(საქართველო და მსოფლიო) თემურ შაშიაშვილი: „ვადამდელი არჩევნები, დრო არ ითმენს!“

shashiasvili„საქართველო და მსოფლიო“ მოძრაობა „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის ვადამდელი არჩევნების შესახებ სპეციალურ განცხადებას გთავაზობთ.

„დრო არ ითმენს რამდენიმე მარტივი რამის გამო: პირველი – არ შეიძლება ქვეყანამ მოითმინოს დამნაშავე პარტია ჩასაფრებულის როლში – ეს პრაქტიკულად ნიშნავს 1 ოქტომბრის მონაპოვარის განადგურებას, ხალხში გაჩენილი იმედის ჩაკვლას;

მეორე – თუ დამნაშავე პარტიას არ გავასამართლებთ და მას მივცემთ დროს და საშუალებას, იქცეს ამ ეტაპზე მეორე პოლიტიკურ ცენტრად, ეს ნიშნავს, რომ ვეთანხმებით გარკვეული პერიოდის შემდგომ მის ხელისუფლებაში მობრუნებას… ვეთანხმებით ქვეყანაში არასამართლიანი პოლიტიკური სივრცის შექმნას… ვეთანხმებით სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე არსებულ მწვავე კრიზისს.

ამაზე დიდი ბოროტება არ შეიძლება გავუკეთოთ საკუთარ ხალხს და ქვეყანას.

მესამე– საზოგადოებაში არის აზრი, რომ დღეს ხელისუფლება ყველა დონეზე ხელთ უპყრია კოალიცია „ქართულ ოცნებას“, მაშინ, როდსაც მთელი საპრეზიდენტო ვერტიკალი: სამხარეო, საქალაქო, რაიონული, სასოფლო ადმინისტრაციები, სასამართლო და კომტროლის პალატის სისტემები ძველი ხელისუფლებისადმი მორჩილი ერთგულებით ებრძვის ხალხს. ეს ერთხელ კიდევ ასაბუთებს ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

მეოთხე-დანიშნული დეპუტატების სამარცხვინო ეპოქა უნდა დასრულდეს…დამოუკიდებელ საქართველოში ვირჩევთ არა ძლიერ პოლიტიკოსთა პარლამენტს,არამედ ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით შერჩეულ პარლამენტს…ზვიად გამსახურდიას ნდობის გამო აირჩიეს მისი ბლოკის დეპუტატთა 90 პოცენტი…შევარდნაძის გამო,შემდეგ სააკაშვილის და ბოლოს ივანიშვილის გამოა არჩეული დამოუკიდებელი საქართველოს შემდგომ პარლამენტთა წევრები…ეს კატასტროფაა.“ -ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *