენტში პარტიულ სიებს ამოფარებულები,რომ პარლამენტარების 5-10 პროცენტი თუ იმსახურებს მხოლოდ ხალხის სიმპათიებს ! ეს პარლამენტი არ ამართლებს და მას ,,გარდამავალის,, სახელი უნდა დაერქვას !

Giorgi Baqradze ბრძოლის არასწორი მეთოდია, ნუ მივესწრაფით ხელისუფლებაში მოსასვლელად, რადგან მე ქვეყანას მეტად ვუშველი. პირველ რიგში ეს მოღვაწეობით უნდა დამტკიცდეს.

Gia Gole პარალელურად, ნაციონალების იმიჩმენტს დაწყებისას მეოცნებეების იმპიჩმენტიც უნდა დაიწყოს, სანამ დაგვანგრევენ ქვეყანას თავზე, არაფერი ამათმა არ გააკეთეს რაც ხალხს დაპირდნენ, ფასების დაწევის ნაცვლად წყლის ტარიფი გაუზარდეს კომპანიებს, ზოგიერთი რეგვენი აკომენტარებს, მერე რა მოსახლეობას ხომ არ გაუძვირესო. იმას ვერ ხვდება, რომ ის კომპანია მის პროდუქციას მოუმატებს ფასს და მას სხვებიც მიბაძავენ, მემგონი ოცნება ხალხმა იმისთვის აირჩია, რომ სამართლიანობა დამყარებულიყო, რაც არ შესრულდა, იგივე კურსით მიაქანებენ ქვეყანას უფსკრულში, რომლითაც ნაცები, განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ოცნება უფრო აჩქარებული ტემპით აკეთებს, ცოტახანში ვიხილავთ ბათუმში დიდ მეჩეთს, თბილისში ეჩმიადინებს, ვიხილავთ ასევე როგორ წაიღებს ბათუმს თურქეთი, როგორ წაიღებს ახალციხეს სომხეთი, ხოდა სანამ დროა ჯობია გამოფხიზლდეს ნამდვილი ოპოზიცია, აქ განცხადებების გამოქვეყნებას ჯობია იმოქმედოთ, გავიდა ის დრო რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ რამე დადებითი გაკეთებულიყო ქვეყნისთვის, შეიკრიბოს სახალხო კრება გამოაცოცხლოს ხალხი, რომელიც უკვე დაიღალა და რწმენა დაკარგა ყველას და ყველაფრის მიმართ, ნუ მივცემთ ნურავის იმის უფლებას, რომ გადაგვაჯიშონ და წაგვრთვან ენა, მამული, სარწმუნოება.

Giorgi Baqradze ამერიკამ ეტყობა მეოცნეები იმიტომ მოიყვანეს ხალხი დაეწყნარებინა იქამდე სანამ გონს მოვალთ და ახალ ძალებს მოვიკრებთ, მანამდე უნდათ მოასწრონ ჩინელების, ინდოელების, თურქი მესხების ჩამოსახლება, მეჩეთების აშენება და მიწების გაყიდვა. ამით ჩვენს შესუსტებას ფიქრობენ

Gia Gole ფიქრობენ და გამოსდით კიდეც, ერთსულოვნება არვიცით ქართველებმა, ერთმანეტის გატანა და გვერდითდგომა არ შეგვიძლია, თორე ვერცერთი ხელისუფალი ვერ გაბედავდა იმას რასაც ბედავდნენ მოქ.კავშირი, ნაცები და ეხლა მეოცნებეები
Rolandi Imereli ღატომღაც ვფიქრობდიასეთ ნაბიჯს..არჩევნების უმალვე გადადგამდა ბიძინა..ყბადაგებული..გიჟი, სატანა…რატომ უნდა რჩებოდეს პრეზინდეტად..

Rolandi Imereli უნდა ჩამოყალიბდეს დასჯის, პასუხისგების ინსტიტუტი..კანონიერად. სანამ ეს არ მოხდება საქართველოში, მანამ იქნება განუკითხაობა…მოვიდა შევარდნაძე გადასცა აფხაზეთი..მოვიდა მიშა..დაუკანონა..მისცა ყველაფერი რუსეთს..ეხლა უნდა დაველოდოთ როდის დაუმთავრდება მის მიერ მოგონილი საპრეზიდენტო ვადა..და დამსახურებული კაცივით არხეინად გავუშვათ..ესეთი სატანები უნდა გასამართლდენ მთელი სიმკაცრით..

გიორგი ბაქრაძე: ეხლა რაც შეეხება ჩვენს ერთად დგომას და ერთსულოვნებას. ეხლა უნდა ვიკითხოთ რაში მდგომარეობს ეს პატივისცემა და როგორ აღვადგინოთ, რა არის საჭირო ამისთვის. ზდილობის, ზნეობის, წესიერების და მორალის დაცვა, ამის გარეშე ძნელია ერთად დგომა, რადგან როგორი მამულიშვილიც არ უნდა იყოს კაცი თუ ის უზრდელია ძნელია მასთან ერთად დგომა …

 

„მე მეგონა, ბიძინა ივანიშვილი არ დაუშვებდა იმას, რომ პენსიონერზე ოცჯერ მეტი ხელფასი ხელისუფლებაში ვინმეს ექნებოდა, მაგრამ შევცდი.

სტატუსი : “წარმოგიდგენიათ? ადამიანი დღეს საქართველოში ბიზნესში ვერ შოულობს იმდენ ფულს, რამდენსაც სახელმწიფო სამსახურში იღებს ხელფასის სახით^და ეს ჩაითვალა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად!.. ადამიანს აღარ უნდა ბიზნესში წასვლა, მთავარია, შეძვრეს სახელმწიფო სამსახურში, რადგან იქ უფრო მეტი გარანტიებია, ვიდრე სხვაგან. ეს არ არის კატასტროფა?“

Apollon Gabriadze კი ბატონო, ასეა ეს, კატასტოფა დიდი ხანია დადგა საქრთველოში, ახალ უნდა გამოვასწოროდ საქმე. აქტიურობაა საჭირო, ჩვენს გასაკეთებელს სხვები ვერ და არც გააკეთებენ.

Giorgi Tavadze აი აქ კი ვერ დაგეთანხმებით ბატონო თემურ. სულ საქართველოს ერთი პრემიერ-მინისტრი და 19 მინისტრი ყავს…. მათ 8 მილიარდიანი ბიუჯეტი უნდა განაგონ და თან სხვა შემოსავალი არ უნდა ჰქონდეთ… ჰქონდეთ 7000 ლარამდე. და პრემიები აღარ ექნებათ…. და მესმის პედაგოგზე თქვათ, მათზე მაღალი ხელფასი აქვთო, რადგან მათ სკოლებშივე უნდა ჩამოუყალიბონ ზნეობა, მომავალ მინისტრებს…. მაგრამ ამას პენსიონერებზე,რომ ამბობენ ცოტაარიყოს დემაგოგია მგონია მე, პენსია უნდა იყოს პენსია, რომელიც მხოლოდ საქვეყნო საქმეებისგან გარიდებულ და უმოქმედობაში მყოფ ადამიანებს ეძლევათ…. და მინისტრები, რომლებიც სულ ოციოდეა, მათ ქვეყნის ბედიღბალი აბარიათ ხელში…

Теимураз Шашиашвили მსოფლიოში ათვლის სისტემა მინიმალური ხელფასიდან იწყება და ასეთად პენსიაა მიღებული…მსოფლიოში არსად პენსიონერის პენსიაზე 20 ჯერ მეტს არც ერთი ხელისუფალი არ ირებს…ეს არის ზნეობრივიც და სამართლიანიც…არც ართს და არც მეორეს დემაგოგიასთან საერთო არაფერი აქვს

Giorgi Tavadze კი გეთანხმები,რომ ძლიერ და შეძლებულ სახელმწიფოებში მასეა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ჯერ გარდამავალ პერიოდშია და გასაგებია პენსია, რატომ არ არის მაღალი… თან 150 ლარი გახდება და მერე უფრო მეტი იქნება, ხოლო მანამდე მინისტრების ხელფასის მდგომარეობა აუცილებელია, რომ გარდამტეხი ეტაპი სწრაფად და ფრთხილად გადალახონ, თან პრემიების მახინჯი ფორმა ბატონმა ბიძინამ მოსპო…. მერედა ამდენ ღრეობაზე და ტაშპანდურზე უარი თქვეს… მე უფრო მეტ დამაჯერებელ არგუმენტებს ველოდი თქვენგან ბატონო თემურ…

Tinatin Kurdadze ჩვენ თუ ამოვწყდებით პენსიონერები მეტი ფული დაგრჩებათ, ესაა მეოცნებეების ლოგიკა?!

Giorgi Tavadze ვწუხვარ ქალბატონო ,რომ თქვენი ლოგიკა უცნაურიააა…

Теимураз Шашиашвили მე ვლაპარაკობ სისტემაზე და მინიმალურ ხელფასზე…ვამბობ იმას,რომ მიიღე ხელისუფალმა დიდი ხელფასი,მაგრამ 20-ჯერ ნაკლები მაინც დანიშნე მინიმალური ხელფასი…შეიძლება საქართველოში მერი,საკრებულოს თავჯდომარე,გუბერნატორი მეტს იღებდეს ბიუჯეტიდან,ვიდრე ლატვიის პრეზიდენტი ლატვიის ბიუჯეტიდან?

Bela Oniani მე იმედი მაქვს რომ ეს სააკაშვილის კანონების ნარჩენია და ჯერჯერობით ვერ (თუ არ) ასწორებენ

Giorgi Tavadze მინიმალური კიდევ მესმის, მაგრამ ის ,რომ მიჯნისტრს ხელფასი არ ჰქონდეს მაღალი არ ვეთანხმები… მე მგონია ბიძინამ ,როგორც ადრე, თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე წაახალისა მინისტრებზე დანამატი, თორემ 5000 ლაზე მეტი,რომ ყოფილიყო მე პირადად წინაარმდეგი ვიყავი….

Nino Berberashvili მე უფრო მეტსაც გეტყვით,დაბალ კონტიგენტიან სკოლის დირექტორებს ხელფასი 300 ლარი აქვთ.ასეთი სკოლები კი დაახლოებით 800 მაინც არის.

რეზო ყურაშვილი ჩვენ თუ ვეღარ ვიარსებეთ და აღარ დავრჩით ამ ქვეყანაზე, მერე ასწორონ რამდენიც უნდათ, თუ ვინმეს გონია , რომელიმე მინისტრზე ნაკლები მოთხოვნილება ან გემოვნება მაქვს , ძალიან ცდება…

Теимураз Шашиашвили საქართველოში მერი,გუბერნატორი მეტს იღებს ბიუჯეტიდან,ვიდრე პრეზიდენტი ლატვიაში…ლატვიაში მინიმალური ხელფასი და პენსია 500-600 ის ფარგლებშია

Zurab Bragvadze თქვენი ხელისუფლების დროსაც ასე არ იყო ბატონო თემურ? 8 ლარიანი პენსიონერი თქვენ დროს არ იყო თუ მეშლება რამე? მაშინაც მინისტრების, მერების და გუბერნატორების ხელფასები ოცჯერ და მეტჯერ აღემატებოდა პენსიებს..ასე რომ არ გინდათ რა…

Dali Lanchava მარტო 20-ჯერ მეტს თუ სჯერდებიან დიდი მიღწევაა.არა მგონია გაქსუებული ვაიპოლიტიკოსები 2000 ლარს ჯერდებოდნენ.

Теимураз Шашиашвили ბატონო ზურაბ,თქვენივე ტონით არ დაგელაპარაკებით…გიდასტურებთ პატივისცემას და გაჭვდით რეალურ ინფორმაციას:საქართველოში ჩემი ხელისუფლება არ ყოფილა-მოქკავშირის იყო,მისი წევრი არასდროს ვყოფილვარ,მისგან შერისხული კი….სწორედ იმის გამო,რომ მე მათგან განსხვავებულ პრინციპებს ვამკვიდრებდი,სადაც ეს შემეძლო.როცა ქვეყანაში მინ.ხელფასი 8 ლარი იყო-ქუთაისში 60…მასწავლებლის ხელფასი 1 ლარით მეტი იყო,ვიდრე ქალაქის მერის და 100 ლაეის ფარგლებში იყო…ლიცეუმის წარჩინებული სტუდენტის სტიპენდია 10-ჯერ აღემატებოდა პრეძიდენტის ხელფასს…რექტორი 400 დოლარის შესაბამისს კუპონს იღებდა…თუ დაგჭირდებათ,მოგცემთ მაშინდელი რექტორის,ბ-ნი მაგალი თოდუას ტელეფონს და ის დეტალებში გეტყვით ბევრ სხვა რამესაც…გთავაზობთ ერთად ჩასვლას ქუთაისში და შეხვედრას იმ პერიოდის პედაგოგებთან,პროფესორ-მასწავლებლებთან..

ნZurab Bragvadze მეც გიდასტურებთ პატივისცემას კიდევ ერთხელ ბატონო თემურ…თქვენი გაბრაზება და წყედნა არც მიფიქრია და არც მინდოდა…ისე კაცმა რომ თქვას, რა პრინციპული მნიშვნელობა აქვს თქვენ მოქკავშირის წევრი იყავით თუ არა….თქვენ იყავით იმ ხელისუფლების ერთ-ერთი ცნობილი, ცნობადი, გავლენიანი და წონადი წევრი. მე ქუთაისი არ მიგულისხმია. ვიცი იმ დროის ქუთაისში ბევრი ისეთი რამ ხდებოდა, რაც წარმოუდგენელი იყო დანარჩენი ქვეყნისთვის, მაგრამ რა ვუყოთ იმ სამწუხარო რეალობას, რაც იმ დროს ხდებოდა სახელმწიფოში. თქვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ალბათ ისიც იყო, რომ ქუთაისი გამონაკლისს წარმოადგენდა თუნდაც პედაგოგთა ანაზღაურების მხრივ…მე ხომ ქუთაისზე არ დამიწერია, ზოგადად მაშინდელ ვითარებაზე ვწერდი….ანუ თუ ეს თქვენს ქალაქში იყო შესაძლებელი, რატო იყო შეუძლებელი სხვა ქალაქებში…

Теимураз Шашиашвили მე ამას მაშინ ვეუბნებოდი მოქკავშირს და მის თავჟდომარეს ე.შევარდნაძეს და გენმდივანს მ.სააკაშვილს…იქნებ ნახოთ ჩემი გამოსვლა პარლამენტში 1996 ჭლის 13 ივნისს

და ეს ნაწილიც http://www.tetrebi.org/?p=7052
მოღალატე პოლიტიკოსთა ეპოქა უნდა დამთავრდეს

საქართველოში უნდა დამთავრდეს მოღალატე პოლიტიკოსთა ეპოქა: ბევრი, ვინც გამსახურდიას შემოჰყვა პოლიტიკაში, გამსახურდიას ღალატით დარჩა შევარდნაძესთან, შევარდნაძით დამკვიდრდა. იგივე ადამიანები შევარდნაძის ღალატით დარჩნენ სააკაშვილთან, სააკაშვილით მოსულებმა და დამკვიდრებულებმა სააკაშვილით და მისივე ღალატით მოიპოვეს სამი რამ: პოლიტიკური დივიდენდები, გავლენა და ფული. და სწორედ მათზე დაყრდნობით აპირებენ პოლიტიკაში და ხელისუფლებაში დარჩენას. დააკვირდით და დარწმუნდებით, რომ ეს მოღალატეები კარგად ცხოვრობენ, ხალხსაც კარგად ეფარისევლებიან, ხალხის გაღარიბებით კი სულ უფრო მდიდრდებიან. ამას ჰქვია ”პოლიტიკური პროსტიტუცია”. დღეს სწორედ ასეთი ეპოქა დგას, დროა, იგი დამთავრდეს, ამ უმსგავსოებას წერტილი უნდა დაესვას და იგი ხალხმა უნდა დასვას ქართული ცნობიერების, მაღალი ზნეობისა და მორალის მქონე პოლიტიკოსების სასარგებლოდ.
Ксатуна Чиковани რა გამოლევს ქვეწარმავლებს საქართველოში

Manana Gogolauri სანამ ხალხი მართლმადიდებელ ჭეშმარიტ ქრისტიანობასა,ქართველი ერის სულიერ მისიას არ შეიმეცნებს და ტრადიციად არ გაიხდის მაგის დიდი იმედი ნუ გექნებათ,ბატონო თეიმურაზ!
Manana Gogolauri ისე, კი მართალი ბრძანდებით,მრავლადა გვყვანან “ეძგვერაძე ბარნაბები” , ერს კი ჭირდება ისწავლოს თვისი სულიერი მისია!!!!!!!!!!!! მხოლოდ ეს გადაგვარჩენს!

 

ნახეთ შემზარავი კადრები, როგორ გადაწვა პანკისი ვანო მერაბიშვილმა!!!!!

Nana Tatiashvili არ მგონია იმ კადრებზე უარესი იყოს, მხედრიონმა რაც სამეგრელოში დაატრიალა!… კარგი იქნება ყველაფრის კომპლექსში მიმოხილვა… თქვენ რა აზრის იქნებით ამის თაობაზე, ბატონო თემურ?

Теимураз Шашиашвили ჩემზე დიდი მოწინააღმდეგე მხედრიონს არ ჰყავდა,ამას თვით მხედრიონელები ამბობდნენ…ამის დასტურია ის ფაქტიც,რომ ქუთაისში მხედრიონი არ იყო…გუბერნატორი რომ გავხდი,პირველი რაც გავაკეთე ზესტაფონი გავანთავისუფლე მისგან,სამტრედიის მხედრიონი გასამართლდა,როგორც ბანდა…რაც მათ სამეგრელოში გააკეთეს,ეს იყო ქვეყნის ღალატი.სწორედ ამის გამო იყო,რომ პირადად გადაუკეთე გზა სამეგრელოდან მომავალ ნაზარცვით სავსე მანქანებს და ნაზარცვი,მათ შორის ორი მანქანა,რამდენიმე მსხვილფეხა საქონელი…ეს შეგიძლიათ მაშინდელ პრესაშიც ამოიკითხოთ…შემზარავი იყო,როცა მძარცველი კენჭაძე ნაციონალების ციაში 25 ნომრად მოხდა …შემიძლია გავიხსენო ქალბატონ თევდორძის მძიმე გამოთქმები ჩემს მიმართ მხედრიონელების წინააღმდეგ ბრძოლის გამო…მაგრამ რა სასტიკიც არ უნდა ყოფილიყო მხედრიონი,როგორ შეიძლება იმის მოთმენა და პატიება მებაბიშვილის არაადამიანური ქმედებების…და საერთოდ,ფეისბუკი არის მგობართა შერჩევა და მათთან მეგობრული კამათი…ვისაც ეს არ ესმის,ის ებრძვის ერთ-ერთ მთავარ ქართულ ღირებულებას-მეგობრის ინსტიტუტს….

Мухран Курцхалия შთაბეჭდილება რჩება ისეთი, რომ „ქართული ოცნება“ შეხმატკბილებურად მუშაობს ნაცმოძრაობასთან ერთად, თუ ასე არ არის, რატომ არ გვაწვდიან ცნობებს, თუ ვინ დაისაჯა ყველაფერ ამაზე, რაც მოხდა, ათასობით ხალხს წაართვეს ქონება, უამრავი მოკლული, ნაცემი და დასახიჩრებული. ჭიათურაში 27 ივნისს რომ მოკლეს ექიმი ალექსანდრე ხახიშვილი ნაცმოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა მალხაზ თუთარაშვილმა და მისმა ოჯახის წევრება, ამაზე რატომ არაფერი ისმის, ვინ მისცეს პასუხისგებაში? სააკაშვილმა რომ ჩამოათესლა 27000 თურქი, ამაზე თუ ფიქრობს რამეს ხელისუფლება? 150000 ჩინელის ჩამოთსლებასაც რომ აპირებენ, ამაზე რაღას იტყვიან? მოილედ, იგივე მეორედება, ნაცმოძრაობას მოქკავშირის ხალხი მოყვა, ოცნებას კი ნაცმოძრაობის და ჭამენ პურს ტკბილად

ის ადამიანები, ვინც რეალურად „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოიყვანა, ხმა მისცა და ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალა და ამაში ცუდი არაფერია, ახლა ქუჩაში გაღატაკებულები არიან. ახალმა ხელსიუფლებამ დასაქმება დაიწყო ოჯახებიდან, ასაქმებენ ძმაკაცს, დაქალს, მეგობარს და არ ზრუნავენ იმ ძმაკაცს, დაქალს, მეგობარს, და არ ზრუნავენ იმ ადამიანებზე, ვინც ქვეყანას სჭირდება. ასე იყო მოქკავშირის“, აღორძინების“, ნაცმოძრაობის“ დროს და ახლაც ასე ხდება.
Rolandi Imereliიდეალური მხოლოდ ღმერთია. ბიძინა უკეთესია რაც შეიძლება ყოფილიყო საქართველოში….

Marina Babluani ბიძინა და მიშაც ერთი ხიდან არიან

Nestani Nebulishvili წავიკითხე და რაღაც სევდით ამევსო გული. სევდით, დაუნახაობაზე, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებიც თავის დროზე მხოლოდ იმიტომ შეარჩიეთ, ”აღმოაჩინეთ” და დააწინაურეთ , რომ ნიჭიერები იყვნენ. ხალხს ყველაფერი ავიწყდება, მაგრამ მთლად ყველაფერი – არა და იმ ქუთაისმა, რომელსაც თქვენ უყვარხართ, იცის ეს

Jumber Kiria ნაციონალები რომ მოვიშოროთ, ბატონო, თემურ, რესპუბლიკელებს ვერ მოიშორებთ… ამერიკას ასე უნდა და იმიტომ. ჩვენ დაპყრობილი ქვეყანა ვართ. რატომ არ ვამბობთ ამას პირდაპირ?!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *