გვეწვიეთ ვებ.გვერდზე და, გვირჩიეთ…


veb-gverdiჩვენს მხარდამჭერებსა და მეგობრებს.

როგორც ცნობილია, გასული წლის ბოლოს ჩვენს ვებ-გვერდხზე www.tetrebi.org მოხდა ხაკერების შემოტევა, რის გამოც პრაქტიკულად მთელი საიტი დაზიანდა, რის გამოც მოწგვიწია ახალი ვებ-გვერდის შექმნა.

„თეთრების“ საიტი ( www.tetrebi.org)  ყოველთვის გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით. ჩვენ ვანთავსებდით არა მართო ჩვენი პარტიისა და მისი  მხარდამჭერების პოზიციებს, არამედ ყველაზე ექსკლუზიურ და საინტერესო მასალებს. პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მოსაზრებებს. გვქონდა დიდი ვიდეო კატალოგი. სამწუხაროდ ყველაფერი ეს დროებით დაიკარგა და დღეს მიმდინარეობს არა მართო ახალი საიტის კონსტრუქციაზე მუშაობა, არამედ ძველი მასალების აღდგენაც.

მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მეგობრებს, გულშემატკივრებს, მხარდამჭერებს, აგრეთვე ჩვენს ოპონენტებს, ყველას, ვინც „თეთრების“ ვებგვერდს ( www.tetrebi.org) გაცნობია, დაინტერესებულა , გვეწვიეთ, გაეცანით მასზე მოთასებულ ახალ თუ ძველ მასალებს. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ეს ძალიან მნიშნვნელოვანია ჩვენთვის, რათა საიტი გახდეს საინტერესო, მრავალფეროვანი და მიმზიდველი არა მარტო მხარდამჭერებისთვის, არამედ ჩვენი ოპონენტებისთვისაც.

შემოგვთავაზეთ ახალი რუბრიკები.. მოგვაწოდოთ თქვენი წინადადებები.

ველით თქვენს გამოხმაურებას

 

„თეთრების“ ვებ-გვერდის ადმინისტრაცია

www.tetrebi.org

01.05.2013

Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *