(medianews))პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნის მემორანდუმზე ხელმომწერი საორგანიზაციო ჯგუფი ქუთაისში მიემგზავრება

daviti2თანამდებობიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნის მემორანდუმით გაერთიანებული 30 ორგანიზაციის საორგანიზაციო ჯგუფი, რეჟისორ რეზო ჩხეიძის თაოსნობით, დღეს ქუთაისში მიემგზავრება.

საორგანიზაციო ჯგუფი უკვე რამდენიმე ხანია აგროვებს ხელმოწერებს მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, რადგან მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის საგანგაშოა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი თავს ოპოზიციად აცხადებს და უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არჩეულ ხელისუფლებას და მთავრობას.

სიმბოლურად პროტესტი ქუთაისში გააგრძელდება, რადგან, როგორც საორგანიზაციო ჯგუფი აცხადებს, სწორედ 19 დეკემბერს, სამი წლის წინ ააფეთქეს მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის და არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის მიერ შექმნილი დიდების მემორიალი.

საორგანიზაციო ჯგუფის წევრის, სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის თანათავმჯდომარე ავთანდილ იოსელიანის თქმით, ამ ტრაგიკული მოვლენიდან სამი წელი გავიდა და მას შეეწირა დედა-შვილის სიცოცხლე.

„ჩვენი აქციის მთავარი მიზანია, რომ 4 იანვარს დასრულდეს სააკაშვილის მოღვაწეობა და მას არ მიეცეს უფლება არაკონსტიტუციურად საპრეზიდენტო ვადის გაგრძელებისა კიდევ 9 თვე“, _ განაცხადა ავთანდილ იოსელიანმა და დასძინა, რომ ისინი პარლამენტის წევრებს გადასცემენ წიგნს „დაუჯერებელი სინამდვილე, სადაც დეტალურად არის აღწერილი ეს ვანდალური აქტი და კიდევ სხვა დანაშაულები, რომელიც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა~.

აქცია დღეს 14.00 საათზე ზუსტად იმ ადგილზე გაიმართება, სადაც დიდების მემორიალი იდგა. და რადგან დღეს საქართველოს პარლამენტში სასესიო დღეა, რეზო ჩხეიძე თხოვნით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, მისცეს შესაძლებლობა, რომ ხუთწუთიანი სიტყვით მიმართოს საქართველოს პარლამენტს.

30-კაციანი საორგანიზაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არიან: რეზო ჩხეიძე, თემურ შაშიაშვილი, მიხეილ ანდღულაძე, ავთანდილ იოსელიანი, ლაშა ჩხარტიშვილი, ომარ მხეიძე, ომარ ჟღენტი, დიმა ჯაიანი, რევაზ ძოძუაშვილი და სხვები, 20 დეკემერს შეხვედრას გამართავს ქუთაისის ინტელიგენციასთან, 21 დეკემბერს ჩავლენ მარტვილში, სადაც ჭყონდიდელის ადგილსამყოფელს მოინახულებენ, ხოლო 22-23 და 24 დეკემბერს აქციას გამართავს ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში. შემდგომ კი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის ცენტრ „მუზაში“.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *