(primetimenews)თემურ შაშიაშვილი – ღარიბაშვილმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო

შაშიაშვილიირაკლი ღარიბაშვილმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო – ამის შესახებ განცხადება “თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება არის ღირსეული, ნამდვილად ქართული, მომავლის საქართველოს კარგი ნიშანი. როცა გელა ხვედელიძემ 20 იანვარს, პრეზიდენტის ვადის გასვლასთან დაკავშირებულ “ღირსების შეკრებაში” მონაწილეობის 2-3 ათასამდე მსურველს დაშლა მოსთხოვა და არ გამოატარა პრეზიდენტის სასახლისკენ, მძიმე განცხადება გავაკეთე. “კეთილმსურველებმა” “მირჩიეს”, მოეშვი ამ კაცზე ცუდის თქმას, მინისტრის “ლიუბიმჩიკია” და პრემიერის მეუღლის მოგვარეო. მიხარია,რომ ივანიშვილი ჩვეულად დაუნდობელია უღირსის მიმართ”, – აღნიშნა შაშიაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე გუშინ დააკავა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *