(საქართველო და მსოფლიო)თემურ შაშიაშვილი: ბიძინა ივანიშვილისგან შემოთავაზებული თანამდებობა არ მჭირდება

shashiasviliაღნიშნულ განცხადებას მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი საკუთარ facebook -ზე აქვეყნებს.

„ჩემი სურვილია, კონკურენტული გარემო და ღირსებადაბრუნებული ადამიანები ვიხილო. ბიძინა ივანიშვილისგან შემოთავაზებული თანამდებობა არ მჭირდება. თუმცა, ერთობლივი მუშაობით ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა შეგვიძლია, ბევრს რომ წარმოუდგენელი გონია. შეგიძლიათ ნახოთ ჩემი გამოსვლები პარლამენტში 1997 და 2000 წელში. ნახოთ, 1996 წელს, ანუ როდის, რა პერიოდში და როგორ ჩატარდა ქუთაისის დღეები პარიზში და ამაში დარწმუნდებით.

საქართველოს გადარჩენა იმ ხელისუფლებაში კი არ არის, რომელიც იმას აკეთებს, რა შეუძლია, არამედ იმ ხელისუფლებაში, რომელიც ქვეყნის შესაძლებლის მაქსიმუმს მოიყვანს მოქმედებაში. ჩვენ ასეთი პარტიის გზით მივდივართ და მხოლოდ ასეთებთან ვმეგობრობთ.“-აცხადებს თემურ შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *