სამართლიანობის მანიფესტი

 

 

 001 (2)

 სამართლიანობის მანიფესტი

“არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა!”

 

ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა, უზრუნველყოს ადამიანისათვის ბუნებით ბოძებული სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა, შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსებობის პირობები. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ (ან არ) აკეთებს, საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის გარეთ.

არ იქნება სამართლიანობა, არ იქნება მშვიდობა“ – ეს არის სახელმწიფოში  შინაგანი საზოგადოებრივი, ჭეშმარიტი მშვიდობის დამკვიდრების უპირველესი და აუცილებელი მოთხოვნა. სამართლიანობის შეგრძნების გარეშე, მოქალაქე ვერ იქნება კანონმორჩილი, სახელმწიფოს მიერ დასახული ამოცანების რეალიზებაზე ორიენტირებული; სახელმწიფოს ინტერესების ერთგული და განხორციელებისათვის მოტივირებული.

უსამართლო გარემოში ყველა პარტიას, ყველა ხელისუფალს თავისი სიმართლე აქვს, ყველა მართალია – ხალხი კი დასჯილია და ქვეყანა ინგრევა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ რამდენიმე წელია ვითხოვთ დამოუკიდებელ საქართველოში განვითარებული ნეგატიური პროცესების გამოძიებას, დამანგრეველი ძალების რეალურ გამოვლენას და  მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.

ღრმად გვწამს, რომ 1991-92, 2003, 2007, 2008 წლების;  7 ნოემბრის, 8 აგვისტოს, 26 მაისის პერიპეტიების სამართლებრივი შესწავლა შექმნის სახელმწიფოში სამართლიანობის დადგენის პროცესის დაწყების კარგ პრეცედენტს. 

ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენაზე, არამედ, და უპირველესად, სამართლიანობის დადგენაზე.  რადგან პირველი, მეორის მცირე ნაწილია. ჩვენთვის სამართლიანობა – ეს არის ღირსებადადებული ქვეყანა, ღირსებადადებული ადამიანი, ღირსებადადებული ენა, ღირსებადადებული მიწა, ღირსებადადებული ეროვნული ცნობიერება, ღირსებადადებული ეროვნული სიმდიდრე და ის ხელისუფლება, რომელიც ამისთვის იბრძვის… ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი არის მიზანი და სხვა ყველაფერი საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. ხელისუფლება, რომელიც ქვეყანაში ქმნის კონკურებტულ გარემოს, და იღებს პასუხისმგებლობას, რომ ადამიანი იყოს დაცული. ხელისუფლება, რომელსაცარ აქვს თავისი ხალხის ვალი, ან თუ აქვს იმის ღირსებაც გააჩნია,გადასახადის მოთხოვნამდე, ვალის დაბრუნების პირობები მაინც შესთავაზოს ხალხს.

სამართლიანობა არის მაშინ, როცა ადამიანები იბრძვიან არა არსებობისათვის, როგორც ეს დღეს არის საქართველოში, არამედ საკუთრი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, როგორც ეს არის რეალური დემოკრატიის ქვეყნებში.

”სამართლიანობის მანიფესტში“ ჩამოყალიბებული საკითხები არის უპირველესად მოსაგვარებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე და გადაუდებლად გადასაწყვეტი

 1. მომავალი წლის  პირველი იანვრიდან  –

  •  პენსია ;
  • მინიმალური ხელფასი;
  • ლტოლვილთა შემწეობა;
  • უმუშევართა შემწეობა;
  • სტიპენდია

გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმი განისაზღვროს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ მსოფლიოში მიღებული  პრინციპების საფუძველზე ;

 2. დადგინდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან  და  სახელმწიფო დაწესებულებებში გასაცემი მაქსიმალური  ხელფასი არ შეიძლება იყოს მინიმალურზე (მათ შორის პენსიაზე) 20-ჯერ მეტი;

3. მოხდეს პოლიტპატიმრების უპირობო განთავისუფლება; 

4. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის აუცილებელ მოთხოვნებად განისაზღვროს:

  • განათლების და ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტული დაფინანსება.
  • სტუდენტის მიერ სწავლისათვის გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს სწავლის ღირებულების 10%-ს.
  • უზრუნველყოფილი იქნას საბავშვო ბაღების სრული სახელმწიფო დაფინანსება კონტინგენტის ლიმიტირების გარეშე .
  • მოსახლეობის სრული და  საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფა.
  • სოფლის მეურნეობისთვის  საქართველოს ბიუჯეტის მინიმუმ 10%- ის გამოყოფა.
  • მცირე ბიზნესისა და დასაქმების პროგრამებისათვის საქართველოს ბიუჯეტის 10% – ის გამოყოფა. 

5. აღიარებული იქნას საკუთრების ხელშეუხებლობა. მოხდეს წართმეული ქონების  უპირობოდ დაბრუნება.

 6. საზოგადოებრივი ტელევიზია  დაუბრუნდეს საზოგადოებას.  

7. ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შეჩერდეს ქვეყნის ბუნებრივ   სიმდიდრეებზე ლიცენზიების გაცემა  და სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია .

 8. ყოველთვიურად გამოქვეყნდეს ყველა დონის (სახელმწიფო,  მხარე, ქალაქი, რაიონი) ბიუჯეტში შესული თანხების მოცულობა, წყაროები და სრული ინფორმაცია მათი ხარჯვის შესახებ. 

9. ექსპერტთა მონაწილეობით (პარიტეტულ პრინციპებზე) შესწავლილი იქნას : პურზე, შაქარზე, საერთოდ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზე,   სამედიცინო მომსახურებაზე, მედიკამენტებზე, ტრანსპორტზე, სატელეფონო მომსახურებაზე, საწვავზე, გაზზე, ელექტროენერგიაზე დაწესებული ფასების საფუძვლიანობა. (ზედაპირული ანალიზითაც ჩანს, რომ ზრდა ხელოვნურია და რეალური კონკურენციისა და რეალურად მოქმედი ანტიმონოპოლური სამსახურის პირობებში შეიძლება ფასების განახევრება).

10. გაანალიზდეს (ოპოზიციის მონაწილეობით) კომერციულ ბანკებსა და მოსახლეობას შორის წარმოქმნილი პრობლემები და მოხდეს მათი დარეგულირება სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით. 

11. გაანალიზდეს საბანკო სესხების არსებული საკრედიტო განაკვეთები, ზრდის რეალური ფაქტორები. სახელმწიფომ ევროპული გამოცდილებით უზრუნველყოს იაფი კრედიტის პრობლემის გადაწყვეტა. 

12. გამოქვეყნდეს ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამოძიების შედეგები.

 13. შეიქმნას (პარიტეტულ პრინციპებზე) გახმაურებულ “ქუჩის  მკვლელობათა” საქმეების შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისია. 

14. თანამდებობიდან იქნეს გადაყენებული და მიცემული პასუხისგებაში ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც  დაკავშირებულია ქუჩის მკვლელობებთან.

 15. თანამდებობიდან იქნას გადაყენებული ყველა ის პირი, რომლიც მონაწილეობდა ეკლესიების ნგრევასა და მრევლის დარბევაში(მიუხედავად მათი კონფესიური კუთვნილებისა). 

16. გაიხსნას და საჯარო გახდეს 2003 წლის შემდგომ დაფუძნებული სახელისუფლებო ფონდები, მათ შორის : პრეზიდენტისა, პრემიერ- მინისტრისა, მინისტრებისა, გუბერნატორებისა, მერებისა და გამგებლებისა. 

17. ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შეჩერებული იქნას 2004 წლის დასაწყისში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მოქმედება.

 18. გამოქვეყნდეს სუკ – ის აგენტების სიები.

 19. საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის მიხედვით გამოქვეყნდეს სიები იმ ობიექტებისა, რომელთა კეთილმწყობისათვის დაიხარჯა 50 000 ლარზე მეტი (უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში). 

20. გამოქვეყნდეს, როგორც მთელი ქვეყნის, ასევე ქალაქებისა და რაიონების მიხედვით სახელმწიფო მოხელეებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და  სამივლინებო თანხების მოცულობა (უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში).

 21. გამოქვეყნდეს სახელმწიფო დაწესებულებების შეკეთების, კეთილმოწყობის, სატელეფონო, სატრანსპორტო მომსახურების თანხების მოცულობები უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. 

22. გამოქვეყნდეს 1992 წლიდან მიღებული უცხოური დახმარებების ჩამონათვალი და ინფორმაცია მათი ხარჯვის შესახებ.

 23. გაანალიზდეს მეწარმეთა – იურიდიული და ფიზიკურ პირთა მიერ სასამართლო ორგანოებში შეტანილ სარჩელებზე გამოტანილი განაჩენები და შედეგები გამოქვეყნდეს პრესაში. 

24. ხელისუფლების, ოპოზიციის, პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის, მედიის, საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას კომისია, რომელიც მოაწყობს შეხვედრებს უცხოეთში წასულ საქართველოს მოქალაქეებთან მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით და შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებებთან კავშირში იბრძოლებს მათთვის მინიმუმ იმავე პირობების შექმნისთვის, როგორიც ჩვენს ქვეყანაში აქვთ ამ ქვეყნების მოქალაქეებს.

 25. პრეზიდენტმა შეასრულოს მისი წინასაარჩევნო დაპირება პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით განსაზღვრის თაობაზე და აღადგინოს ყველა ის შეღავათი, რომლებიც გაპრეზიდენტების შემდგომ გააუქმა და ამის თაობაზე არ ჰქონია გამოცხადებული წინასაარჩევნო პერიოდში. 

 P.S.      მოცემული დოკუმენტი თავდაპირველად, მომზადდა სახელწოდებით „სამართლიანობის მანიფესტი“. მიხეილ სააკაშვილის ტირანულმა რეჟიმმა დაგვანახა აუცილებლობა – მანიფესტის ტონი შეგვეცვალა მოთხოვნით და მას ვუწოდეთ „ღირსების ულტიმატუმი“,  რაც ნიშნავს იმას, რომ ხალხმა თავისი ღირსების დასაცავად ულტიმატუმი წაუყენა ხელისუფლებას.

ამ დოკუმენტის შექმნით დაიწყო  პარტია „თეთრების“ პოლიტიკური მოღვაწეობა 2009 წლის 7 აპრილს.  იმავე წლის 23 ნოემბერს „ვარდების რევოლუციის“ 6 წლისთავზე ის წარედგინა  სააკაშვილის ხელისუფლებას შესასრულებლად.

ნაციონალური მოძრაობის ნეოფაშისტურმა სახელმწიფო მანქანამ, პირადად მიხეილ სააკაშვილმა ყურად არ იღო „ღირსების ულტიმატუმში“ ჩამოყალიბებული სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები, უღირსად მოექცა  2 000 ღირსეული ქართველის მოთხოვნას  და არათუ შეასრულა ის, პასუხის ღირსადაც არ სცნო პოლიტიკური და არასამთვრობო ორგანიზაციების, საქვეყნოდ ცნობილი არაერთი მეცნიერის, ხელოვანისა და სპორტსმენის 2 000 ხელისმოწერით განმტკიცებული ულტიმატუმი.

აქ აუცილებლად მიგვაჩნია ხაზი გავუსვათ ერთ გარემოებას: „სამართლიანობის მანიფესტში“ არც ერთი მოთხოვნა არ არის, რომელიც სცდება ჩვენი კონსტიტუციის, ან ზოგადად სამართლებრივი სახელმწიფოს საყოველთაოდ აღიარებულ ფარგლებს. მეტიც, თავად მიხეილ სააკაშვილი 1997 წლიდან, ანუ სახელმწიფოს სადავეებთან მისვლის პერიოდიდან მათ შესასრულებლად ელემენტარულსაც კი უწოდებდა. თავად არც ერთი არ შეასრულა, რითაც თავი კანონზე მაღლა, კონსტიტუციის გარეთ დააყენა.

ჩვენი პოზიცია კონკრეტულია:  პასუხი მოეთხოვოს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს აღნიშნულის შეუსრულებლობისათვის, ხოლო ახალმა მთავრობამ მიიღოს საჭირო ზომები 2014 წლის მანძილზე მათი განხორციელების მიზნით. სწორედ ამიტომ ეს დოკუმენტი  შესრულების თხოვნით გადაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავარ პროკურორს ბატოარჩილ კბილაშვილს ყოფილ ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილზე პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით

 

აპრილი 2013 წელი

თეიმურაზ შაშიაშვილი – პარტიის თავმჯდომარე, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიიის წევრი

ზურაბ ხასია პარტიის გენერალური მდივანი, ღირსების ორდენის კავალერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

რობერტ ბაბლიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ზურაბ ბარათაშვილი ექიმი, ეროვნული აკადემიის წევრი

ინეზა იამანიძე ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს პედაგოგიური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი.

ზაურ კალანდია მწერალი, სახელმწიფო და ილია ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი

ინგა კაპანაძე ექიმი

ფერდინანდ ლორთქიფანიძე ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ქართულ- ოსური მისიის“ თანათავმჯდომარე

ნანა შაველაშვილი ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

შალვა წიკლაური პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიის EGFM -ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი

მზია ჯგუშია იურისტი, ადვოკატი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ორგანიზატორი, ,,მრგვალი მაგიდის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი (1988-1992 წ.)

მერაბ ჯიბლაძე ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

შოთა ჯიქია „თეთრების“ ახალგაზრდული ფრთის წევრი, „თეთრების“ წარმომადგენელი თურქეთში

ვთანდილ ბარამაშვილი იურისტი, პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი

რაულ სვანაძე პოლიციის პოლკოვნიკი, შსს ვეტერანი

იორგი სიხარულიძე პარტიის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

სიმონ შარაძე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე

ირინე ჯიბლაძე პარტიის საერთო საქმეთა კოორდინატორი

 

 P.S. პარტია “თეთრების პოლიტიკური საბჭო მადლიერებით აღნიშნავს, რომ პარტიის მიერ შედგენილ “ღირსების ულტიმატუმს” 2009 წლის 23 ნოემბერს “ვერისბაღში” , ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლთან ხელი მოაწერეს: 

შემდეგმა ორგანიზაციებმა:

დიმიტრი ყიფიანის საზოგადოება

თავისუფლებისა და მშვიდობის ფონდი

პარტია ,,ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“

კონსერვატიული პარტია

მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის

საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრაიული კავშირი

ქალთა პარტია

პარტია ,,ჩემი საქართველო“

მოძრაობა ,,გადავარჩინოთ სიცოცხლე“

,,თბილისელი დედების კავშირი“

მოძრაობა ,,7 ნოემბერი“

ორგანიზაცია ,,რატომ?!“

,,სახალხო მოძრაობა საქართველოს გადარჩენისათვის“

,,საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზი“

 

პროფესორებმა, მეცნიერების წარმომადგენლებმა:

მერაბ ჯიბლაძე, თემურ გუგუშვილი, გია ჭუბაბრია, ოთარ ჟორდანია, რეზო ბალანჩივაძე, ჰამლეტ მელაძე, გიგა ბათიაშვილი, სულხან ქემოკლიძე, დემურ ბაშელეიშვილი, დავით გოცირიძე, გივი თალაკვაძე, რობერტ ბაბლიძე, მარიამ ცაცანაშვილი, ოთარ გამყრელიძე…

ხელოვნებისა და მედიის წარმომადგენლებმა:

დიმა ჯაიანი, რეზო ესაძე, ლევან ღვინჯილია, არჩილ გოგელია, მამუკა ღლონტი, მალხაზ გულაშვილი, ჯაბა ხუბუა, მამუკა ვაშაკიძე, რუსლან რუსია…

უცხოეთში მცხოვრები ქართველებმა

მანუჩარ კაჭახიძე – ამერიკა

შოთა ჯიქია – თურქეთი

ქეთი კრებსები – შვეიცარია

გია სიგუა – უკრაინა

მაია ჩემია – რუსეთი

გიგა ლიპარტელიანი – რუსეთი

გულიკო წიკლაური – ამერიკა

მოკლული ბიჭების მშობლები:

იური ვაზაგაშვილი

სოსო რობაქიძე

ია მეტრეველი

ჯამბულ გამცემლიძე

სულ 2009 წლის 23 ნოემბერს ხელი მოაწერა 1000-ზე მეტმა მოქალაქემ.ორი დღის განმავლობაში – 2000-ზე მეტმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *