სიყვარული აღგვამაღლებს! ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას გილოცავთ!

 

941017_443720972384038_1207608267_nხვალ აღდგომაა, უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული –  სიკვდილზე სიცოცხლის, სიბნელეზე სინათლის, სიძულვილზე სიყვარულის გამარჯვების დღე.

თემურ შაშიაშვილის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა ათასწლეულთა გასაყარზე,  საოცრად ეხმიანება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს – სიყვარულის, სინათლისა და სიცოცხლის ზეიმს.

“სიყვარული აგვამაღლებს!

კაცობრიობის განვლილი პერიოდი, მეორე ათასწლეული, მეოცე საუკუნე და მისი ბოლო ათწლეულები გამორჩეულია იმით, რომ მეცნიერულად დასაბუთდა სულის უკვდავება. სასწაულია ის, რომ რელიგია უფრო დიდი მეცნიერება აღმოჩნდა, ვიდრე საკუთრივ მეცნიერება.

სად არის ჩვენი სიძლიერე, ჩვენი მომავალი?

საქართველოს სიძლიერე, მისი მომავალი მის ისტორიულ ფესვებში, წინაპართა ტრადიციებისადმი ერთგულებაშია, ჩვენს სარწმუნოებასა და ეკლესიურობაშია, ჩვენს ენაშია, ჩვენს ოჯახში და ოჯახიშვილობაშია.

ვინ ვიქნებით ჩვენ, თუ ჩვენი წინაპრების რელიგიას ვუღალატებთ, ჩვენს წინაპრებს არ დავაფასებთ, ჩვენს ბებიას და ბაბუას არ ვცემთ პატივს, თუ ჩვენს ენაზე – ქართულ ენაზე არ ვისაუბრებთ? (ადამიანი ანობრივი არსებაა – დიდი სიბრძნეა ამ თქმაში). ჩვენს ვიქნებით წარსულის ქვეყანა — ისე დაკარგული და განადგურებული, როგორც ცივილიზაციის სათავეებთან მდგომ ბევრ ხალხს დაემართა.

რა ვქნათ, ჩავიკეტოთ?

ცივილიზებულ სამყაროში ყოფნას თითოეული სახელმწიფოსათვის, ყოველი ერისა და ხალხისათვის სამი საყრდენი აქვს: ისტორიული ფესვი, ინტელექტი, ეკონომიკა. მსოფლიოს ინტელექტი და ბიზნესი აერთიანებს – არც ერთს აქვს ეროვნება და არც ერთი არ (ვერ) იკეტება სახელმწიფო საზღვრებში.

ჩვენ ცივილიზაციის სათავეებთან მდგომი ერი ვართ ჯანსაღი და ძლიერი ისტორიული ფესვით. ჩვენ ძლიერი გენეტიკური კოდის, დიდი ინტელექტის ერი და ქვეყანა ვართ”

 

თემურ შაშიაშვილი,

სიყვარული ავამაღლებს

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *