(ქართული სიტყვა)თემურ შაშიაშვილი: “ივანიშვილი ერთადერთი ადამიანია, რომელიც ქვეყანას ამაგრებს”

 

თემურ შაშიაშვილის დოქტრინა, რომლითაც საქართველო „ნაცმოძრაობის“ სექტისაგან განთავისუფლდება

tem… არ არსებობს ბიზნესი და,  მითუმეტეს რეგიონებში, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ არაა დაკავშირებული. გამგებლები და მათი მოადგილეები ყველა ბიზნესის წილში არიან. შესაბამისად ქვეყანას ბოიკოტი გამოუცხადეს და ბევრი ბიზნესი გააჩერეს. „საქართველოს ბანკის“ მაგალითი ავიღოთ.  – თუ კადრები ჰყავდა შესამცირებელი, აქამდე არ იცოდა? ძალიან ბევრმა ორგანომ, რომლებიც პრეზიდენტს ექვემდებარება, კადრების შემცირება ახლადაიწყო და ყველაფერი ივანიშვილის ხელისუფლებას ბრალდება. ევროპა და  საქართველო დარჩიაშვილის ჭკუაზე დადის. რომელიც ამბობს, რომ ეკონომიკა გაჩერდაო. გაჩერდება, აბა რა იქნება, როცა ყველაფერ ამას ისევ „ნაციონალები“ აკონტროლებენ?! „ნაციონალებს“ ყველაფერი, მათ შორის, გარკვეულწილად პარალმენტიც მონოპოლიზებული აქვთ…“

 

„ქვეყანაში დიდი ხნის წინ დაწყებული სისტემური კრიზისი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგაც გრძელდება. ქვეყნის განვითარებას ჩასაფრებული პოლიტიკური ძალაც აფერხებს. სხვათა შორის, ეს ძალა ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ცოტა ხნის წინ მეორე პოლიტიკურ ცენტრად და მთავარ ოპოზიციად  გამოაცხადა და ამ ძალას „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, – ამბობს „ქართულ სიტყვასთან“ საუბრისას „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი

 – ბატონო თემურ, საყოველთაო კოჰაბიტაციის პირობებში, მუდმივად აქტიური თემურ შაშიაშვილი რას აკეთებს?

– ჩემს თავს დამნაშავე ძალასთან კოჰაბიტაციის გარეთ ვხედავ. ასე რომ, ამ პროცესში მონაწილეობას არ ვიღებ… მიხარია, რომ მეცნიერებათა აკადემია პოლიტიკური პარტიების პროგრამებით დაინტერესდა და ეჭვი არ მეპარება, რომ პრემიერი ივანიშვილი კანონში ჩანაწერს, რომ ეს ორგანო ხელისუფლების პირველი მრჩეველია,  რეალურად აამუშავებს. საერთოდ, ბიძინა ივანიშვილისაგან მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ ქვეყანაში ყველა სფეროში კონკურენტუნარიანი გარემო შექმნას.

ქართულმა პოლიტიკამ გონება დაკარგა და წინ ავადმყოფური აზროვნების ადამიანები მიდიან – წინა პლანზე ემოციაა წამოწეული, ანუ ქვეყანა ემოციებით და გონების გარეშე იმართება. თუკი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გონებას დააბრუნებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მართალია, არსებობდა მოლოდინი,. რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში სისტემური კრიზისი დამთავრდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა – ქვეყანაში,სადაც ჩასაფრებულია პრეზიდენტი,  გუბერნატორი, ქალაქების მერებსა და გამგებლების დიდი ნაწილი და მთელი ეს სახელისუფლებო ვერტიკალი კონტროლის პალატისა და სასამართლოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით იმართება, სისტემური  კრიზისი გარდაუვალია! ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ელიტურ კორუფციაში იყვნენ ჩართულნი. ეს ძალიან სერიოზული ძალაა, რომელიც ხალხს ხალხის სახელით ებრძვის!… ისე, სააკაშვილზე უფრო დიდი დემაგოგი ვერავინ წარმომედგინა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი პატარ-პატარა დემაგოგია.

 – ეს „პატარ-პატარა“ დემაგოგები ვინ არიან, ბატონო თემურ?

– საერთოდ, ჭკვიანი ადამიანები დემაგოგიას ტერორიზმის ახალ გამოვლინებად თვლიან. როცა დავით ბაქრაძის განცხადება მოვისმინე, დავრწმუნდი, რომ სააკაშვილი კვალიფიციური დემაგოგია! „გაიხედეთ თქვენს ირგვლივ, დამთავრდა შიმშილი, დასაქმდა ვინმე?“ – იკითხა 19 აპრილის აქციაზე ბაქრაძემ და „ქართული ოცნება“ ასეთ კაცს ეფერება, დანაშაული არე ჩაუდენიაო. მისი სიმამრი ტენდერებს იგებდა, ცოლი კი ტელეფონზე იმდენს ლაპარაკობდა, რომ დანახარჯს დღემდე ვერ ითვლიან და ბაქრაძეს მეტი დანაშაული რაღა უნდა ჰქონდეს?! “ქართულმა ოცნებამ“ ამ ადამიანებს, რომლბიც სისტემურ კრიზისს არა მარტო აგრძელებენ, არამედ ხალხს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებენ, დანაშაული, თურმე უნდა აპატიოს.

სხვათა შორის, ახალმა მთავრობამ გააცნობიერა, რომ საქართველოს მომავალი ნიჭია და არა – მუშტის ძალაუფლება, თუმცა ნიჭის ძალაუფლებას ხელს ჩასაფრებული პოლიტიკური ძალები უშლიან. მცდარია შეხედულება, რომ დემოკრატიისთვის „ნაცმოძრაობის“ გადარჩენა აუცილებელია და როგორც პარტიას, მთავარ ოპოზიციურ ძალად  აღიარებენ  – ამას ქვეყნის უბედურებად ვთვლი.   ასევე მიუღებელია, რომ მეორე პოლიტიკური ცენტრი „ნაცმოძრაობა“ იყოს.

 – ამბობენ, რომ ეს „რესპუბლიკელების“ იდეაა…

– ეს რესპუბლიკელების კი არა, მათი იდეაა, ვისაც ეს პარტიები გარეთ ემსახურებიან. რატომ უნდა გვიკარნახოს რამე ან რუსეთმა, ან ამერიკამ? თუ ქართველ ხალხს პატივს სცემ, რატომ არ ენდობი, რომ პოზოიცია თვითონ შეარჩიოს?..

 – ბატონო თემურ, მართალია, ამბობთ, რომ „ნაციონალები“ ჩასაფრებულები არიან და ამით სისტემური კრიზისს აღრმავებენ, მაგრამ ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, არჩევნების შემდეგ ეკონომიკა ჩამოიშალა, „ოცნება“ არც საარჩევნო დანაპირებს ასრულებს და არც სამუშაო ადგილებს ქმნისო…

-მეგონა, რომ ეკონომიკაში გაცილებით მეტი სირთულეები იქნებოდა, რადგან არ არსებობს ბიზნესი და,  მითუმეტეს რეგიონებში, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ არაა დაკავშირებული. გამგებლები და მათი მოადგილეები ყველა ბიზნესის წილში არიან. შესაბამისად ქვეყანას ბოიკოტი გამოუცხადეს და ბევრი ბიზნესი გააჩერეს. „საქართველოს ბანკის“ მაგალითი ავიღოთ.  – თუ კადრები ჰყავდა შესამცირებელი, აქამდე არ იცოდა? ძალიან ბევრმა ორგანომ, რომლებიც პრეზიდენტს ექვემდებარება, კადრების შემცირება ახლა დაიწყო და ყველაფერი ივანიშვილის ხელისუფლებას ბრალდება. ევროპა და  საქართველო დარჩიაშვილის ჭკუაზე დადის. რომელიც ამბობს, რომ ეკონომიკა გაჩერდაო. გაჩერდება, აბა რა იქნება, როცა ყველაფერ ამას ისევ „ნაციონალები“ აკონტროლებენ?! „ნაციონალებს“ ყველაფერი, მათ შორის, გარკვეულწილად პარალმენტიც მონოპოლიზებული აქვთ…

საერთოდ, საქართველოს დაღუპვა ყოველთვის დანიშნულ დეპუტატებს უკავშირდება

 – ეს რას ნიშნავს, ბატონო თემურ?

– დეპუტატები ინიშნებოდნენ კომუნისტების დროს, მაგრამ იყო ხალხი, რომელიც იმ ეპოქაშიც  ეროვნული იყო და აბსოლუტურად დამოუკიდებლად  მოქმედებდა. ეს უარვყავით და განვაცხადეთ, დანიშნული დეპუტატები არ გვინდა, მაგრამეს ტენდენცია დღესაც გრძელდება – დეპუტატებს ეხლაც ნიშნავენ! დანიშნული დეპუტატი ბიზნესმენს, მოსამართლეს ნიშნავს და ასე შემდეგ… ისე, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტში ვერც „რესპუბლიკელები“ ვერ მოხვდებოდბებ და ვერც – სხვა პარტიის წარმომადგენლები – ხალხი მათ ხმას არ მისცემდა. ამიტომ „ნაცმოძრაობას“ ეხლა ერთადერთი ამოცანა აქვს – როგორმე ბიძინა ივანიშვილის გაუვნებელყოფა მოახდინოს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ქვეყანას ამაგრებს, ივანიშვილია. ამიტომ, რახან ქართველი ვარ, ივანიშვილის ჩემდამი დამოკიდებულების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს კი არა, ქვეყანას ვიცავ, რადგან ვიცი, ქვეყნის გადარჩენა რამდენიმე ადამიანზე – პატრიარქზე, მოაზროვნე ადამიანებსა და ნაკლებად პოლიტიკსოებზეა დამოკიდებული… თუ ხალხის უდიდესმა ნაწილმა „ნაცმოძრაობის“ დამანგრეველი სტრატეგია ვერ გააცნობიერა, 2013 წელი ქვეყნისათვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს, ჩასაფრებული პოლიტიკური ძალისა და მედროვე პოლიტიკოსებისათვის კი წარმატებული. მოვა დრო და, ვინანებთ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობა 2013 წლის 20 იანვარს არ დავამთავრეთ. ვხედავ, თუ რა პროვოკაციებს აწყობს სააკაშვილი ქვეყნის შიგნით და როგორ ფეხდაფეხ დასდევს პრემიერს უცხოეთში. ის იმაზე მუშაობს, თუი როგორ მოშალოს ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ გაზარდოს ახალი ხელისუფლებისადმი ქვეყნის გარე ძალების უარყოფითი დამოკიდებულება. ეს კი ერთ კაცს, ივანიშვილს კი არა, მთელს სახელმწიფოს ვნებს.

 – ყველაფერ ამისაგან გამოსავალს რაში ხედავთ?

– რაში და, – ქვეყნის “ნაცმოძრაობის სექტისაგან“ გათავისუფლებაში. ქვეყნის ერთი ნაწილი რუსებს აქვს ოკუპირებული, მეორე კი – „ნაცმოძრაობას“. ყველა ოკუპანტი უნდა გავასამართლოთ – ის, ვინც ტერიტორიები დაგვაკარგვინა და ისიც, ვინც ნიჭით სავსე ქვეყანა დარვინის ეპოქაში გადაიყვანა.

 – ე.წ. შიდა ოკუპანტების გასამართლების პროცესი ჭიანურდება…

ამ სიტუაციაში გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩვენებია, რომელმაც შეიძლება სასამართლოს ფუნქცია შეასრულოს. გარედან შემოთავაზებულ დამანგრეველ პოლიტიკურ კურსს ხალხმა განაჩენი არჩევნებით უნდა გამოუტანოს!

დღეს აშშ-სა და დ ევროპის ინტერესების დამცველი ვანო მერაბიშვილია, ვაი, ამ ქვეყნებს. მერაბიშვილი, რომელმაც თავის დროზე თქვა, ევროპა არაადამიანურიაო, დღეს ხელს ევროპისკენ იშვერს. ევროპას ისეთი რა გაუჭირდა, რომ აქცენტს ვანო მერაბიშვილზე აკეთებს? 19 აპრილს, ვანო მერაბიშვილმა მიტინგი იმ ადგილას ჩაატარა, სადაც 2011 წლის 26 მაისს ხალხი დაარბიეს. გესმით, რა ხდება? – თეა თუთბერიძეც კი, როცა ეკითხებიან, თუ რა შეეშალა „ნაცმოძრაობას“, პირველად 26 მაისს ასახელებს. ამათ კი მიტინგი ჩაატარეს და , მათი სისხლისმსმელობის მიუხედავად, ხალხი მაინც მივიდა. ვერ გავიგე, რა მოსწონთ ვანო მერაბიშვილის – განათლების მასშტაბები, რელიგიურობა, თუ რა? მერაბიშვილმა თავის ბიოგრაფიაში დაწერა, რომ ქართულ ტრადიციებს პატივს არ სცემს, რომ ქართული და ევროპული ტრადიციები არაადამიანურია, რომ ღვინოს გემო ვერ გაუგო. ჩემი წინაპრები კათოლიკეები იყვნენ, მაგრამ მე არც მართლმადიდებელი ვარ,  არც –  კათოლიკე და ურწმუნო ვარო. „ნაციონალები“ ეროვნულ მოძრაობას იმას უწოდებენ, რომ ახალი ქართველი შექმნან. ეროვნული მოძრაობა კი, არც ძველია და არც – ახალი, ის ან არსებობს, ან  – არა.

ესაუბრა ნათია ვერძეული

 

v19 აპრილს, ვანო მერაბიშვილმა მიტინგი იმ ადგილას ჩაატარა, სადაც 2011 წლის 26 მაისს ხალხი დაარბიეს. გესმით, რა ხდება? – თეა თუთბერიძეც კი, როცა ეკითხებიან, თუ რა შეეშალა „ნაცმოძრაობას“, პირველად 26 მაისს ასახელებს. ამათ კი მიტინგი ჩაატარეს და , მათი სისხლისმსმელობის მიუხედავად, ხალხი მაინც მივიდა. ვერ გავიგე, რა მოსწონთ ვანო მერაბიშვილის – განათლების მასშტაბები, რელიგიურობა, თუ რა? მერაბიშვილმა თავის ბიოგრაფიაში დაწერა, რომ ქართულ ტრადიციებს პატივს არ სცემს, რომ ქართული და ევროპული ტრადიციები არაადამიანურია, რომ ღვინოს გემო ვერ გაუგო. ჩემი წინაპრები კათოლიკეები იყვნენ, მაგრამ მე არც მართლმადიდებელი ვარ,  არც –  კათოლიკე და ურწმუნო ვარო… ევროპას ისეთი რა გაუჭირდა, რომ აქცენტს ვანო მერაბიშვილზე აკეთებს?

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *