(Taimer.ge)”თეთრები” რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ

9 aპარტია “თეთრები” იმ პოლიტიკურ ძალთა შორისაა, ვინც მიიჩნევს , რომ საქართველოში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან პარლამენტი დღეს არ ასახავს რეალურ ძალთა განლაგებას და “ნაციონალურ მოძრაობას” რეალურად არ აქვს ისეთი მხარდაჭერა, როგორითაც ის წარმოდგენილია პარლამენტში,  – ამის შესახებ განაცხადა “თეთრების” ლიდერმა მეცხრე არხის გადაცემაში “ახალკაცის მატრიცა”

“ნაცმოძრაობა ჩასაფრებული ძალაა, რომელსაც თავისი დესტრუქციულობით შეუძლია გაცილებით მეტი დაუშავოს ქვეყანას, ვიდრე “ქართული ოცნება” თავისი მცდელობით ქვეყნისა და ხალხის სასიკეთოდ იმოქმედოს”, – აცხადებს “თეთრების” ლიდერი.

თემურ შაშიაშვილის თქმით, რიგგარეშე არჩევნები, შესაძლოა, დასავლეთის გარკვეულ წრეებში არ მოეწონოთ, მაგრამ ჩვენ უნდა დავძლიოთ, რა მოსწონს კრემლს თუ “თეთრ სახლს”, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც სურს ქართველ ხალხს. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნები ხშირად იმართება იტალიაში იაპონიასა და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში,რაც არის ნორმალური მოვლენა დემოკრატიულ სამყაროში, – აღნიშნავს შაშიაშვილი.

ეხება რა მესამე ძალის შექმნის იდეას, თეთრების ლიდერი ითხოვს, რომ “ნაცმოძრაობა” მეორე ცენტრად კი არ გამოცხადდეს, არამედ გასამართლდეს. თუ მას მეორე ცენტრად დამკვიდრების საშუალება მიეცემა, დამნაშავე ორგანიზაციისთვის, ეს მომავალში, ძალაუფლებაში მოსვლის შანსი გახდება.

“მე არ მოგონია რომ საქართველოში უნდა იყოს სამი ცენტრი, თუ ჩვენ ევროპული გზით მივდივართ, უნდა იყოს 4-5 ძლიერი პოლიტიკური ძალა. დღეს დაღუპვა იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ახალ ალიანსს შექმნის. ივანიშვილმა უკვე დააწესა არაკონკურენტული პოლიტიკური სივრცე, როცა გარკვეული პარტიებს დიდი დაფინანსება გამოუყო და გვერდით დაიყენა. ქვეყანაში გაჩნდა სამი ტიპის პოლიტიკური ძალა: გაყოყოჩებულები – ივანიშვილთან ყოფნით, გაბოროტებულები – ვინც მასთან არ იმყოფება და ჩასაფრებულები. სწორედ ეს სამი რამ ღუპავს საქართველოს,” – აცხადებს შაშიაშვილი.

მისი აზრით, პოლიტიკაშიც უნდა შეიქმნას კონკურენტურანიანი გარემო, რისთვისაც სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, მაგალითად უნდა დაწესდეს 50% -იანი ბარიერი.

“მაჟორიტარულ არჩევნებში რომ დაწესებული ყოფილიყო 50% -იანი ბარიერი, “ნაცმოძრაობას” პარლამენტში 10% ზე მეტი არ ექნებოდა, რაც რეალობასთან მიახლოებულ სურათს მოგვცემდა და რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი საჭირო არ იქნებოდა”. – აღნიშნავს “თეთრების” ლიდერი.

“თეთრები” ივანიშვილისაგან კონკურენტული გარემოსა და დაცული ადამიანისა და ნიჭის ძალაუფლების შექმნას ითხოვენ. სწორედ ეს მოთხოვნებია ჩამოყალიბებული “სამართლიანობის მანიფესტში”, რომელიც უახლოეს ხანებში პრემიერ- მინისტრს წარუდგენენ.

სააგენტო “თაიმერი”

წყარო: http://timer.ge/7028-thethrebi-riggareshe-saparlamento-archevnebs-ithkhoven.html

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *