მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი გიწვევთ სადისკუსიო დარბაზში

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი
გიწვევთ
სადისკუსიო დარბაზში
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს და პატივისცემით გიწვევთ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის სადისკუსიო დარბაზის პირველ სხდომაზე.
გადაწყვეტილება სადისკუსიო დარბაზის შექმნის თაობაზე მივიღეთ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და უპირველესად იმის გამო, რომ დღის წესრიგში, როგორც აუცილებელი პოლიტიკური მოთხოვნა, დგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
სადისკუსიო დარბაზის შეკრება შედგება 27 მაისს, 13 საათზე, სასტუმრო „სიმპათია“ – ს საკონფერენციო დარბაზში (დარასელიას N4, საბურთალოს ბაზართან)
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თქვენს მონაწილეობას ამ დისკუსიაში.
გაცნობებთ, რომ შევქმენით სპეციალური ბლოგი „სადისკუსიო კლუბი“ (http://sadiskusiodarbazi.blogspot.com/), სადაც თქვენ და ყველა დაინტერესებულ პიროვნებას შეუძლია გაეცნოს საინიციატივო ჯგუფის განცხადებებს და მასალებს დისკუსიის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები მოგვაწოდოთ ფეისბუქის გვერდზე „სადისკუსიო დარბაზი“ (http://www.facebook.com/SadiskusioDarbazi?ref=hl). გვაქვს ჩვენი ელექტრონული ფოსტა სადაც შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები sadiskusiodarbazi@gmail.com
წინასწარ დიდ მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის. დარწმუნებული ვართ, შევხვდებით პირველ დისკუსიაზე, 27 მაისს.
პატივისცემით,
საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე
პაატა ცნობილაძე – იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი
თანათავმჯდომარე
მანუჩარ მაჩაიძე -აკადემიური დოქტორი
თანათავმჯდომარე
ნიკო ჯავახიშვილი – პროფესორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი