სააღდგომოდ ,,ქართულ-ოსური მისია” და “საქართველოს ხალხთა ასამბლეა” დევნილ პატიმრებს მოინახულებენ

5 და 7 მაისს, „საქართველოს ხალხთა ასამბლეისა“ და “ქართულ-ოსური მისიის” წარმომადგენლები საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დევნილ პატიმრებს მოინახულებენ და არასრულწლოვანთა და ქალთა კოლონიას ეწვევიან. პატიმრებს მოინახულებს საქართველოში მყოფი ადამიანთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის “EGFM” -ის გერმანული სექციის წარმომადგენელიც.მისიისა და ასამბლეის წევრები პატიმრებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის მიერ ნაკურთხ სააღდგომო ნობათსა და „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ და „ქართულ ოსური მისიის“ ხელმძღვანელების გოჩა ძასოხოვისა და რეზო ამაშუკელის სააღდგომო მილოცვას გადასცემენ. პირველი გასვლა ხვალ 11:00 საათზე, „ქართულ ოსური მისიის ოფისიდან მოხდება. მისიისა და ასამბლეის წარმომადგენლები ცხინვალიდან ოსი ეროვნების პატიმრებს მარეკ დუდაევს, ალექსანდრე თედეევს, ასევე ორ დევნილ არასრულწლოვანსა და რამდენიმე დევნილ პატიმარ ქალბატონს მოინახულებენ. დანარჩენი პატიმრების მონახულება 7 მაისს არის დაგეგმილი.

ხვალინდელი აქცია იმ ღონისძიებების ნაწილია, რომელიც „საქართველოს ხალხთა ასამბლეამ“ და „ქართულ-ოსურმა მისიამ“ ერთობლივად დაგეგმეს. აღნიშნული ღონისძიებები ქართველი და ოსი ხალხის ურთიერთობების განმტკიცებას ემსახურება.

წყარო: http://geonews.ge/category/12/law/news/187305/saagdgomod_devnil_patimrebs_moinaxuleben.html

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *