(ჯეონიუსი) მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებას დისკუსიაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

 

tv.9მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებას დისკუსიაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი იწყებს დისკუსიას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით  და საზოგადოებას მოუწოდებს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ საკითხის განხილვაში.

საინიციატიბო ჯგუფის განცხადებით, მიუღებელია ქვეყნის გარედან შემოგდებული ე.წ. „კოჰაბიტაციის“ მთელი იდეოლოგია, რომელიც ემსახურება არა საქართველოს, არამედ ქვეყნის დამანგრეველი პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ ასპარეზზე შენარჩუნებას.

მათი განცხადებით, ქვეყნის სწორი განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რადგან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ ასახავს ხალხის პოლიტიკურ განწყობას და გაყალბდა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ.

საინიციატივო ჯგუფი იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც აუცილებლად თვლის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს:

“პირველი – გასული საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ ასახავს ხალხის პოლიტიკურ განწყობას: ერთის მხრივ, არჩევნები გაყალბდა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და, მეორეს მხრივ, მაჟორიტარი დეპუტატებისათვის 30-პროცენტიანი ბარიერის შემოღებამ, ნაცვლად 50 პროცენტიანისა, როგორც მინიმუმ, ღირსეულთა უდიდეს ნაწილს არ მისცა საშუალება გამხდარიყო პარლამენტის წევრი.

მეორე – საპარლამენტო არჩევნებში უცხოეთში მცხოვრებ 30-40 პროცენტს არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.

მესამე – არ შეიძლება ქვეყანამ მოითმინოს დამნაშავე პარტია ოპოზიციის როლში – ეს პრაქტიკულად ნიშნავს 1 ოქტომბრის მონაპოვრის განადგურებას, ხალხში გაჩენილი უდიდესი იმედის ჩაკვლას;

მეოთხე – თუ დამნაშავე პარტიას არ გავასამართლებთ და მას მივცემთ დროს და საშუალებას, იქცეს ამ ეტაპზე მეორე პოლიტიკურ ცენტრად, ეს ნიშნავს, რომ ვეთანხმებით გარკვეული პერიოდის შემდგომ მის ხელისუფლებაში მობრუნებას… ვეთანხმებით ქვეყანაში არასამართლიანი პოლიტიკური სივრცის შექმნას… ვეთანხმებით სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე არსებულ მწვავე კრიზისს.

მეხუთე – საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ დღეს ხელისუფლება ყველა დონეზე ხელთ უპყრია კოალიცია „ქართულ ოცნებას“, მაშინ, როდესაც მთელი საპრეზიდენტო ვერტიკალი: სამხარეო, საქალაქო, რაიონული, სასოფლო ადმინისტრაციები, სასამართლო და კონტროლის პალატის სისტემები ძველი ხელისუფლებისადმი მორჩილი ერთგულებით ებრძვის ხალხს. ეს ერთხელ კიდევ ასაბუთებს ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას;

მეექვსე – დანიშნული დეპუტატების სამარცხვინო ეპოქა უნდა დასრულდეს… დამოუკიდებელ საქართველოში ვირჩევთ არა ძლიერ პოლიტიკოსთა პარლამენტს, არა ხალხის პოლიტიკური განწყობის გამომხატველ პარლამენტს. ახალი პარლამენტის 80 პროცენტს არც ეხლა იცნობს ხალხი.

მეშვიდე -ბოლო პერიოდის მოვლენები ადასტურებენ, რომ ქვეყნისთვის ერთნაირად საშიშია პოლიტიკაში კოსმოპოლიტიზმიც და ულტრანაციონალიზმიც. ერთნაირად საშიშია პოლიტიკაში ურწმუნოებაც და რელიგიური ფუნდამენტალიზმიც. მოქმედ პარლამენტში კრიტიკულ ზღვარს აღწევს ზემოხსენებული პრინციპების მატარებელი პოლიტიკოსთა რაოდენობა. რაც დრო გადის, ქვეყანა მით უფრო გარედან მართვადი ხდება.

ქვეყანას ყველა დონეზე მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა და ყველაფერი ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლების წყარო არის ხალხი”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დოკუმენტი ამ სახით მიიღეს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიიღეს.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *