(ჯეონიუსი)ქართულ-ოსური მისია“ გოჩა ძასოხოვს ულოცავს სენატორთა კლუბის პრეზიდენტად არჩევას
დღეს გამართულ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) სესიაზე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სენატორთა კლუბის პრეზიდენტად არჩეულ იქნა გოჩა ძასოხოვი, ხოლო ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი გახდა ცნობილი სერბი მოჭიდავე ლალოვიჩი.
„ქართულ-ოსური მისია“ ულოცავს მისიის დიდ მეგობარს, ცნობილ მოღვაწეს, „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზდენტს, გოჩა ძასოხოვს სენატორთა კლუბის პრეზიდენტად არჩევას.
„ქართულ-ოსური მისია“ „საქართველოს ხალხთა ასამბლეასთან“ ერთად, ერთ-ერთი ინიციატორი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისადმი მშვიდობიანი გზავნილის, რომელიც ოლიმპიური თამაშების სიიდან ჭიდაობის ამოღებას ეხებოდა.
Facebook Comments



