(საერთო გაზეთი) თემურ შაშიაშვილი: “ახალი საპარლამენტო არჩევნები _ ეს არის პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსი

198941_137527276315997_2345779_n გვესაუბრება `თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი:

_ ბატონო თემურ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 19 აპრილს აქციაზე ახალი ეროვნული მოძრაობა დააფუძნა. როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივები აქვს ამ მოძრაობას?

_ ახალი ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება, აბსურდია. ცინიზმია, რომ ცხრა წლის განმავლობაში ყოველგვარი ქართულის და ეროვნულის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური ძალა, პირდაპირ ვთქვათ, არაქართული ცნობიერების პოლიტიკური ძალა, საუბრობს ახალ ეროვნულ მოძრაობაზე. დავაკვირდეთ – „ახალი ეროვნული მოძრაობა“. ეროვნული მოძრაობა არ შეიძლება იყოს ახალი და ძველი – ეროვნული მოძრაობა არის ეროვნული მოძრაობა. შეიძლება ისაუბრო განახლებაზე, ეს გააკეთო ძველის პატივისცემით, მაგრამ ეროვნულ მოძრაობასთან სიტყვა „ახალი“, მით უფრო, არაეროვნული ცნობიერების პოლიტიკოსებისაგან, ეს მხოლოდ ნგრევაა, სწორედ ეროვნულობის წინააღმდეგ ბრძოლაა.

haho_Page_1 ყველაზე დრამატული დღევანდელი სპექტაკლის შედეგი შესაძლოა ის გახდეს, რომ პოლიტიკურად მკვდარი „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლების ხელშეწყობით დამკვიდრდეს რეალურ ოპოზიციად და ამით დასრულდეს ე.წ. კოჰაბიტაცია. თუ დღეის შემდგომ პოლიტიკური დებატების სივრცე მედიასა და მის გარეთ დარჩება „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მონოპოლიად, როგორც დღემდე იყო და თუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებს კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ გარეთ  მყოფი, ქვეყნისთვის საჭირო უამრავი პოლიტიკოსის და არაერთი პოლიტიკური ძალის იგნორირებას, როგორც ამას დღემდე აკეთებდა – შედეგად მივიღებთ დასუსტებულ, ხალხის ნდობადაკარგულ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და ხელოვნურად გაძლიერებულ, დღეს პოლიტიკურად მკვდარ „ნაცმოძრაობას“. ქვეყნისათვის ამაზე დიდი ბოროტების წარმოდგენაც კი ძნელია.

saakash“თუ პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ bbორი ძალა  – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” დარჩება, ეს ქვეყნისთვის  ყველაზე დიდი ღალატი იქნება…”

საერთოდ, სჯობდა, სიძულვილის ენაზე მოლაპარაკე პოლიტიკური ძალა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში საერთოდ არ გაჩენილიყო. ამ დღეს სიძულვილის ენა მოვისმინე. სამწუხაროა, რომ საქართველოში სიძულვილის ენაზე მოლაპარაკე ძალა ევროპულობას, დასავლურობას და ეროვნულობას იბრალებს. ეს კატასტროფაა, არამგონია ქართველი ხალხისთვის ამაზე დიდი შეურაცხყოფა არსებობდეს. თუ ქართველი ხალხი ამას ითმენს ეს ნიშნავს, რომ მართლაც არ აქვს გაცნობიერებული რა ხდება და საკუთარ ქვეყანას ებრძვის. ორ რამეს გეტყვით: სამ თვეში სოფლის მეურნეობაში იმდენი დაიხარჯა, რაც საქართველოში 9 წლის მანძილზე არ დახარჯულა. ვინმე ახსენებს ამას? _ ტელევიზორს ჩართავ და ბლუ ვანო მერაბიშვილი ლაპარაკობს, ან სააკაშვილი ან ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც გაცილებით დიდი დემაგოგი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. ნახეთ, როგორ მიმართა ხალხს მიტინგზე? _ გაიხედეთ, ხალხო, განა თქვენს ირგვლივ შიმშილობა დამარცხდა, რამე აშენდაო? საუბარია შვიდ თვეზე. ამ დროს ბატონი ბიძინა ყოველთვის აკეთებდა ბევრს და არ საუბრობდა ამაზე, ახლაც ასე იქცევა. იგი ტიპია ისეთი, რომ პროპაგანდას არ ეწევა. თურმე, საქართველოში დღეს კეთილმოწყობის ხაზით, 40 პროცენტით მეტი დაიხარჯა, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს პირველ კვარტალში. ამ დროს `ნაციონალები” მთავრობას აბრალებენ, არ აშენებთ, ანგრევთო. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ახლა ანბანის კოშკი, იუსტიციის სახლი და ა.შ. არ შენდება _ ეს დანაშაული იყო. 99 პროცენტი, რაც სააკაშვილმა ააშენა, სკამის გადარჩენისთვის გააკეთა. ამათ დავით აღმაშენებელი `პრარაბი” ჰგონიათ. მას აღმაშენებელი ხალხმა დაარქვა არა იმიტომ, რომ რაიმე შენობებს აშენებდა, არამედ მან ოჯახები ააშენა, გააძლიერა, ადამიანი სუნთქავდა, კარგად ცხოვრობდა. დღეს მიწისქვეშეთში ვართ. აღმაშენებელი მას ტაძრის აშენების გამო არ ერქვა, არამედ მან ადამიანები ააშენა. როდესაც 16 წლის მეფეს ჭყონდიდელი გვირგვინს ადგამდა, მან ჰკითხა _ რა გავაკეთო ისეთი, რომ საქართველოში განწყობა შევცვალოო. ჭყონდიდელმა უპასუხა _ ხალხს ღირსება დაუბრუნეო. აღმაშენებლის მთელი ცხოვრება სწორედ ადამიანებისთვის ღირსების დაბრუნება იყო. `ნაციონალები” კი მთელი ცხოვრება ხალხს ღირსებას ართმევენ. დღეს რუსთაველის პროსპექტზე ისეთი ადამიანი გთხოვს ლარი ხომ არ გაქვსო, რომლისთვისაც 10-15 წლის წინ ათასი ლარი რომ გეჩუქებინა, გეტყოდა ეს რა მაკადრეო. დღეს ჩვენს ჯიბეგაფხეკილებს შეუერთდა ინდოელი, თურქი _ მთელი მსოფლიოს ჯიბეგაცრეცილები _ ნახეთ რა ხდება რუსთაველზე? აი, ეს საქართველო დატოვეს მათ.

_ ბატონო თემურ, უსუფაშვილმა განაცხადა -`ნაც.მოძრაობა” როგორც პარტია უნდა გადავარჩინოთო.

_ ივანიშვილისგან იცით რას ვითხოვ?- ისეთი ქვეყანა შექმნას, სადაც ნიჭის haho_Page_2რეალიზაცია მოხდება. `ნაციონალები” ევროპულობაზე გველაპარაკებიან, თუმცა თუ ერთმანეთთან სალაპარაკოდ ორი პარტია დარჩა – `ქართული ოცნება” და `ნაც. მოძრაობა”, ეს ქვეყნის დანგრევა იქნება, ამაზე დიდი ღალატი ქვეყნისთვის არ არსებობს.

ჯერ ერთი, სექტას პოლიტიკურ ძალად რომ აღიარებ, ეს უკვე თავისთავად ღალატია. უსუფაშვილის განცხადებამ შემაშფოთა  –  ქართული დემოკრატიის ამოცანა ყოფილა გადავარჩინოთ `ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტია. `ნაციონალური მოძრაობა” კი არ უნდა გადავარჩინოთ, არამედ უნდა გასამართლდეს. ასევე, უნდა გასამართლდეს `მოქ. კავშირი”, `აღორძინება” _ დამოუკიდებელ საქართველოში ეს პროცესი უნდა დაიწყოს. სააკაშვილს ხომ არ დავემსგავსებით, რომელსაც აგვისტოს ომის გამოძიების ეშინია. პირიქით, თუ იგი მართალია გამოძიება უნდა აწყობდეს. ამიტომ დავიწყეთ ჩვენ მოძრაობა -`ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას”. მინდია უგრეხელიძემ მსოფლიო მასშტაბით დიდი ავტორიტეტი მოიპოვა, ევროპის სასამართლოში პირდად ვიყავი ამის შემსწრე. ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ თურმე იმ ხალხს მივადექით, ვინც სააკაშვილის თამაშს თამაშობდა – გადაცემისთვის 300-400 ათასები მოგვთხოვეს. `ნაციონალებმა” ქართველ ხალხს გენოციდი მოუწყვეს. დღეს მიდის ბრძოლა არსებობისთვის, დარვინის ეპოქაში დაბრუნება, საიდანაც აფრიკას გამოსვლა უნდა და ჩვენ, პირიქით შევდივართ ამ ეპოქაში, ქვეყნისთვის კატასტროფაა. აზრზე ხომ უნდა მოვიდეთ. `ნაც. მოძრაობა” გაიძახის ევროპელები ვართო. ევროპაში, პარტია არჩევნებში რომ დამარცხდება, თავმჯდომარე მაშინვე გადადგება. აქ, კი არ გადადგნენ, პირიქით ხალხი, რომელსაც უამრავი სიავე აქვს ნაკეთები, აქით გვადანაშაულებს.

_ ვანო მერაბიშვილი იმის ნაცვლად, რომ დასჯილიყო, აქციაზე საკმაოდ ომახიანად წარსდგა…

_ რაც ვანო მერაბიშვილს ქვეყანაში ნაკეთები აქვს, როგორ  შეიძლება, თუ ღირსება გაქვს, მის დაძახილზე მიხვიდე და მოუსმინო. მერაბიშვილმა ადრე თქვა _ `ამერიკაში ჩემთვის ყველაფერი მისაღებია. ამერიკაში ყველაფერი კარგია იმიტომ, რომ ადამიანური და ბუნებრივია. სხვაგან, მათ შორის, ევროპაშიც, ყველაფერი არაადამიანურია.  ქართულ ტრადიციას არ ვიცნობ, პატივს არ ვცემ, ევროპა არადამიანურიაო”. მასვე ეკუთვნის გამოთქმა, რომ ის მართლმადიდებელი არ არის, მისი წინაპრები კათოლიკები იყვნენ, რომ თვითონ არც ერთ რელიგიას არ აღიარებს, ანუ ურწმუნოა. ამ და მსგავს უამრავ გამონათქვამთა ავტორი დღეს გვესაუბრება ქართველობაზე,  პატრიოტიზმზე… ცხადია, რომ ის არის მხოლოდ სკამის პატრიოტი და მასონური, სექტანტური თუ სხვა ჯურის  უცხოური  დაჯგუფებების პატრიოტი.

_ `ნაცებმა” აქციაზე ივანიშვილი პრორუსულობაში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ ევროპა ჩვენ ვართო.

_ უფრო დიდი რუსული საქმე, რაც 19 აპრილის აქციაზე ნაციონალებმა ილაპარაკეს, არ მომხდარა. როგორ შეიძლებოდა იმ დღეს აქციაზე `აგუტინების” ხსენება _ ეს სიძულვილის ენა ხომ უნდა დამთავრდეს?! ბლერმა არჩევნები რომ წააგო მაშინვე გადადგა, საქართველოში ასეთი რამ არ ხდება. შეიძლება 20 წელი პარტიას ერთი თავმჯდომარე ჰყავდეს?! ესაა ევროპა, სად ნახეს ასეთი ევროპა? ხალხი, რომელიც თავისი ცხოვრების წესით ევროპას ებრძვის, დღეს ევროპისკენ სვლას ღაღადებს. მათი საქციელი ევროპული არც მაგიდასთანაა, არც ქუჩაში, არც საუბრისას, არც პოლიტიკის კეთებისას. თუ ევროპა ისეთია, როგორადაც სააკაშვილი იქცევა, მაშინ საერთოდ არ გვინდა ევროპა. თუ ევროპა ისეთია, რომელსაც ბლუ ვანო მერაბიშვილი ჰყავს, თუ ამერიკას ასეთი მოსწონს, მაშინ როგორ შეიძლება ქართველებს აშშ ან ევროპა მოგვწონდეს?! აშშ და ევროპა იმიტომ მოგვწონს, რომ ისინი განათლებას, კონკურენციას მიაგებენ პატივს. ამერიკა ისუნთქავს ქართველ ნიჭიერებს, ერთი ნიჭიერი მხატვარი გვყავდა ყაზაიშვილი და კლინტონმა თქვა _ მე ვარ ამის პატრონიო, საქართველოში ვერ მოვუარეთ. 1989 წელს, ქუთაისში პარიზის დღეების ჩატარებას სააკაშვილი ებრძოდა. მათ საქართველო, ქუთაისი კი არ უყვართ, არამედ სკამისთვის სჭირდებათ. ეს ანტიქართული ძალაა. დაუკვირდით, როგორმა სიტყვებმა დაკარგა ძალა საქართველოში: ავიღოთ, ავტორიტეტი _ კანონში დაიწერა, ქურდული ავტორიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა. მე ვამბობდი, რომ ქურდები ავტორიტეტები კი არა, კურდღლები არიან-მეთქი. საქართველო რამდენიმე სიტყვაზე იდგა  – ავტორიტეტზე, რომელიც ამათ ქურდზე გადაიტანეს, `მოკლეს” ეს სიტყვა, რაზეც ქვეყანა დგას; ასევე, საქართველო იდგა ნაციონალურზე და ყველაზე ანტინაციონალურმა პარტიამ დაირქვა `ნაციონალური~; საქართველო დგას ეროვნულობაზე და ყველაზე ანტიეროვნულები დღეს ახალ ეროვნულ მოძრაობას აფუძნებენ; საქართველო დგას მიწაზე, რომელიც ქართველებს აღარ ეკუთვნით. ის, რითაც ჩვენი ქართული ცნობიერება, ეროვნული განწყობა ჩანდა, იმას სპობენ და ებრძვიან. ივანიშვილს დიდი მადლობა იმისათვის, რომ გვიჩვენა, როგორი არარაობა მართავდა საქართველოს.

თუ ვინმეს უნდა, რომ მომავალში ორი პარტია დამკვიდრდეს  -`ნაც. მოძრაობა” და `ქართული ოცნება” –  ეს ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ ჯანსაღ პოლიტიკოსს და პარტიას ომი გამოუცხადო, ეს ანტიქართულია და მეორეც, ქვეყანაში სექტის დატოვება პოლიტიკურ ოპოზიციად _ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დავალება გარედან მოდის. საქართველოსთვის ყველა პოლიტიკოსი, მით უფრო პოლიტიკური პარტია, რომელიც გარედან იმართება, მიუღებელია. ორი პარტიის დატოვება, მხოლოდ გარედან დავალებაა. სააკაშვილი ახლა უცხოეთს საერთოდ არ აინტერესებს, მათ უნდათ, რომ საქართველოში როგორმე, ორი პარტია დარჩეს, სხვა დანარჩენი, ყველაფერი განადგურდეს. მეორე პარტიად აპირებენ `ნაციონალების” სექტა დარჩეს. დემოკრატია სხვა რამეა  –  სამი-ოთხი პარტია მაინც უნდა არსებობდეს და მონაცვლეობდეს ერთმანეთში. სულაც არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის `ქართულმა ოცნებამ” უნდა გაიმარჯვოს, რაც არ უნდა ძლიერი იყოს იგი. თუ ივანიშვილი მიუხედავად ქურქის შეცვლისა, `ნაც. მოძრაობას”  ოპოზიციად დატოვებს, ეს დემოკრატია არ იქნება. `ნაციონალები”  –  ვიმეორებ სექტაა, მასონთა ლოჟაა. დასავლეთში ბევრგანაა მასონთა ლოჟები. ვინც დღეს მათი წევრი გახდა, ისინი რიხინ-რიხინით მიიწევენ წინ.

_ სააკაშვილმა კი თქვა ჰააგაში ჩემი გადაცემა ქვეყნისთვის იქნება ცუდიო. ეს შემთხვევით ხდება?

_ დღეს, სააკაშვილი `ნაც. მოძრაობაშიც” უმძიმესი ტვირთია თავისი აზროვნებით, ქცევით, ცხოვრების წესით, მაგრამ სააკაშვილი საშიშია იმიტომ, რომ მან იცის როგორ დაიწყო ომი. ამიტომ, დღეს აშშ და ყველა ვალდებულია სააკაშვილის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდეთ. სააკაშვილმა ომთან დაკავშირებით პირი რომ გააღოს, აშშ და დასავლეთი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამიტომ, დღეს უნდათ სააკაშვილის სიმშვიდე. ეჭვი არ მეპარება, ბიძინა ივანიშვილს ეხვეწებიან, წყნარად, მშვიდად გაგვაცილებინეთ სააკაშვილიო.

_ `ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერება ხომ არ მოხდა ამ მიტინგით და ვისი ბრალია ეს?

_ ყველაფერი, რაც 19 აპრილს მოხდა `ქართული ოცნების” ბრალია. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენი პოზიცია ასეთია _`ნაციონალების” გასამართლება უნდა მომხდარიყო. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვანო მერაბიშვილი დღეს გარეთ უნდა იყოს, ძალიან ცდება. მას უამრავი ოჯახი ჰყავს გაუბედურებული, მათი შვილები მოკლული. საქართველოში სისხლის აღება რომ დაიწყონ, საშინელება მოხდება. ერთ-ერთი დაზარალებული პირდაპირ ამბობს _ სააკაშვილს ჩემი შვილის მკვლელობისთვის თუ არ გაასამართლებენ, მე მოვუღებ ბოლოსო. ეს ხომ კატასტროფაა.

_ დღეს სირცხვილი არაა ციხეში დასაფიცებლად ერთი ახალაია რომ ჰყავთ, მკვლელი მერაბიშვილი კი ახალ ეროვნულ მოძრაობას აფუძნებს?

_ დიახ. დღეს მერაბიშვილი, უგულავა ციხეში რომ არ სხედან, ეს მართლაც სირცხვილია. როგორ, გველაპარაკებიან ხმამაღლა ტრიბუნებიდან? ამ შემთხვევაში, მე `ქართული ოცნების” არ მესმის. ამ მიტინგის შემდგომ თუ მათ დაიჭერენ, მთელი მსოფლიო ილაპარაკებს  –  მიტინგის გამო მოხდა ესო. ეს თავიდან იყო გასაკეთებელი. მერაბიშვილი რომ ახალ ეროვნულ მოძრაობას აფუძნებს, ეს იმის გაგრძელებაა, რომ უნდათ ახლა სიტყვა  –  ეროვნულიც მოსპონ. ავიღოთ, ეს ორი პიროვნება  –  ვანო მერაბიშვილი და ვაშაძე. მერაბიშვილი მიწის საერთაშორისო მაფიას წარმოადგენს, ხოლო საკუთრება როგორ უნდა გადავიდეს სხვის ხელში და დაკანონდეს  –  ეს სისტემა ვაშაძეს ააწყობინეს. ეს ორი პიროვნება დღეს საქართველოსთვის ყველაზე საშიშია და გარე მაფიოზური წრეების მიერაა მართული. მათ, გარეთ, სხვადასხვა მასონურ წრეებს კარგად დაამახსოვრეს თავი. მე პირველმა დავეტაკე საქართველოში იმ წრეებს, რომლებმაც საბანკო პირამიდა შექმნეს.

– პრობლემა ისიც ხომ არაა, რომ დღეს საქართველოს გარე ძალები მართავენ?

_ დიახ. დღეს ჩვენი ტრაგედია სწორედ ამაშია  -საქართველო შიგნიდან არ იმართება. საქართველოში ჩვენ დღეს ის ხალხი კი არ მოგვწონს ვინც აქ იცხოვრა, ისწავლა და ა.შ. არამედ ვინც უცხოეთში ისწავლა, იცხოვრა  –  აი, ესაა ყველაფერი. უცხოელებმა ეს მომენტი დაიჭირეს და დღეს ცდილობენ საქართველოდან რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გაიყვანონ, სათავისოდ მოარჯულონ. როგორ ფიქრობთ, რა ომი მიდის ახალაიებსა და მერაბიშვილს შორის? გამორიცხულია როლანდ ახალაია რომელიმე მასონთა ოჯახს წარმოადგენდეს. როლანდ ახალაია არის ქართული ოჯახი _ შეიძლება მაფიოზური, მაგრამ ქართული ოჯახი. ვანო მერაბიშვილი არის ბლუ _ დასავლეთში მოსწონთ ასეთი ხალხი იმიტომ, რომ გარედან ადვილად იმართება. რატომ მოსწონდათ სააკაშვილი უცხოელებს? _ ადვილად მართვადი იყო. რატომ არ მოსწონთ ივანიშვილი? _ იმიტომ, რომ ადვილად მართვადი არაა. ივანიშვილს დღეს დახმარება სჭირდება.

_ 19 აპრილს გაკეთბულ კიდევ ერთ მოწოდებაზე მინდა გკითხოთ _ `ნაციონალები” ამბობდნენ ჩვენ ერთადერთი კონსტრუქციული ოპოზიცია ვართ, მაგრამ ივანიშვილს პუტინთან ვიზიტზე მყოფი ბურჯანაძე მოსწონსო.

_ წარმოუდგენლად მეჩვენება, ნინო ბურჯანაძე ანტიქართული იყოს, როგორც ამას სააკაშვილი ხატავს. როცა მე ბურჯანაძეს ვაკრიტიკებდი, მაშინ სააკაშვილი მას ტეტჩერს ადარებდა, მისით ამაყობდა. სააკაშვილი ოპოზიციაში რომ იყოს, პირველი წავიდოდა პუტინთან. დღეს სააკაშვილი პუტინთან გზებს ეძებს, მას არ აწყობს ალაპარაკებული პუტინი. პუტინს აწყობს მიწაზე გართხმული მიშა. რაც მეფის რუსეთმა ვერასდროს შესძლო, ის გააკეთა პუტინმა სააკაშვილის საშუალებით. 19 აპრილი პუტინისთვის საშუალების მიცემა იყო, რათა ამერიკელ მეგობრებს უთხრას _ ეს გიჟი არ მეშვებაო. ისინი, ხომ ვიცით, რასაც ეტყვიან _ ცოტა გვაცადეთო. პუტინსა და ამერიკელებს შორის სერიოზული საუბარი მიდის. საქართველოზე შეყვარებული კაცი ამდენ ყურადღებას არ დაუთმობდა რუსეთს. ხმამაღლა ვამბობ _ რუსეთის ლანძღვით, საქართელოში რუსული იმპერიის საქმე კეთდება. ვინმე მკითხავს, აბა რუსეთი უნდა ვაქოთო? _ არა, მაგრამ ფეხქვეშ არ უნდა გავეგოთ. რუსეთს მარტივი ფორმულა აქვს _ როგორც კი გხედავს, რომ ამერიკის წინაშე მიწაზე ხარ გართხმული _ რუსეთი გვეუბნება ჩვენ ამერიკელებთან ვივაჭრებთ და შენ დამარცხებული დარჩებიო. პუტინის ლანძღვით საქართველოს ხელისუფლებაში რუსული იმპერიული ძალების ზრახვათა განხორციელება ხდება. იმიტომ მინდა აგვისტოს ომის გამოძიება _ ან უნდა გამიქარწყლდეს ეჭვი, რომ სააკაშვილი პუტინის პროგრამის ნაწილი იყო, ან უნდა დამიდასტურდეს. დღეს, ჩემი აზრი, ასეთია, სააკაშვილმა როგორც იმოქმედა, ეს პუტინის პროგრამის ხელშეწყობა იყო. ესაა რეალობა, ამიტომ სააკაშვილს და ამერიკელებს ნინო ბურჯანაძე არ აწყობთ. რატომ? _ ამერიკელებმა იციან, რომ ბურჯანაძემ ბევრი რამ იცის და ამიტომ არ აწყობთ იგი, მაგრამ ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. თუმცა, ბურჯანაძეში ანტიამერიკული არაფერია. არადა, მიუხედავად ამისა, 26 მაისს ამერიკელებმა მისცა ჩვენს ხელისუფლებას ნებართვა _ დაცხეთო. დღემდე ბურჯანაძე ზედმეტია აშშ-სთვის. ნინო ბურჯანაძე აშშ-ს ფეხქვეშ არ გაეგება, თუმცა რომ ფრთხილობს, ამას ვხედავ. თუკი ამერიკელებს სააკაშვილთან ერთად ვინმე უნდათ გააყოლონ, ეს ნინო ბურჯანაძეა. ივანიშვილმა ოპოზიციად დაასახელა _ ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი და ირმა ინაშვილი. მინდა გითხრათ, რომ სამივეს დასახელება შეცდომა იყო. ამერიკელებმა იციან, რომ ინაშვილს პარტია არ აქვს და პრეზიდენტი ვერ იქნება, დარჩა ზურაბიშვილი და ბურჯანაძე. აშშ-ს აწყობს ზურაბიშვილი და არ აწყობს ბურჯანაძე. სააკაშვილი ამერიკელების ენით ლაპარაკობს.

აქვე კიდევ ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, თუ სად ჩანს სააკაშვილს ანტიქართველობა _ გამოვიდა და მიტინგზე პოლიციას მადლობა მოუხადა. იგივე პოლიციელმა 26 მაისს სხვა რამ გააკეთა. პოლიციელს კი არ ეკუთვნის ეს მადლობა, არამედ ეს მადლობა ბიძინა ივანიშვილს, შსს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის _ ყოჩაღ, მას. მინისტრი თუ სხვა რამეს დაავალებდა, პოლიცია შესაბამისად მოიქცეოდა. 26 მაისს პოლიციას დაავალეს სცემეთ ეს ხალხიო და გვცემეს. მივმართავ რიგით პოლიციელებს – ახლა, მაინც ხომ მიხვდით, რომ ბრძანების გამცემი იყო უბედურების სათავე, ვინც 26 მაისს თქვენს ძმებზე ხელი აგაწევინათ. აბა, ვანო მერაბიშვილს არ დაუვალებია და ისე აკეთებდნენ ამ ყველაფერს?

001 (2)დღეს ბატონ ბიძინას ჩვენს “სამართლიანობის მანიფესტს” ვუგზავნით. თუ საშუალება იქნა მინდა, რომ გაზეთებმა დაბეჭდონ. ჩვენ ვამბობთ _ სამართლიანობის აღდგენა კი არ გვინდა _ ეს არ ყოფილა ქვეყანაში და მისი აღდგენა არ შეიძლება, სამართლიანობის დადგენაა საჭირო. თუ ამ განწყობით ვიმოქმედებთ, საქართველოს დიდი მომავალი ექნება. ჩვენი პრემიერ-მინისტრი ქვეყნისთვის შანსია. კარგი გაგებით ვამბობ, ახალი არჩევნები პრემიერ-მინისტრის და ქვეყნის გადარჩენა იქნება. მომავალი წლიდან ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება და ივანიშვილი დიდი ფიგურა ხდება. და კიდევ ერთი, დღევანდელი „ნაციონალური სპექტაკლი“ იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ  უსამართლო გარემოში ყველა მართალია, დასჯილია ხალხი, ინგრევა ქვეყანა. სწორედ სამართლიანობის დადგენაშია საქართველოს მომავალი და სულ მალე პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავარი  პროკურორი  მიიღებენ „თეთრების“ „სამართლიანობის მანიფესტს“.

ესაუბრა თამარ შველიძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *