(პოსტსკრიპტუმი) თეიმურაზ შაშიაშვილი: „ახლა უნდათ, ყველაფერი ივანიშვილს დაბრალდეს…“

298721_100612166717128_2040247913_nთეიმურაზ შაშიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოში ბიზნესის წილების ფლობაში ადანაშაულებს.

მოძრაობა „თეთრების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე პარტიის ლიდერის, თეიმურაზ შაშიაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც მან „ქართულ სიტყვას“ მისცა.

„არ არსებობს ბიზნესი და მით უმეტეს – რეგიონებში, რომელიც „ნაცმოძრაობასთან“ არაა დაკავშირებული. გამგებლები და მათი მოადგილეები, ყველა, ბიზნესის წილში არიან. შესაბამისად, ქვეყანას ბოიკოტი გამოუცხადეს და ბევრი ბიზნესი გააჩერეს,“ – ამბობს შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, „საქართველოს ბანკში“ იგეგმება კადრების მასობრივი შემცირება და ეს პროცესი სწორედ იმ ორგანოების საშუალებით დაიწყო, რომელიც ახლაც საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ექვემდებარება. „ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დაბრალებოდა. “ – აცხადებს შაშიაშვილი.

„ქვეყანაში, სადაც ჩასაფრებულია პრეზიდენტი, გუბერნატორი, ქალაქის მერები და გამგებლები, იქ სისტემური კრიზისი გარდაუვალია. ყველაფერი, მათ შორის გარკვეულწილად პარლამენტიც, მონოპოლიზებული აქვთ. ახლა უნდათ ყველაფერი ივანიშვილს დაბრალდეს,“ – ამბობს თემურ შაშიაშვილი.

წყარო: http://psnews.info/php/newsshow.php?lang=geo&t=1&uid=3709

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *