(ნიუსპლუსი) თემურ შაშიაშვილი: პარლამენტართა პარპაში ქვეყანაში უნდა დასრულდეს

779პარლამენტართა პარპაში ქვეყანაში უნდა დასრულდეს , რადგან საქართველოს პარლამენტი პარლამენტართა პარლამენტად იქცა.
ამის შესახებ, პოლიტიკური გაერთიანება “თეთრების” ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა “პრაიმ ტაიმის” პრესკლუბში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება ის ხელისუფლება, რომელიც ხალხს მოემსახურება.

“ქვეყანას სჭირდება ის ხელისუფლება. რომელიც ხალხს მოემსახურება და არა ის ხელისუფლება, რომელიც გარედან იმართება. სამწუხაროდ პარლამენტარები ზრუნავენ თავიანთ ოჯახზე და ახლობლებზე, რაც არის უბედური ტრადიცია ჩვენში და ჩვენ გვინდა სხვა მიმართულებით წასვლა, და სწპრედ ეს იქნება გაბედული ქართული ნაბიჯი.”-განაცხადა შაშიაშვილმა.

მისივე თქმით , უნდა დასრულდეს იმ პარლამენტართა პარპაში, რომელთაც თავის პარტიაში მონური გარემო აქვთ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *