(kreba.info) „სახალხო კრება“: მხარი დავუჭიროთ ნინო ბურჯანაძის საქართველოს პრეზიდენტად არჩევას!”(20.05.2013)

“სახალხო კრების” აღმასრულებელმა საბჭომ დღეს გაავრცელა განცხადება., რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას გამოცდილი პოლიტიკოსი, პრინციპული და საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე პრეზიდენტი სჭირდება!

  • სამართლიანობის აღდგენისათვის;
  • სამოქალაქო მშვიდობის დამყარებისათვის;
  • ხელისუფლების დაბალანსებისათვის;
  • ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებისა და საერთაშორისო რეპუტაციის დაცვისათვის;

დღეს,  ქალბატონი ნინო ბურჯანაძე გახლავთ ყველა ამ თვისების მქონე პოლიტიკოსი.

ჩვენ, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭო მივმართავთ არასაპარლამენტო ოპოზიციას, საზოგადოებას, სრულიად საქართველოს, მხარი დავუჭიროთ ნინო ბურჯანაძის საქართველოს პრეზიდენტად არჩევას!

საქართველოს უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის წინაშე
ანგარიშ-ვალდებული პრეზიდენტი სჭირდება!

ჩვენ ველით, რომ საქართველოში რეალურად კონკურენტული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.”

თბილისი

20 მაისი 2013 წელი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *