“სახალხო კრება”: სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჭიანურდება

პრეს-რელიზი

kreba2013 წლის 25 აპრილს „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა. აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.

სხდომაზე ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ სამწუხაროდ, სამართლიანობის აღდგენის პროცესი ძალზედ ჭიანურდება რაც სამართლიანად ზრდის უკმაყოფილებას ხალხში ახალი ხელისუფლების მიმართ. ითქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლლესობამ,
1 ოქტომბერს საკუთარი რისკის ფასად, ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ იმ იმედით, რომ ქვეყანაში აღდგებოდა სამართლიანობა და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებოდა ყველა ის თანამდებობის პირი, რომლების წლების მანძილზე ანხორციელებდნენ მოქალაქეების დატერორებას, კერძო საკუთრების ხელყოფას, სდევნიდნეს ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებების გამო და ამით აძლიერებდნენ რეჟიმს.

„სახალხო კრების“ აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გამართოს „დარბაზის“ გაფართოებული სხდომა, სადაც განხილული იქნება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და სამომავლო პერსპექტივები. ასევე „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭო და დარბაზი იმსჯელებს „სახალხო კრების“ მიერ 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით.

პრეს-ცენტრი

29.04.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *