( ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: “ივანიშვილმა პრეზიდენტი მიწაზე დადო”

რატომ მიდის ივანიშვილი თავისთვის პოლიტიკურად წამგებიან ნაბიჯზე?

509თემურ შაშიაშვილი ივანიშვილის მხრიდან აგვისტოს ომის გამოძიების დაწყებას ვაჟკაცურ ნაბიჯად აფასებს და გამორიცხავს, რომ ამაში პრემიერი პრეზიდენტის პოლიტიკურად განადგურებას ისახავდეს მიზნად.

” თეთრების” ლიდერი დარწმუნებულია, რომ ომის გამოძიება საქართველოს მსოფლიოს თანამეგობრობაში უფრო უკეთესად წარმოაჩენს. ქვეყნის შიგნით კი ქართველები დაინახავენ, თუ რაოდენ საშიში და ანტისახელმწიფოებრივი ძალის მმართველობის ქვეშ იყო ქვეყანა 9 წლის მანძილზე.

რაზე გათვალა ბიძინა ივანიშვილმა და რატომ წავიდა მისთვის პოლიტიკურად წამგებიან ნაბიჯზე? – ამ საკითხების ირგვლივ გთავაზობთ ინტერვიუს „თეთრების“ ლიდერ თემურ შაშიაშვილთან.

– ბატონო თემურ, როგორ შეაფასებდით აგვისტოს ომის ხელახალ გამოძიების ინიციატივას. რამდენად ობიექტურია პრეზიდენტი და მისი გუნდი, რომელიც ამ ინიციატივიდან გამომდინარე აცხადებს, რომ ივანიშვილი საქართველოს კომუნიზმისკენ მიაქანებს

– ეს ისეთი აბსურდია და საერთოდ კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რეალურად, მე 165963_453832088018846_1007660344_nმგონი, ურწმუნო თომასაც კი აღარ აქვს ეჭვი, რომ სააკაშვილი დასაბმელია. მისი ყოველი გამოსვლა უფრო მეტია, ვიდრე მტრობა ერთი ქვეყნის, ერთი ხალხის. ეს არის უკვე გაბოროტებული კაცი. ომის საკითხის დაყენებამ ის მდგომარეობიდან გამოიყვანა. წესიერი და პატიოსანი რომ იყოს ამ საქმეში, გამოძიება მას უნდა აწყობდეს. სააკაშვილს უნდა აწყობდეს ახლა, თუ რაიმე კარგი აქვს ნაკეთები, უნდა აწყობდეს ამ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა. რაც შეიძლება საზოგადოების ფართო მონაწილეობით, რომ ის ბევრი ეჭვი, რომლებიც ომთან დაკავშირებით არსებობს, გააქარწყლოს. აქ არის საუბარი, თითქოს ყველაფერი გამორკვეულია. რა, უცხოელები იმას გამოირკვევდნენ, ქართული ჯარის მართვა როგორ მიდიოდა? ვინ ეკითხება ამას უცხოელს. რაზეც ესენი დავობენ, ომის დაწყებას გვაბრალებთო, ტალიავინის კომისიაში წერია, რომ ფართომასშტაბიანი ომი სააკაშვილმა დაიწყო. ამაზე არ გამოუთქვამს სააკაშვილს არაფერი. მაგრამ ის არის ჩვეულებრივი მონა, რომელიც თავის ხალხს ექცევა, როგორც ჩვეულებრივი დიქტატორი, ხოლო უცხოელებს ფეხქვეშ ეგება. დღეს სწორედ ამ უცხოელებისადმი მონობით უნდა თავი ისევ გადაირჩინოს. ხმა არ ამოუღია მას, რომ ტალიავინის კომისიაში დაიწერა ასეთი მძიმე რამ. მაშინ შეწუხებული ვამბობდი, რას ითმენს სააკაშვილი, ასეთი რამ დაიწერა მასზე-მეთქი. მე არ ვიცოდი, 9-ში თუ ასეთი ოფიციალური დოკუმენტი იყო შექმნილი. ეს არის ქვეყნის მტრობა, სადაც პირდაპირ უწერია, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილების შემოსვლა დაიწყო 8 აგვისტოს. ეს მაშინ, როცა მთელმა საქართველომ ვიცოდით, რომ რუსები უკვე შემოსულები იყვნენ. მე ვამბობ: ეს გამოკვლევა დაადასტურებს, რომ სააკაშვილი დაეხმარა რუსეთის ხელისუფლებას, თავისი მზაკვრული მიზნების განხორციელებაში.

– ანუ დროული და აუცილებელია აგვისტოს ომის გამოძიება?

– არათუ დროული და აუცილებელი, დაგვიანებულიც არის. სააკაშვილი მდგომარეობიდან გამოვიდა,როდესაც აგვისტოს ომის გამოძიებაზე დაიწყო საუბარი. ხმამაღლა ვამბობ, სამართლიანობის პრინციპი იმ ომთან დაკავშირებით საქართველოსთვის არის უმნიშვნელოვანესი. გერმანიამ რით მოიგო? გერმანია, რომელიც ფაშიზმს დაუპირისპირდა, მთელი მსოფლიო გვერდით დაიყენა იმიტომ, რომ თვითონ ებრძოდა ფაშიზმს. თვითონ დაგმო ჰიტლერი, თვითონ შეუწყო ხელი ნიურნბერგის პროცესს, რასაც ახლა სააკაშვილი და მისი დამქაშები ყვირიან. ამას ყვიროდნენ მაშინ, თუმცა გერმანიის ინტელექტუალური ნაწილი დაეთანხმა ფაშიზმთან დაკავშირებით ყველაფერი შესწავლილი ყოფილიყო. ისინი მაშინ ამბობდნენ, თქვენ ებრძვით გერმანიას, თქვენ ანადგურებთ გერმანიას. მაგრამ გერმანიამ სწორი მიდგომით შეძლო ის, რომ დაიბრუნა ჰეგემონობა მსოფლიოში. გერმანიას, მის ინტელექტუალურ პოლიტიკურ წრეებს რომ იგივე პოზიცია დაეჭირათ, როგორიც დღეს სააკაშვილს და მის გუნდს უჭირავს, გერმანია პრაქტიკულად აღარ იარსებებდა. ისტორიის გამოცდილება ადასტურებს, რომ ქვეყანა, რომელიც თვითონვე იცილებს მუწუკს, გმობს არასწორ პოლიტიკას, მსოფლიოსთვის ძლიერი და კარგი ხდება. ძალიან ბევრმა ქვეყანამ ეს ვერ შეძლო. მე გარწმუნებთ, საქართველოსთან დაკავშირებით ირანს, თურქეთს თავის დროზე, ან დღესაც ბოდიში რომ მოეხადა და არა მხოლოდ საქართველოსთვის, დღეს ისეთივე ძლიერი, შეიძლება გაცილებით ძლიერიც ყოფილიყო, ვიდრე გერმანია. იმიტომ, რომ თურქეთი დიდი ტრადიციების ქვეყანა იყო და დაღუპეს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა შეუძლებელი შეძლო, გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

ეს ისტორიული პარალელი გავიხსენე არა გერმანიის საქებრად, არამედ იმისთვის, რომ მე, როგორც ქართველმა , მინდა ვიცოდე არა ტალიავინის დასკვნა, არამედ ის, თუ როგორ მიდიოდა ქართული ჯარის მართვა, რატომ დაეთანხმა და 2004 წელს არ გააუქმა რუსეთის მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში. ხელის მოწერის გაუქმება უნდოდა, ხომ მეტი არაფერი. საქართველოს ხელისუფლება გახდა ხელისშემწყობი საქართველოს ოკუპაციისა და დაპყრობისა. დღეს ამას ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ დაწერს და ამ მიმართულებით გამოძიება არ წარმოებს. მე ძალიან მინდა ამ ომთან დაკავშირებით ყველაფერი იქნეს შესწავლილი. მაგრამ ეს უნდა იყოს არა პროკურატურის, არამედ საერთაშორისო დონეზე.

თქვენ ნახეთ, 9 აპრილის შემდგომ დიდი საზოგადოებრივი კომისია რომ არ შექმნილიყო და ხალხს რომ არ ეიძულებინა კრემლი, დათანხმებოდა საზოგადოებრივი კომისიის შექმნას როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში და რომ არ ყოფილიყო ერთ და მეორე საზოგადოებრივი კომისია, ჩვენ ვიქნებოდიღ კატასტროფულ მდგომარეობაში. დღესაც იმავეს ვითხოვ: საზოგადოების ფართო მონაწილეობით, ძალიან ბევრი მხარდამჭერი, რომელიც ნაცმოძრაობას ჰყავს მეცნიერებაში, თუ სხვა სფეროში, ისინიც უნდა მოხვდნენ ამ კომისიაში, რათა ყველაფერი გაირკვეს ობიექტურად. ვიმეორებ, დაღუპეს ქართველი ჯარისკაცები, გაგვინადგურეს ქართველი ჯარი, მთავარსარდალი მიწაზე ფორთხავდა, მაშინ როცა ყველასათვის გმირობის მაგალითი უნდა მიეცა. ამას არ მივცეთ შეფასება და არაფერი ვთქვათ?! ვინმე არის დღეს საქართველოში, რომელსაც ამაზე ენა მოუბრუნდება? ვიმეორებ, სააკაშვილი აგრესორს აგრესიული მიზნების განხორციელებაში დაეხმარა.

– ბატონო თემურ, თქვენ კი ამბობთ, რომ დაეხმარა, მაგრამ პრეზიდენტის გუნდში ფიქრობენ, რომ ომის გამოძიებით დასავლეთის მხარდაჭერა შესუსტდება და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება დაიწყება.

– ეს ისეთი სისულელეა… მაპატიოს ყველამ, ვინც ამას ლაპარაკობს. ამ სისულელეზე კომენტარის გაკეთება არ მინდა. არ მესმის, თუ სააკაშვილი მართალია, მას ეს გამოძიება უნდა აწყობდეს. გამოძიება იმაზე ხომ არ მიდის, ომი ვინ დაიწყო. ეს ტალიავინის კომისიის დასკვნაში წერია. პირიქით, თუ სააკაშვილი სწორად წარადგენს დოკუმენტებს, ტალიავინის კომისიის საწინააღმდეგო დასკვნა უნდა გაკეთდეს. ჩენ დღეს ვსაუბრობთ შიდა ქართულ გამოძიებაზე. – სააკაშვილი ხომ არ იყო ნაწილი რუსეთის აგრესიული ხელისუფლებისა. ჩვენ ამის შესწავლა გვინდა, და ამაზე გვინდა პასუხი. პირიქით, რასაც დღეს ვაკეთებთ – არის დიდი ქართული საქმე. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, პატივისცემა არავისგან არ გვექნება. სააკაშვილი რას ლაპარაკობს, არ მაინტერესებს. ყველა მასალა უნდა გაიხსნას; მისი ბრძენაბულება უნდა გამოქვეყნდეს; ყველა მასალა უნდა ინახოს კომისიის მიერ. როცა ყველაფერი გაირკვევა, თმები ყალყზე დაგვიდგება. პრაქტიკულად, ომის დაწყების არავიტარი სტრატეგია არ არსებობდა. ერთი კაცი წყვეტდა ყველაფერს. ეს არის ჯარის მომზადება?! ნეტა , ყველაფერი სწორად წარმართულიყო და საქმე ბოლომდე მიეყვანა.

– ხელისუფლება აცხადებს, რომ საერაშორისო სამართლით ვალდებულია ის, ომის საქმე გამოიძიოს. უმცირესობა კი გამოძიების წამოწყებაში პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს.

– ხელისუფლება სწორად ამბობს, რომ ვალდებულია, ომი გამოიძიოს. ივანიშვილმა სააკაშვილი იმდენად მიწაზე დადო დიდი პოლიტიკური გაგებით, რომ არავითარი პოლიტიკური ელემენტი არ სჭირდებოდა მას. მინდა , ივანიშვილის ეს ნაბიჯი მოვიწონო. ივანიშვილი ვაჟკაცურ ნაბიკს დგამს, ის აკეთებს ისეთ რამეს, რომელიც მოსახლეობის გაუცნობიერებელ ნაწილში სააკაშვილის მიმართ პოზიტიურ განწყობას აყალიბებს. მაგრამ ეს სჭირდება საქართველოს. რასაც ივანიშვილი აკეთებს, მისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, მაგრამ ეს პოლიტიკურად საქართველოსთვის მომგებიანია, სააკაშვილის დამარცხების პრობლემა დღეს ივანიშვილს რომ არ აქვს. ივანიშვილის შეცდომა არის ის, რომ როცა ჩვენ ვამბობდით, სააკაშვილი არის თავზეხელაღებული კაცი, სკამზე შეყვარებული კაცი, ეს არის გაბოროტებული კაცი, მისი ნდობა არ შეიძლება, კონსტიტუცია გვაძლევს საშუალებას და დავამთავროთ 20 იანვარს სააკაშვილი – მან ეს არ გაითვალისწინა. მე ივანიშვილს ბრალს იმაში ვდებ, რომ 20 იანვარს მას ხელში ეჭირა პოლიტიკური დოკუმენტი, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. მაშინ მთელი მსოფლიო გვერდით დაუდგებოდა. ვინც იჯერებს, რომ დღეს ივანიშვილს სააკაშვილის პოლიტიკურად დამარცხება სჭირდება, იმას რა უნდა ელაპარაკო?! ამ ერთმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა საკააშვილი და მთელი ნაცმოძრაობა, აჩვენა როგორც არარაობა. მან პრეზიდენტი დადო მიწაზე და აჩვენა საქართველოს, ვინ მართავდა მთელი 9 წლის განმავლობაში ქვეყანას – როგორი გაბოროტებული და არაქართული ძალა. ომის გამოძიება სჭირდება საქართველოს და არა ივანიშვილს. სჭირდება იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოს დასანახად თქვას: ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც მომავალში აღარ ვაპატიებთ არავის ჯარის ისეთ მართვას, როგორც მართავდა სააკაშვილი, ომის ისე მომზადებას, დაწყებას, როგორც დაიწყო სააკაშვილმა და ისეთ დამონებას ქართველი ხალხისა, როგორც გააკეთა სააკაშვილმა. ივანიშვილმა უნდა თქვას: ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ არათუ მე აღარ დავუშვებ, არამედ საქართველოს ისტორიაში მომავალშიც აღარ უნდა მოხდეს ასეთი რამ. საქართველოს ომის გამოძიება აამაღლებს და მსოფლიოს თვალში სხვანაირად წარმოაჩენს, თუმცა, დამერწმუნეთ, დასავლეთში ამ ომის გამოძიება ბევრს არ აწყობს.

– ნაციონალები ამტკიცებენ, რომ ამ ომის გამოძიებით ქვეყნის იმიჯი შეირყევა დასავლეთში, თუკი საქართველოს მთავრობა დადანაშაულდება ომის წაგებაში.

– გამორიცხულია. ამას მხოლოდ ის ადამიანი იტყოდა, ვინც ხელი შეუწყო ამ ომის ინსპირირებას და სააკაშვილის გვერდით იდგა. მაჩვენეთ ერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის,რომ ამ ომის გამოძიება საქართველოსთვის იქნება ცუდი. აფხაზებსა და ოსებს შემოვირიგებთ იმით,როცა ვაჩვენებთ, რომ სამართლიანი ხალხი ვართ და პასუხს ვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას იმაზე, რომ მან საკუთარი ქვეყნის ტერიტორია დაბომბა. გესმით, რა გააკეთა სააკაშვილმა?! მე ამისთვის ვთხოვ მას პასუხს. ცხინვალი ხომ მაშინ იურიდიულად საქართველოს ტერიტორია იყო.

– დაბოლოს, ბატონო თემურ, მოუწევს თუ არა მართლაც სააკაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობა? ამაში პრემიერსა და ლევან ბერძენიშვილს ეჭვი არ ეპარებათ.

– ამაში ეჭვი არც მე მეპარება. უბრალოდ, ნაციონალებს ასეთი პროპაგანდა სჭირდებათ. კაგებეს მიერ შექმნილი სააკაშვილი. ოხ, მე პუტინს რა ვუთხრა, უსირცხვილოდ ექცევა პუტინი საქართველოს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ყველა მასალა იქ უდევთ, რომ სააკაშვილი კაგებეთი დაიწყო. სააკაშვილი, როგორც ყველა „კაგებეშნიკი“ , დღეს ანტიკაგებეშნიკობას“ თამაშობს. რუსეთში ძალიან კარგად იციან, თუ ვინ არის სააკაშვილი. მაგრამ რუსეთი თავის საქმეს აკეთებს. რუსეთმა იმაზე მეტი მიიღო სააკაშვილისგან, ვიდრე იოცნებებდა. ის პროპაგანდა, რომელსაც დღეს ნაციონალები ატარებენ, სჭირდებათ იმისთვის, რომ 19 აპრილის მიტინგს იქნებ ერთი-ორი კაცი მიამატონ. ხმამაღლა ვამბობ: ვაჟკაცური ნაბიჯია ივანიშვილისაგან თუნდაც ის, რომ 19 აპრილს მიტინგის წინ სააკაშვილს მისცა საშუალება, ეს ტრიბუნა ხელში ეჭიროს. მაგრამ ივანიშვილმა რა გააკეთა: ჭკვიან ხალხს კიდევ ერთხელ აჩვენებს, ვინ მართავდა საქართველოს 9 წლის განმავლობაში, ხოლო დაბნეულ ადამიანებს კიდევ ერთხელ აყენებს სააკაშვილის გვერდით. დარწმუნებული ვარ, ეს ხალხიც ძალიან მალე გაახელს თვალს.

ესაუბრა შორენა  კოწოწაშვილი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *