(პრაიმ – თაიმი)მესამე ძალები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითოხვენ

 

parlamentiყველა არასაპარლამენტო ძალა ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებელი და გარდაუვალია. აუცილებელი, იმიტომ, რომ ორპოლუსიანი პარლამენტი არ ასახავს ხალხის ინტერესებს, გარდაუვალი, იმიტომ, რომ მესამე ძალა, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაძლიერდება.

ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებამდე დაანონსებული „მესამე, შუა“ გაკრების სურვილი ნელ-ნელა ქრება. თუმცა ფაქტია, რომ ჯერჯერობით ეს ერთადერთი პირობაა, რომელიც „ოცნების“ ლიდერმა პირნათლად შეასრულა ყოველ შემთხვევაში, შუა, ანუ იგივე მესამე ძალა, აქამდე გაკრეფილი იყო. ახლა კი, დამოუკიდებელი ძალები პირობას დებენ, რომ გაძლიერდებიან. მოსულიერდებიან და საკუთარ პოზიციას ერთად დააფიქსირებენ. ეს პოზოცია კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. გაძლიერებამდე და გაერთიანებამდე ყველა ცალ-ცალკე სწორედ ამას ითხოვს. კახა კუკავა, მამუკა გიორგაძე, აკაკი ასათიანი, სოსო მანჯავიძე, და მთავარი – თემურ შაშიაშვილი… ყველა მათგანი აცხადებს, რომ არსებული პარლამენტის დასაშლელად ძალებს არ დაიშურებენ. მიზანი ერთია – პარალმენტში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი.

თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი, ოთხ მიზეზს ასახელებს, რატომ არის გარდაუვალი ვადამდელი არჩევნები. 1. არ შეიძლება ქვეყანამ მოითმინოს დამნაშავე პარტია ჩასაფრებულის როლში – ეს პრაქტიკულად ნიშნავს 1-ლი ოქტომბრის მონაპოვარის განადგურებას, ხალხში გაჩენილი იმედის ჩაკვლას.; 2. თუ დამნაშავე პარტიას არ გავასამართლებთ, და მას მივცემთ დროსა და საშუალებას, რომ იქცეს ამ ეტაპზე მეორე პოლიტიკურ ცენტრად, ეს ნიშნავს,რომ ვეთანხმებით გარკვეული პერიოდის შემდეგ მის ხელისუფლებაში მობრუნებას; 3. საზოგადოებაში არის აზრი, რომ დღეს ხელისუფლება ყველა დონეზე ხელთ უპყრია „ქართულ ოცნებას“. მაშინ , როცა მთელი საპრეზიდენტო ვერტიკალი: სამხარეო საქალაქო, რაიონული, სასოფლო ადმინისტრაციები, სასამართლოები და კონტროლის პალატის სისტემები ძველი ხელისუფლებისადმი მორჩილი ერთგულებით ებრძვის ხალხს… ეს ერთხელ კიდევ ასახავს არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. 4. დანიშნული დეპუტატების სამარცხვინო ეპოქა უნდა დასრულდეს… დამოუკიდებელ საქართველოში ვირჩევთ არა ძლიერ პოლიტიკოსთა პარლამენტს, არამედ ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით შერჩეულ პარლამენტს… ზვიად გამსახურდიას ნდობის გამო აირჩიეს მისი ბლოკის დეპუტატთა 90 პროცენტი…შევარდნაძის გამო,შემდეგ სააკაშვილის და ბოლოს ივანიშვილის გამოა არჩეული დამოუკიდებელი საქართველოს შემდგომ პარლამენტთა წევრები…რაც “თეთრების” ლიდერის აზრით,  კატასტროფაა… შაშიაშვილის განცხადებით, პარლამენტში მინიმუმ 4-5 ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი.

-თემურ შაშიაშვილი, „თეთრების“ ლიდერი

– რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა არ მოეწონოს დასავლეთის გარკვეულ წრეებს, shashiasviliმაგრამ ჩვენ უნდა დავძლიოთ, რა მოსწონს კრემლს თუ „თეთრ სახლს“, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც სურს ქართველ ხალხს. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნები ხშირად იმართება იტალიაში იაპონიასა და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, რაც არის ნორმალური მოვლენა დემოკრატიულ სამყაროში.

– საუბარია მესამე ძალის შექმნაზე

მე არ მოგონია რომ საქართველოში უნდა იყოს სამი ცენტრი, თუ ჩვენ ევროპული გზით მივდივართ, უნდა იყოს 4-5 ძლიერი პოლიტიკური ძალა. დღეს დაღუპვა იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ახალ ალიანსს შექმნის. ივანიშვილმა უკვე დააწესა არაკონკურენტული პოლიტიკური სივრცე, როცა გარკვეული პარტიებს დიდი დაფინანსება გამოუყო და გვერდით დაიყენა. ქვეყანაში გაჩნდა სამი ტიპის პოლიტიკური ძალა: გაყოყოჩებულები – ივანიშვილთან ყოფნით, გაბოროტებულები – ვინც მასთან არ იმყოფება და ჩასაფრებულები. სწორედ ეს სამი რამ ღუპავს საქართველოს. პოლიტიკაშიც უნდა შეიქმნას კონკურენტურანიანი გარემო, რისთვისაც სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, მაგალითად უნდა დაწესდეს 50% ბარიერი. მაჟორიტარულ არჩევნებში რომ დაწესებული ყოფილიყო 50% ბარიერი, „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში 10% ზე მეტი არ ექნებოდა, რაც რეალობასთან მიახლოებულ სურათს მოგვცემდა და რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი საჭირო არ იქნებოდა..

არჩევნების თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდება შემოდგომაზე, ესეც პოლიტიკოსების პოლიტიკური ანალიზია. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ყველა დარწმუნდება, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა საკუთარი ძალაუფლება, აღარ იქნება ეჭვი, რომელიმე პარტია სხვა ძალის წისქვილზე ხომ არცდილობს წყლის დასხმას, სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდებიან რეალური მესამე ძალის წარმომადგენლებიც.

ხათუნა მგალობლიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *