პარტია „თეთრებისა“ და „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი – ზურაბ ხასია: „ისევ იქ მივდივართ, რისთვისაც 1 ოქტომბრამდე ვიბრძოდით, ანუ მივდივართ ერთპარტიულობამდე“

 

zuraრატომ შეიკრიბნენ პარტია „თეთრები“ , „სახალხო კრება“ და მეცნიერები? როდის ან რატომ უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და რას ფიქრობენ ამ საკითხზე ინტელიგენციის წარმომადგენლები?

ამ თემაზე „ალიას“ „თეთრების“ და „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი – ზურაბ ხასია ესაუბრება:

– ჩვენ სამი დღის წინ სასტუმრო „სიმპათიაში“ შევიკრიბეთ. იქ იყვნენ მეცნიერებიც, საზოგადო მოღვაწეებიც და პოლიტიკოსებიც. ყველა აღნიშნავს, რომ აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. აქ დაისვა ორი საკითხი – ჩატარდეს რეფერენდუმი, თუ გაიმართოს პლებისციტი, თუმცა კონსტიტუციის სპევიალისტები ამბობენ, რომ ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ პარლამენტს. თუ იქნება ხალხის მხარდაჭერა, ეს გაკეთდება. სიმართლე გითხრათ, დღევანდელი პარლამენტი არ წავა ვადამდელ არჩევნებზე, დეპუტატები 4 წლით აირჩიეს, და რა თქმა უნდამ თავს არ აიტკიებენ. ამიტომ მომავალი კვირიდან საინიციატივო ჯგუფი დაიწყებს მუშაობას, სხვადასხვა პარტიის ლიდერებთან შეხვედრებს და რეგიონებში გასვლებს.

უკვე 7 თვე გავიდა და ხალხი, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, არ დასჯილა. უკეთესობა ჯერჯერობით არ სჩანს, თითო -თითო ადამიანის დაჭერა სამართლიანობას აღდგენა სულაც არა რის, ჩვენი წინადადებაა – ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად. ამით თანხებიც დაიზოგებადა ხალხიც ამოისუნთქავს. პარალმენტი აუცილებლად მრავალპარტიული უნდა იყოს და ამიტომაც ვუჭერთ მხარს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი მაინც სხვა პარტიის წარმომადგენელი უნდა გვყავდეს. წინააღმდეგ შემთვევაში, ისევ იქ მივდივართ, რისთვისაც 1-ულ ოქტომბრამდე ვიბრძოდით, ანუ მივდივართ ერთპარტიულობამდე. კი, ბატონო, ბიძინა ივანიშვილი არც ფულის საშოვნელად მოსულა პოლიტიკაში და არც უსაზღვრო ძალაუფლების მოსაპოვებლად, მაგრამ პარალმენტში დღეს სულ ორი ძალაა…

 – თუმცა „საზოგადო მოღვაწე“, ბატონო გივია თარგამაძე ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს წავიდეს ჭორვილაში და პინგვინებს მიხედოს. მე თუ მკითხავთ, ივანიშვილი ცოტა მეტის ღირსია, ამ ხისთავიანებს რომ არ მიხედა დროზე.

– არ ვიცი, ამათ დამრიგებელი მაინც არ ჰყავთ, რომ ვურჩიოთ. კიდევ გამოდიან და გვმოძღვრავენ, თვითონაც არ იციან, რას გველაპარაკებიან. ესენი საიდან მოვიდნენ, ვერ ვხვდები. ყველაზე მეტად ის მიკვირს, ერთმანეთი როგორ იპოვეს, ნერვები არ მყოფნის, ამათ უკვე ვეღარ ვუყურებ, ტელევიზორს გადავრთავ ხოლმე… ორი დღის წინ ბარამიძე გამოვიდა, ისე ლაპარაკობს, თითქოს საქართველოში ერთი ადამიანისათვისაც კი არ აუფრენია ბუზი. ავადმყოფები ყოფილან ესენი… რაც ამათ ბოროტება და დანაშაული ჩაიდინეს, არა მგონია, საპატიებელი იყოს. რაც 17 მაისს გააკეთეს, ესეც გამოსაძიებელია. ასეთი  არც ევროპა მინდა და არც ამერიკა. ვანო მერაბიშვილი, მარტო 26 მაისის გამო უნდადაისაჯოს სამაგალითოდ. იმ ღამეს ვერავინ დამავიწყებს. მე და თემურ შაშიაშვილს რაღა არ გვირტყეს თავში და თან გვეძახდნენ, – ახლა რომ დაგაპატიმროთ იქიდან გმირებად გამოხვალთო.

 – ნინო ბურჯანაძე ამბობს, კიდევ ისეთი ფაქტები ვიცი, 26 მაისთან დაკავშირებით, თუ ყველაფერი ვილაპარაკე, მთელი მსოფლიო ჭკუიდან შეიშლებაო; განა კიდევ რამე დარჩა 26 მაისზე სათქმელი? .. თუ დარჩა, რატომ არ ამბობს?

– აქ საუბარია იმ გარდაცვლილ პოლიციელზე, რომელიც ბურჯანაძის მანქანას შეახტა. ამის შესახებ პროკურატურაში თვითონ მივიდა ქალბატონი ნინო და მისცა ჩვენება. ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ, თავად ქალბატონმა ნინომ უნდა ისაუბროს.

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

“ალია”

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *