(ალია) თემურ შაშიაშვილი: “ახლა ისეთ რამეს გეტყვით, დაუჯერებელი იქნება, მაგრამ უნდა დამიჯეროთ!”

 

shashiasvili„ალიას: ესაუბრება პარტია „თეთრების“ ლიდერი და “სახალხო კრების”ერთ-ერთი ლიდერი , თემურ შაშიაშვილი

ბატონო თემურ, მოდით, დავიწყოთ კიევით, საიდანაც თქვენ ორი დღის წინ დაბრუნდით. რა ხდებოდა იქ, რისთვის იყავით?

– საერთოდ, მე ახლაც ძალიან მადგება ის ფაქტი, რომ თავის დროზე იმერეთი გახდა ევროპის ასამბლეის წევრი. როცა „ვარდოსნები“ მოვიდნენ, ამ ყველაფერზე უარი თქვეს, მაგრამ პირადი ურთიერთობები მაინც შემომრჩა. ახლა მეგობრების მიწვევით ვიყავი ჩასული. ვამზადებთ „შემოძახილს“ ევროპის ქვეყნებიდან, კერძოდ, დაიწყება საბერძნეთიდან, ჩატარდება აქციები და ივანიშვილს მოთხოვენ დაპირებების შესრულებას, დღეს ჩვენი ემიგრანტები ცხოვრობენ იმ დაპირებებით, რაც ბიძინა ივანიშვილმა მისცათ არჩევნების წინ. ემიგრანტები ახალ ხელსიუფლებას შეახსენებენ ამ დაპირებებს. .

კიევში ჩემი ჩასვლა დაემთხვა იმ მოვლენებს,რაც მოხდა 17 მაისს თბილისში. მე არ ვიცოდი, ახლა დავადგინე, რომ ეს ჩვენ გვატყუებენ, არიქა, საქართევლოს ევროკავშირში აღარ მიგვიღებენო. ქართველი ხალხი ცოდოა, პოლიტიკოსები რაღაც გაუკუღმართებულ თეორიებს სთავაზობენ. ანალოგიური აღლუმი კიდევ 7 ქვეყანაში ჩატარდა, წინააღმდეგობებიც იყო. მაგრამ აქ ცუდი ის მოხდა, რომ სასულიერო პირებმა აიღეს ინიციატივა, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს ქართულ ეკლესიას. ბოკერიამ და მისმა მეუღლემ მიიღეს ის, რაც მათ უნდოდათ „თავისუფლების ინსტიტუტი“ ზეიმობს. ესენი ქართველები არ არიან, ძალიან გამრუდებულოი აზროვნება აქვთ!

 – ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებაზე რას იტყვით, დაიწყო სამართლიანობის აღდგენა?

– დღეს საქართველოს გადარჩენა გადის ეკონომიკაზე. ამ ეკონომიკას ჰყავდა ძალიანimages (7) დიდი მტერი – ვანო მერაბიშვილი. ამ ადამიანს კიდევ ბევრი საშინელება უკავშირდება თავის სოფელშიც კი, მაგრამ ახლა ამაზე არ მინდა საუბარი. ის, რაც მერაბიშვილს ნაკეთები აქვს, ნებისმიერ ქვეყანაში ამისათვის სამუდამო პატიმრობაა. უცხოელი პატრონები მას ვეღარ დაიცავენ. ბიძინა ივანიშვილის ვიზიტებმა შედეგი გამოიღო. მან დაუდო უცხოელებს მაგიდაზე მასალები. საშინელებები აქვს გაკეთებული ბოკერიას, უგულავას, მერაბიშვილს და სხვებს. მილიონობით დოლარს ისე ხარჯავდნენ, რომ  არავის არაფერს ეკითხებოდნენ. ამ ხალხის დაცვა არანაირად არ შეიძლება. ადით ავტობუსში. იქ არის ასეთი განცხადება: 50 თეთრს თუ არ გადაიხდი, დაჯარიმდები, თუ ერთ თვეში ამ ჯარიმას არ გადაიხდი, კიდევ დაჯარიმდები და ორი თვის შემდეგ ციხეში ჩაჯდები. 7 მილიონი, 10 მილიონი ერთ საქმეზეა გადარიცხული და ამათ დაცვას კიდევ ვინმე ბედავს?!

ჩვენ გვეუბნებიან: ბიუჯეტი გაფლანგეს და მოითმინეთო, ესე იგი, მონები ხართო! გამოიძიონ, როგორ მიჰყიდეს არაბებს მიწები, როგორ გააიაფეს, როგორ

მშენებარე სახლი სიხარულის 5-ში
მშენებარე სახლი სიხარულის 5-ში

შემოუერთეს მცხეთის ტერიტორიის ნაწილი თბილისს. ამ ყველაფერს ვანო მერაბიშვილი აკეთებდა. იძახიან, ვანოს სახლი არ ჰქონდაო, მაშინ წავიდეთ, გადავიღოთ მისი 6 სასახლე და მერე  დავსვათ კითხვა – ვისია? იგივე მახათას მთაზე რომ აიშენა მართლა ვისია? ამათ ეგონათ, რომ 50 წლით მოვიდნენ, თორემ ხალხს ქონებას რომ ართმევდნენ და დანაშაულს სჩადიოდნენ, ძალიან კარგად იცოდნენ. როგორ შეიძლება მიტაცებული აგარაკები შსს ფულით გაარემონტო? გერმანიაში ერთ-ერთმა ადამიანმა ბანკიდან სესხი აიღო და ვიღაც მაღალჩინოსანი მიეხმარა. როცა ეს გაიგეს, ის კაცი პასუხისგებაში მისცეს. გერმანიის პრეზიდენტმა დისერტაცია დაიცვა, ერთ ადგილზე ნაშრომში ავტორი არ მიანიშნა და ამას გადააყოლეს. გესმით, რას ნიშნავს ევროპული დემოკრატია? ამას დავანებოთ თავი, უფრო მძიმე თემები გვაქვს წინ: ჩვენი თავდაცვის მინისტრი რომ იყო და მერე ამერიკაში გაიქცა, იცით, სად დანიშნეს? მარშალის ფონდის ხელმძღვანელის მოადგილედ.

 – დიმიტრი შაშკინი?

– კი, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. რატომ წაიყვანეს სააკაშვილის აპარატის უფროსი რომ იყო და არჩევნების დროს ფულს ჩემოდნებით არიგებდა, დათო ტყეშელაშვილი ამერიკაში? ნახევარს ჯიბეში იდებდა, ნახევარს თავიანთ მომხრეებს აძლევდა. როგორც ჩანს, ამერიკაშიც არ აწყობთ ამათი დაჭერა. იმ 4 მილიარდს, რატომ არავინ კითხულობს, ამათ რომ გაფლანგეს? ვინც ეს 4 მილიარდი დახარჯა, მათთან შეხება ძალიან გაუჭირდება ბიძინა ივანიშვილს.

 – კი, 4 მილიარდის დახარჯვს ამბავი ძალიან საინტერესოა. რა ვიცი, გეტოები ადგილობრივი ბიზნესის დატერორებით ააშენეს და ამდენი ფული სად წაიღეს, ღმერთმა იცის.

– პირველ რიგში, ამერიკელებსა და ბარაკ ობამას უნდა აინტერესებდეთ, როგორ  გაიფლანგა 4 მილიარდი, მაშინ, როცა აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში კრიზისი იყო. ესენი თავიანთ სასახლეებს აშენებდნენ იმ ფულით! მე მაქვს ეჭვი, რომ იქიდან ფულის ნაწილი ამერიკაშია დაბრუნებული. როგორც წესი, 30 პროცენტი უკან ბრუნდება ხოლმე. ახლა ბრაიზა რომ ზის ელჩად აზერბაიჯანში და რაღაც უაზრო განცხადებებს აკეთებს, ვინ ეკითხება?

 – სხვათა შორის, ბრაიზას ქორწილის ამბავიც გამოსაძიებელია, თურქეთში რომ შეუღლდა ზეინო ბარანთან, იქ ჩვენი ფული დაიხარჯაო, ამბობენ.

– რა თქმა უნდა, გამოსაძიებელია. დღეს მერაბიშვილის პატრონები უნდა ამბობდნენ, ეს რა გიქნია, ვანო, ამდენი ფული სად წაიღე?! არა დაუკვირდით, არც იცავენ, არც ხმას იღებენ გასუსულები არიან, ერთი-ორი ადამიანის გარდა. რა თანხებია გასული უშიშროების საბჭოდან, ვინმეს წარმოუდგენია? რასაც თავიანთ ქვეყნებში არავის პატიობენ, საქართველოში თურმე ამის პატიება შეიძლება. ჩვენ ვერ გავიგეთ. რომ თუ ამათ არ აპატიებს ხალხი, არც ამერიკა დაიცავს!

კიევში მეკითხებოდნენ, თქვენმა ხელისუფლებამ მართლა 10 მილიარდი მოიპარაო? ვამტკიცებდი, რომ მართლა მოიპარეს, ამიტომ ვითხოვთ რეჟიმის გასამართლებას – მეთქი. საკააშვილი მე ვერ მომატყუებს, რა არის ამერიკა. ამ ადამიანმა გადმოიტანა ის, რაც თავად ამერიკელებს არ მოსწონთ. იქ რომ ბიზნესმენს უთხრა, ბიუჯეტიდან ფულს გადმოგირიცხავო, თავს მოიკლავს. უარს იტყვის, მან იცის, რომ ეგრევე მაკონტროლებელი მიჰყვება თანა. საქართველოში მთელი პოლიტიკური ელიტა ბიუჯეტს წველის!.. თქვენ წარტმოიდგინეთ, ვერც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ვერ გაბედავდა იმას, რაც სააკაშვილმა გაბედა…

რკინიგზა რომ გაიყვანა აეროპორტამდე, იმ მატარებელში ჩამჯდარი გინახავთ ვინმე? ეს უბედურება 30 მილიონი დაჯდა, გომბორის გზა რომ გააკეთა, 65 მილიონი დაჯდა. ჰკითხეთ კახელებს, ამ გზის გაკეთება ამდენი ღირს? არ არსებობს არც ერთი სკვერი, შეღებილი სახლი, დარგული ხე, სადაც 40 პროცენტი კორუფცია არ იყო. ჩვენ მივწერეთ პროკურატურას: ამოიღეთ, გამოაქვეყნეთ მასალები რაიონების მიხედვით. ახლა ისეთ რამეს გეტყვით, დაუჯერებელი იქნება, მაგრამ უნდა დამიჯეროთ: როცა გუბერნატორი ვიყავი, გზის დაგება კვადრატული მეტრი ღირდა 20-22 ლარი, ასე გავაკეთეთ ჩვენ ქუთაისში აღმაშენებლის გამზირი. მოვიდა თუ არა სააკაშვილი, სამ თვეში 120-130 ლარი დაადო, ამათ აღმაშენებლის ძეგლის გადატანა უფრო ძვირი დაუჯდათ, ვიდრე ჩვენ მისი დადგმა!

ცალკე გამოძიების თემაა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა საქართველოში. ახლა პარალმენტში რომ ზის დავით დარჩიაშვილი, საიდან მოვიდა, სოროსის ფონდის დირექტორი არ იყო? გვაინტერესებს, ამ ადამიანს რა ფული აქვს მიღებული უცხოეთიდან? როცა პარალმენტში  ვიყავი, შევარდნაძეს მოვთოხვე, უცხოეთიდან შემოსული თანხების წარმომავლობა თუ არა, ის მაინც ვიცოდეთ, სად მიდისო. მაშინ სააკაშვილმა თავის გაიგიჟა და შევარდნაძეც დაეთანხმა… აი შედეგი, აგერ, მოასხდნენ შემოსულ ფულს კალოშებით ჩამოსულები და ახლა ხელისუფლებაში წამოგვისხდნენ. კალოშებს ცუდი გაგებით არ ვამბობ, ჩვენი წინაპრები „აზიაცკებზე“ იცვამდნენ, რომ არ დასვრილიყვნენ. საქართველოში  დღეს ყოველი კუთხე კუნჭული გამოსაძიებელია.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *