(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: საქართველოში აღარავინ აღარ ვარსებობთ, არის მხოლოდ ერთი კაცი”

“ქრონიკას” ესაუბრება პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი
ჩვენ მთავარ პროკურატურაში შევიტანეთ მასალები და არჩილ კბილაშვილს მივმართეთ ძალიან სერიოზული წერილით. ეს მასალები შეიცავს 600 გვერდს და დეტალურადაა აღწერილი როგორ მოუწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ გენოციდი ქართველ ხალხს.
მე არ მინდა, ბაჩო ახალაიას იმისათვის იჭერდნენ, თავში ვიღაცას რაღაცა ჩაარტყაო. მე მინდა რეჟიმის გასამართლება. ჩვენი გამოთვლით, საქართველოში 9 წლის განმავლობაში არის დახარჯული 10 მილიარდი დოლარი. დიახ, ეს თანხა დაიხარჯა ხელისუფლების წევრების სასახლეების აშენებაში და მათი ფუფუნებისათვის. ჩვენი მეორე დასკვნა ასეთია:
საქართველოს მოსახლეობის ნახევარს სააკაშვილის პრეზიდენტობის 9 წლის თავზე, არა აქვს საშუალება, რომ მიიღოს სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების ნახევარიც კი. მესამე, მნიშვნელოვანი ციფრი – ბიუჯეტში შესული 1 ლარიდან მხოლოდ 20 თეთრი ხმარდებოდა საერთო საქმეს, დანარჩენი 80 თეთრი მიდიოდა ჯიბეში.
არ მეგონა, თუ ფულს ასეთი ძალა ჰქონდა… არ მეგონა, თუ ფული ასე აჩოქებდა ადამიანებს და მათ შორის განათლებულ ადამიანებს, რა ვქნა, ვერ წარმომედგინა!
… ბელადებს უყვართ ტაშის ბრმა დამკვრელები, თუ ბიძინა ივანიშვილს ვინმე გააკრიტიკებს, არ მოსწონს, თუ ტაშს დაუკრავს, მოსწონს! ეგენი რომ არ იყვნენ სახელმწიფო მოხელეენი, რაც უნდათ, ის აკეთონ, მაგრამ თავიანთი ტაშით უთხრიან ძირს. ჩვენ ყოველთვის ვიღაცის პოლიტიკური გემოვნებით ვაყალიბებთ პარლამენტს, პირველი პარლამენტი გაკეთდა ზვიად გამოსახურდიას გემოვნებით, მეორე – შევარდნაძის გენოვნებით, მესამე -სააკაშვილის გეოვნებით, ბოლო – ბიძინა ივანიშვილისგემოვნებით. ვერ გეტყვით, რომ კარგი პოლიტიკური გემოვნება აქვს.
ყველას აწყობს ღირსებააყრილი ხალხი… სააკაშვილი რომ იძახის, კომპრომატების 99 პროცენტი ჩვენს დროს შეიქმნა, მაგრამ გარეთ არ გამოსულაო, მაგას რაში სჭირდებოდა გარეთ გამოტანა? დაიბარებდნენ ადამიანს და მონად აქცევდნენ. შევარდნაძეს ეგონა, რომ ის არის ყველაფერი, სააკაშვილს ეგონა, რომ ის არის და დამთავრდა ყველაფერი, გამოჩნდა საამისო ნიშნები ბიძინა ივანიშვილშიც. უკვე ისე ლაპარაკობს, რომ თითქოს აღარაფერი აღარ აინტერესებს. მისი ბოლო პრესკონფერენცია ამაზე მიანიშნებს…
საქართველოში აღარავინ აღარ ვარსებობთ, არის მხოლოდ ერთი კაცი. არა, ბატონო ბიძინა, არ იქნება ასე. ვადამდელი არჩევნები რომც არ გინდოდეთ, შემოდგომაზე
თუ არა, გაზაფხულზე მაინც იქნება! დღეს ხალხის განწყობა არის სხვა, პარლამენტარის სხვა, მარტო ამის გამო უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები! კარგია პარლამენტარობა, არაფერზე პასუხს არ აგებ, ყველას ეუფროსები, ბევრმა ჩაამთავრა რამდენიმე ციკლი. საქართველოსაც კი ვერ გააცნეს თავი! ბელადმა თქვა, ეს უნდა იყოს დეპუტატიო და მორჩა, ეს უნდა იყოს… ბელადმა თქვა, პრეზიდენტი ეს უნდა იყოსო, და მორჩა – ეს უნდა იყოს!
გამოდიან და იძახიან, ვინ გაბედავს ბიძინას წინააღმდეგ წასვლასო? მე გულწრფელად არ მინდა, რომ ივანიშვილი დარჩეს „ქართული ოცნების“ პრემიერ მინისტრად, როგორც სააკაშვილი დარჩა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად. პრემიერ-მინისტრი ამბობს, მე პოლიტიკოსი არა ვარო. დეპუტატები იძახიან, ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართო, ასეთი რამე მსოფლიო ისტორიამ არ იცის. თუ პოლიტიკოსი არ ხარ, პარლამენტში რა გინდა? თურმე მომავალი პრეზიდენტიც პოლიტიკოსი არ უნდა იყოს!
– ბატონო თემურ, ამ წუთას ერთ-ერთმა სააგენტომ გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები: შეკითხვა ასეთია, ვის მისცემთ ხმას საპრეზიდენტო არცებვნებში? „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს რომლის ვინაობაც ჯერ უცნობია, მხარს უჭერს 56 პროცენტი, გიორგი მარგველაშვილს – 20 პროცენტი, ხოლო ნინო ბურჯანაძეს – 3 პროცენტი. როგორც ჩანს, ეს „ნაციონალური“ გამოკითხვაა, მაგრამ მაინც, არასასიამოვნოა.
– ალბათ „ნაციონალებს“ წამატებული აქვთ, მაგრამ მაინც არ არის კარგი ამბავი. მე ამ დღეებში ვიყავი ჩასული პეტერბურგსა და მინსკში, ახლა უფრო კარგად დავინახე, რომ წინა ხელისუფლების მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასაც არ გააჩნია ემიგრანტების მიმართ სწორი პოზიცია. ჩვენ თურქებს საქართველოშიც მონებად ვექეცით და მათ ქვეყანაშიც მონენად დავუდექით. ერთი გადაამოწმეთ, თბილისში აღმაშენებლის პროსპექტი თურქებისაა, ერთი ჩამოსულა და ყოველგვარი ნებართვისგარეშე სამორინეც გაუხსნია. ეს პროსპექტი ჩვენიაო.
– ეგ გასაგებია, ბატონო თემურ, პეტერბურგსა და მინსკში რა ხდებოდა?
– პეტერბურგში თეატრი გაიხსნა და იქ ვიყავი მიწვეული. მინსკში – ქართველებს შევხვდი. თქვენ თუ გაგიგონიათ ვინ არის ქართლოს კობეშავიძე.
– არ ვიცი.
– ეს არის მშენებელი კაცი, რომელიც ძალიან სჭირდება საქართველოს, მაგრამ ვინმე ამაზე ფიქრობს?
არ გაინტერესებთ, რას აკეთებენ ჩვენი საელჩოები უცხოეთის ქვეყნებში? ქართველებს დასდევენ, აბა ფული მოგვეცით… აბა წილებში ჩაგვსვითო.
– საელჩოების წარმომადგენლები წილებში ჩასმას ითხოვენ?
– აბა რა, თუ ვინმე აქედან რამეს შეიტანს და ბიზნესს წამოიწყებს, წურბელებივით ესევიან. ქართველებმა მითხრეს, 26 მაისის ღონისძიებებზე აღარ დავდივართ, მუდმივად რაღაცეებს ითხოვენო. იმის ნაცვლად, რომ ჩვენმა საელჩოებმა საქმე გააკეთონ, ბიზნესისთვის რაღაც გზები გაჭრან, ისევ ფულის კეთებაზე უჭირავთ თვალი. მაგალითად, ბელორუსში მთელი სოფლის მეურნეობა აიღო ირანმა. მიმიყვანეს, მაჩვენეს, განჯიდან შეაქვთ, ისეა შეფუთული, ერთი თვე ინახება. საქართველოში ამაზე საერთოდ არ ფიქრობენ. კიდევ ერთი საინტერესო პრობლემა.
ძალიან ბევრმ ქართველმა ბიზნესმენმა თუ თანამდებობის პირმა, რომელბიც უცხოეთში ცხოვრობენ, არ იციან, რატომ არ უშვებენ საქართველოში. ზოგი სააკაშვილის ბიძამ – თემურ ალასანიამ გააქცია, ზოგი ვანო მერაბიშვილმა, ზოგი თვითონ სააკაშვილმა.
მაგალითად, ჩემი განწყობა ყველამ იცის ებრალიძის მიმართ, მაგრამ ეს კაცი რატომ ვერ უნდა ჩამოდიოდეს საქართველოში? კარგი, სააკაშვილის პოზიცია გასაგებია, მაგრამ ამათ რატომ არ უნდა შემოუშვან? ხალხი ბიზნესშია, ავტორიტეტი აქვთ, ბევრი რამის კეთება შეუძლიათ, იმათ მოქალაქეობას არ აძლევენ, და ვიღაც გადამთიელებს აჯილდოვებენ მოქალაქეობით. პეტერბურგის გუბერნატორმა თავის მოადგილედ დანიშნა აფხაზეთიდან ლტოლვილი. ამ ქალაქში ძალიან ბევრი ქართველი მუშაობს მაღალ თანამდებობაზე. გაოცებული ვარ.
– როგორც ვიცი, თეატრის გახსნას პუტინიც დაესწრო,
– კი,დაესწრო, ყველას ჩამოგვართვა ხელი. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს აღარ აქვთ ისეთი წარმოდგენა, როგორც ერთი წლის წინ ჰქონდათ. სიტუაცია უარესობისკენ არის შეცვლილი და ეს ძალიან სამწუხაროა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის მიმართ უფრო კეთილგანწყობაა. არ მინდა ვიფიქრო, რომ ბატონი ბიძინას ძლიერების ეშინია, მაგრამ საამისო ნიშნები უკვე გამოჩნდა. ესეც ძალიან სამწუხაროა!
ესაუბრა გელა ზედელაშვილი



