თემურ შაშიაშვილი: “ივანიშვილმა უნდა დაასრულოს ნაცების პარპაში ქვეყანაში…”

509“ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებით შეძლო უდიდესი რამ, ახლა ან უნდა გაჩერდეს და თქვას, რაც შევძელი, ეს არის, დანარჩენი პოლიტიკურმა პარტიებმა და ხალხმა გააგრძელეთო, ან დაასრულოს “ნაცების”პარპაში ქვეყანაში. – ,აცხადებს “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი

1„თეთრების“ მოთხოვნა არის თანმიმდევრული, დაჟინებული, უკომპრომისო – ნაცმოძრაობა, როგორც დამნაშავე ორგანიზაცია, უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. (იხ.“ნაცმოძრაობა  თავის ადგილზე!”)

 

“პრემიერ-მინისტრი ხვდება ჟურნალისტებს, რედაქტორებს, არასამთვრობოებს, მოსწონს ისინი თუ არა, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური მომავალი დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტიებთან. ყველაზე მეტად პოლიტიკურ ნაწილს სჭირდება რეფორმა, რადგან საქართველოში პოლიტიკიდან განდევნილია გონება და მძლავრობს პოლიტიკური ემოცია, რომელიც პოლიტიკურ ამბიციას ემსახურება. ამიტომ არის ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში. – მიაჩნია თეთრების ლიდერს.

თემურ შაშიაშვილის დამოკიდებულება ე.წ. პოლიტიკურ ცენტრებთან დაკავშირებით:

“ბატონი ბიძინა ამბობს, რომ ვინც მას მოსწონს, თურმე იმ პარტიებმა უნდა შექმნან მესამე ცენტრი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ ის ნაციონალურ-პოლიტიკურ სექტას ოპოზიციად აღიარებს და მეორე ცენტრად თვლის, ეს არის სამომავლო ბომბი. ..”

1“თეთრების” პოზიცია: „ნაციონალური მოძრაობა“არის არა პარტია, არამედ პოლიტიკური სექტა.რომლის ერთ-ერთი ლიდერი, ვანო მერაბიშვილი ამბობდა, რომ მას სურს ქართველ ხალხს მენტალიტეტი შეუცვალოს (ეს ფაშისტებსა და ბოლშევიკებსაც კი არ უთქვამთ); (იხ. “ეს მარაზმი უნდა დასრულდეს”) რომლის გენერალური მდივანი ამტკიცებს „მე, არც მართლმადიდებელი ვარ და საერთოდ არ ვცნობ რელიგიას, ქართულ ტრადიციებს პატივს არ ვცემ…“

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *