,ქართულ-ოსური მისია”და “საქართველოს ხალხთა ასამბლეა” სააღდგომოდ მოინახულებს დევნილ პატიმრებს…

 ქრისტესმიერო მეგობარო

 „ქართულ-ოსური მისია“ და „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“  სიყვარულით  გილოცავთ

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად!  გიხაროდენ!

          იკეთე თქვენს ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს,ერთად გახარებულნი გვენახეთ!

 ჩვენ – ქართველებს, ოსებს, აფხაზებს, ერთმანეთის გარეშე, ერთმანეთის შენდობისა და  მიტევების გარეშე არ გვაქვს მომავალი.

სიყვარული აგვამაღლებს!”

flaeri 1

      Capture

ამ მიმართვას ავრცელებენ ქართულოსური მისი  და მისი თავმჯდომარე ბატონი რეზო ამაშუკელი,  „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ და მისი თავმჯდომარე ბატონი გოჩა ძასოხოვი  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით.

5 და 7 მაისს   მისიისა და ასამბლეის სახელით ცნობილი მოღვაწეები: რომან რურუა, პაატა ცნობილაძე,  ფერდინანდ ლორთქიფანიძე, მარინა კაჟაშვილი,  ინეზა იამანიძე, ნათია  ავსაჯანიშვილი, ვასილ კადინეცი, გიორგი გაგლოევი  საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მოინახულებენ  დევნილ პატიმრებს, ასევე ეწვევიან არასრულწლოვანთა და ქალთა კოლონიას.

მათთან ერთად პატიმრებს მოინახულებს  ამჟამად საქართველოში მყოფი ადამიანის  უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციიის EGFM -ის გერმანული სექციის წევრი შალვა წიკლაური.

მისიისა და ასამბლეის წევრები პატიმრებს გადასცემენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის მიერ ნაკურთხ სააღდგომო ნობათს.

5 მაისს 11:00 საათზე, ქართულ ოსური მისიის ოფისიდან (ჩუბინიშვილის 54) მოხდება პირველი გასვლა, რომლის დროსაც მისიისა და ასამბლეის წარმომადგენლები  მოინახულებენ  ცხინვალიდან ოსი ეროვნების პატიმარებს მარეკ დუდაევს, ალექსანდრე თედეევს,  ასევე ორ დევნილ არასრულწლოვანსა და რამოდენიმე დევნილ პატიმარ ქალბატონს. დანარჩენი პატიმრების მონახულება დაგეგმილია 7 მაისს.

ქართულ-ოსურ მისიასა და და „საქართველოს ხალხთა ასამბლეას“ მომავალშიც მრავალი ერთობლივი  ღონიძიება აქვთ გათვალისწინებული ქართველი და ოსი ხალხებს შორის ურთიერთობის დათბობისა და მეგობრობის აღდგენისათვის. მათ შორის არის კონფლიქტის რეგიონებიდან ლტოლვილების მონახულებაც.

„ჩვენ, ქართველებს ოსებს და აფხაზებს ერთმანეთის გარეშე არ გვაქვს მომავალი“  – ამ დევიზით მარტის თვეში უკვე გაიმართა „მომავლის საუბრების“ ციკლის პირველი შეხვედრა, მას  რეგულარული ხასიათი მიეცემა და დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი ხალხების დაახლოვებას.

ძირითადი სამი პირორიტეტი „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ „ქართულ-ოსური მისიისა და  თანამშრომლობისა, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს მისიამ და ასამბლეამ  მკაფიოდ ჩამოაყალიბეს და მხარდაჭერისათვის მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას, პარალმენტის თავმჯდომარეს.

პირველი – ურთიერთმიმოსვლა, ადამიანთა ურთიერთობებისათვის პირობების შექმნა.

მისიისა და ასამბლეის ერთობლივი წინადადება კონკრეტული და ლაკონურია: საქართველოს ყველა მოქალაქეს ქართული მხარისაგან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უნდა შეეძლოს გადაადგილება როგორც სოხუმის, ასევე ცხინვალის მიმართულებით.

მეორე – პატიმართა საკითხი.

დღემდე ეს ვერ მოხერხდა სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან პატიმართა სიის დაზუსტება. გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს სია უბრალოდ არ არსებობს და გამოვრიცხოთ ექსპერტთა გარკვეულ წრეებში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ იგი თითქოს გასაიდუმლოებულია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან საუბრისას ამ თემით სპეკულაციის საფუძველი ყველას უნდა მოვუსპოთ. გვჯერა, ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებას ჩვენი ძმების ასეთივე განწყობა მოჰყვება. ეს კი კარგი საყრდენი იქნება მომავალი ურთიერთობებისათვის.

მესამე – პოლიტიკური დევნილები.

„ქართულ-ოსური მისია“ და „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“  სრულად იზიარებენ პარლამენტის გადაწყვეტილებას პოლიტპატიმრებსა და პოლიტდევნილებთან დაკავშირებით. ახალმა ხელისუფლებამ გადადგა გაბედული ნაბიჯი, მაგრამ პრობლემა სრულად უნდა მოიხსნას. ეს უამრავი ადამიანის, მათი  ოჯახების, ნაცნობების, მეგობრებისა და ნათესავების დამოკიდებულებას კეთილად შემოაბრუნებს ჩვენი ქვეყნისადმი.

ასამბლეამ და მისიამ  ამ საკიხების მოგვარებაში თანადგომა თხოვეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს.

საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ და „ქართულ-ოსური მისია“ თვლიან, რომ პოეტმა რეზო ამაშუკელმა ყველა მოაზროვნე ქართველის განწყობა გამოხატა ოსებისადმი მიმართვაში:

ძმებო, ოსებო!

მეც ალანი ვარ და ისქართველი, რომელსაც ვერასდროს ააგლეჯენ გულიდან თქვენ სიყვარულს დაპატივისცემას! შეჩვენებული მყავსყოველი, ვინც ჩვენს შორის წყალი აამღვრია.უცოდველი ღმერთია მხოლოდ!

სამი შვილთაშვილი მყავს და სამივე ვაჟია. მათ აქედანვე ვუნერგავ თქვენდამი ძმობას!

– დიახ, ალანი ვარ და ის ქართველი, ვისაც ძარღვში დედუფალ ბორდუხანის სისხლი დამიდის, ვინც ამაყია დავით სოსლანით!

ჩვენ ყველანი, დიდი კაცების, სიტყვის კაცების შთამომავლები ვართ, ამიტომაც დავდოთ ალალი სიტყვა და ვუერთგულოთ ბოლომდე ჩვენსავე ნათქვამს!

გილოცავთ ამ დღეებს! ცრემლი მდის და გულწრფელი ვარ მე ამ ცრემლებში! სხვა რომ არაფერი ვთქვა, ღარიბი იქნებოდა მსოფლიო კულტურა „სიმდის“ გარეშე! ამ ცეკვის პატრონი ერი დახვეწილია და კეთილშობილი!

მე დამანგრია და დამღალა ამ ამღვრეულმა დრომ, თუ უფალი წამიყვანს, ერთი სანთელი თქვენც ამინთეთ, რამეთუ გულით

მიყვარხართ და იმედი მაქვს ერთად ვიქნებით!“

 სწორედ ამ დიდი ქართული განწყობის მიმართვას მიიღებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით უამრავი ოსი ეროვნების ადამიანი.

ჩვენ მართლაც ერთმანეთის გარეშე არ გვაქვს მომავალი!

 

ქართულ-ოსური მისიის პრეს-სამსახური

საკონტაქტო პირი მარინა კაჟაშვილი

tel. 571678454

04.05.2013

წყარო :,,ქართულ-ოსური მისია” სააღდგომოდ მოინახულებს ცხინვალელ ოსებს და დევნილ პატიმრებს…

http://megobrobismisia2012.blogspot.com

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *